x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
"სომხებს ზუთხი გამოჰყავთ და ყიდიან, ჩვენ მათზე 10-ჯერ მეტი მდინარე გვაქვს"-თემურ ტყემალაძე
image


საქართველოში ახალი, ან გაცივებული თევზის იმპორტი რეკორდულ მაჩვენებელზეა. საქსტატის მონაცემებით, წელს 8 თვეში 800 ტონა პროდუქტი შემოვიდა, რაც ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. შედარებისთვის, 2009 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველომ მხოლოდ 0.18 ტონა თევზი შეიძინა, 2010 წელის იგივე საანგარიშო პერიოდში კი - 0.87 ტონა.


მონადირეთა და მეთევზეთა ფედერაციის პრეზიდენტის თემურ ტყემალაძის შეფასებით, თევზზე მუდმივად მზარდი მოთხოვნიდან გამომდინარე, რთულია თვითუზრუნველყოფაზე საუბარი, თუმცა ქვეყანას იმის რესურსი მაინც გააჩნია, რომ იმპორტის მაჩვენებელი შეამციროს.


როგორც ის „ბიზნესრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, ამისთვის დარგს ყურადღება და ხელშეწყობა სჭირდება, შესაძლოა, ეს იყოს სუბსიდირება, ან სხვადასხვა გრანტები.



„იმპორტი იმიტომ იზრდება, რომ ჩვენ არ ვაწარმოებთ, აკვაკულტურა არის ჩამორჩენილი და ვერ ვიყენებთ წყალსატევებს ისე, როგორც უნდა ვიყენებდეთ. ხელის შეწყობა უნდა ყველაფერს, როგორც ყურძენზეა და სხვა პროდუქტებზე, სუბსიდირება, გრანტები, სხვადასხვა დახმარებაა საჭირო. ჩვენ გვაქვს სერიოზული რესურს იმის, რომ თევზი ვაწარმოოთ დიდი რაოდენობით. მითუმეტეს, რომ თევზი სულ უფრო მოთხოვნადი ხდება, სასარგებლო პროდუქტია ყველანაირად.


მართალია, თვითუზრუნველყოფაზე ვერ გადავალთ, საკმაოდ რთულია, მაგრამ იმპორტი მაინც უნდა შემცირდეს.


უნდა გამოვიყენოთ ჩვენი მდინარეები, კეთდება კიდევ ჰესები და ყველა რესურსი ასათვისებელია.


სომხებს ზუთხი გამოჰყავთ და ყიდიან, ჩვენ მათზე 10-ჯერ მეტი მდინარე გვაქვს... ხელის შეწყობა უნდა ყველაფერს. სახელმწიფო უნდა დაინტერესდეს, მეტი ყურადღება სჭირდება.


მე მქონდა ადრე კომუნიკაცია მთავრობასთან, მინდოდა, რაღაც პროექტები გაკეთებულიყო, მაგრამ არ მაქვს მე ძალა, რომ რამე გადაწყვეტილება მივიღო, ეს სახელმწიფოს ინტერესში უნდა იყოს. ეს არის ბუნებრივი რესურსი, რომელსაც როგორც სხვა ცივილურმა ქვეყანამ, ყურადღება უნდა მივაქციოთ. საქართველოში ბელარუსებს აქვთ სამგან (თევზსაშენი), დიდი ხნის წინა გააკეთეს, მაგრამ ვერ აუდიან მოთხოვნას. კიდევ ვამბობ, ინვესტიციები და ყურადღებაა საჭირო, რომ გაიზარდოს წარმოება“, - ამბობს თემურ ტყემალაძე.


0
177
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
177
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0