x
image
თამილა გურაშვილი
Mediator image
ჩინეთმა გუანჯოუს თავზე პუტინს 71 წლის იუბილე კრეატიულად მიულოცა

image
რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის დაბადების დღის საპატივცემულოდ, მრავალმილიონიანი ქალაქ გუანჯოუს ცაზე შოუ გაიმართა.



უამრავი დრონი გუანჯოუს ცაზე ასახავდა ვლადიმერ პუტინის პორტრეტს. სახის გარდა, დრონებმა შექმნეს მისალმება ფერადი შუქებისგან: „გილოცავ დაბადების დღეს, ბატონო პრეზიდენტო“.




ინტერნეტში მომხმარებლები აქვეყნებენ თვალსაჩინო ვიდეოებს ჩინეთიდან ცაში გამოსახულ ვლადიმერ პუტინის სახეს.



შეგახსენებთ, რომ 7 ოქტომბერს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი 71 წლის გახდა. ვლადიმერ პუტინისადმი მიძღვნილი ღონისძიება არა მხოლოდ ჩინეთში გაიმართა. მაგალითად, ამ დღეს ნოვოსიბირსკში გაიმართა ავტორბოლა. სახელმწიფოს მეთაურის 71 წლის იუბილეს საპატივცემულოდ, ათობით მანქანა მოძრაობდა რეგიონული ცენტრის ქუჩებში.


0
65
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
65
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0