x
მეტი
  • 29.04.2024
  • სტატია:134573
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508652
ნახეთ, როგორ გამოიყურება ჰიტის - Boys-ის შემსრულებელი საბრინა სალერნო დღეს
image


ამ სკანდალური იტალიელი მომღერლის, მსახიობისა და მოდელის სახელი უფროსი თაობისთვის კარგად არის ცნობილი, ვინაიდან საბრინას დიდების პიკი სწორედ გასული საუკუნის 80-იან წლებს ემთხვევა. რამდენიმე სილამაზის კონკურსში გამარჯვებისა და ცნობილი სინგლის "Boys"-ის შესრულების შემდეგ, რომელმაც მას მსოფლიო პოპულარობა და აღიარება მოუტანა, გოგონა შოუ-ბიზნესის ერთი - ერთი პოპულარული სახე უმოკლეს დროში გახდა.


image



სხვათა შორის, იმ დროს საბრინა სულ რაღაც 20 წლის გახლდათ, მაგრამ დრო გადის და წელს მომღერალი უკვე 55 წლის შესრულდა. ბევრს აინტერესებს, როგორ შეიცვალა მათი საყვარელი მომღერალი წლების განმავლობაში და რას საქმიანობას ის დღეს? მაგრამ მოდით ყველაფერს თანმიმდევრობით მივყვეთ.


image



საბრინა იტალიის ქალაქ გენუაში დაიბადა, რამდენიმე წლის შემდეგ კი ოჯახთან ერთად საცხოვრებლად სან - რემოში გადავიდა. 18 წლის ასაკში მან რამდენიმე იტალიურ სილამაზის კონკურსში გაიმარჯვა და "მის ლიგურია 1986"-ის ტიტულიც მოიპოვა. გოგონა იტალიის ერთ-ერთმა უმდიდრესმა ადამიანმა - ევროპაში ყველაზე დიდი კომერციული სატელევიზიო ქსელის მფლობელმა და იტალიის მინისტრთა საბჭოს მომავალმა თავმჯდომარემ სილვიო ბერლუსკონიმ შენიშნა, რომელმაც მას ტელევიზიაში მუშაობა შესთავაზა.


image


საბრინას კარიერამ აღმასვლა განიცადა, თუმცა გოგონა მომღერლობაზე ოცნებობდა, ამიტომ არჩევანი მან სწორედ ამ უკანასკნელის სასარგებლოდ გააკეთა. 1986 წელს მისი პირველი სინგლი "Sexy Girl"-ი გამოვიდა, წელიწადნახევრის შემდეგ დღის სინათლე კი უკვე მისმა მეორე ჰიტმა- "Boys"-მაც იხილა, რომელიც მისი სავიზიტო ბარათი გახდა და მას მსოფლიო პოპულარობა მოუტანა. საიდუმლო არ არის, რომ საბრინა ცნობილი თავისი ცეცხლოვანი სიმღერებისა და პროვოკაციული ნომრების წყალობით გახდა, ხოლო ვიდეორგოლში "Boys"-ი ის მაყურებლის წინაშე საერთოდ მოშიშვლებული მკერდით გამოჩნდა.


image



საბრინამ ნამდვილი ფურორი მოახდინა როცა სცენაზე ულტრამოკლე შორტებით გამოვიდა, ხოლო მისი ვიდეორგოლები მათაც კი უხერხულობის განცდას უქმნიდა, ვისთვისაც მოკრძალება საკმაოდ უცხო რამ იყო. 80-იანი წლების ბოლოს, მუსიკალური ხელოვნების სფეროში მიღწეული მიღწევებისთვის საბრინას "Festivalbar"-ზე საუკეთესო ევროპელი მომღერლის წოდება მიენიჭა, ხოლო მეორე ალბომის გამოსვლის შემდეგ მან სი სი კეტჩის მსგავსად სექს-სიმბოლოს ტიტულიც მოიპოვა.



image



წარმატებული კარიერის გარდა, ტემპერამენტიანი, შავგრემანი იტალიელი ყოველთვის ბობოქარი პირადი ცხოვრებითაც გამოირჩეოდა. თავდაპირველად მას მიაწერდნენ რომანს სილვიო ბერლუსკონისთან (სხვათა შორის, საბრინა თავისი წარმატების დიდ ნაწილს სწორედ მას უნდა უმადლოდეს), თუმცა მომღერალი ყოველმხრივ უარყოფდა გავრცელებულ ჭორებს და აცხადებდა, რომ ისინი მხოლოდ მეგობრები იყვნენ.


image


შემდეგ ცნობილი გახდა, რომ მის გამო ოჯახი კიდევ ერთმა გავლენიანმა იტალიელმა ენრიკო მონტიმაც დაანგრია, რომლისგანაც მომღერალს 2004 წელს ვაჟი შეეძინა. საბრინას მუსიკალური კარიერა 2014 წლამდე გაგრძელდა, სწორედ მაშინ გამოუშვა მომღერალმა თავისი ბოლო სინგლი.


image


2000-იანი წლების დასაწყისში საბრინა პრაქტიკულად ეკრანებიდან გაქრა, და მხოლოდ რამდენიმე წლის შემდეგ "Erase/ Rewind Official Remix"-ის ალბომის ჩაწერის შემდეგ დაბრუნდა. მან რამდენიმე ფილმში თამაშიც მოასწრო. მის ნამუშევრებს შორისაა - "Fratelli d'Italia", "Grandi magazzini", "Colori", "Film D" და სხვა.


image


საბრინა იტალიის ისტორიაში ყველაზე მდიდარ მომღერლად ითვლება. ის უკვე იშვიათად მართავს კონცერტებს, თუმცა ზოგჯერ სარეკლამო რგოლებში მონაწილეობს. მომღერლის შემოსავლის წყაროს მისი სარესტორნო ბიზნესი წარმოადგენს, არტისტი საკუთარი ბრენდის ქვეშ ასევე მოდურ ტანსაცმელსაც აწარმოებს. მის პირად ცხოვრებაში ყველაფერი იდეალურადაა. საბრინა უკვე წლებია კომპოზიტორ ენრიკო მონტიზეა დაქორწინებული, რომლისგანაც ერთადერთი ვაჟი ლუკა ჰყავს. 55 წლის ვარსკვლავი კვლავ იდეალურ ფიზიკურ ფორმაშია, რაშიც შეგიძლიათ თავადაც დარწმუნდეთ.


imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage









0
390
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
390