x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
კიმ კარდაშიანის უახლესი ფოტოსესია განსაცვიფრებელად პაწაწინა ბიკინში
image

კიმ კარდაშიანი ცდილობს ფოკუსირება მოახდინოს სხვა ლუქს- ბრენდზე მას შემდეგ, რაც გასული წლის პედოფილასთან დაკავშირებული სკანდალის შემდეგ კვლავ Balenciaga-სთან მუშაობა მოუხდა.შეგახსენებთ, ფრანგული ბრენდ Balenciaga-ს შარშან ბრალი დასდეს, პედოფილიის "გაპრავებაში" და ბავშვთა პორნოგრაფიის გავრცელებაში.




42 წლის ოთხი შვილის დედამ ამ კვირაში "ინსტაგრამზე" გააზიარა რამდენიმე ძალიან თამამი ფოტო, სადაც პოზირებდა Gucci-ს სექსუალურ ანსამბლში.


კიმმა გამაოგნებელი შოუ მოაწყო იტალიური მოდის სახლში, სადაც პაწაწინა ბრჭყვიალა მეტალის ბიკინის ტოპში წარუდგა საზოგადოებას.


image

მან ანსამბლს ბევრად უფრო კომფორტული ტანსაცმელი შეუხამა, მათ შორის აბრეშუმის პიჟამის ნაკრები, რომელშიც გამოსახულია გუჩის საკულტო მონოგრამის პრინტი.

კიმის საფირმო ყორნისფერი კულულები უკან იყო იყო გადაჭიმული გრძელი ნაწნავის სახით რომელიც კისრის ქვემოთ მიემართებოდა.


კიმის სახე ბრწყინავდა, მან უეჭველად გამოიყენა სახის უამრავი კოსმეტიკა; მაკიაჟით გალპლაპებულ სახეს, პრიალა ტუჩები აგვირგვინებს.


image

თითქოსდა ეს იმიჯი არ იყო საკმარისად კოლორიტული, მან ასევე მიიღო რამდენიმე ძალიან პროვოკაციული პოზა, მათ შორის ერთი, სადაც უკან გადაწეულია და ხელები საწოლის კიდეზე ულაგია.

image


თანამედროვე ამერიკის ერთ-ერთმა უპირველესმა სექს-სიმბოლომ ასეთი მინაწერი გაუკეთა სურათებს თავისი 364 მილიონი გამომწერისთვის: „ეს ყველაფერი გუჩია“.


image


კიმ კარდაშიანი ( დაბ. 21 ოქტომბერი, 1980 წ. ლოს-ანჯელესი, კალიფორნია) —გახლავთ სომხური წარმოშობის ამერიკელი ბიზნესმენი, მსახიობი და მოდელი. იგი ცნობილი გახდა სატელევიზიო რეალიტი შოუს წყალობით, რომელიც მისი და მისი ოჯახის წევრების მონაწილეობით გადიოდა. იგი ასევე ცნობილი გახდა მას შემდეგ, რაც გავრცელდა კიმის და ყოფილი შეყვარებულის, რეი ჯეის სექს-ფირები და ტელეარხზე E-ზე, მამამისი, რობერტ კარდაშიანი, გარდაცვლილია. კიმს ჰყავს ორი და: კლო და კორტნი კარდაშიანები. 2021 წლის 6 აპრილს მისმა ქონებამ 1 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა.

0
115
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
115
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0