x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
დემნა გვასალიას დედა პოდიუმზე მოდელის როლში გამოვიდა
image

.

Balenciaga-ს გაზაფხული/ზაფხული 2024-ის ჩვენება საკმაოდ პომპეზურად და შეიძლება ითქვას, "ქართულად" გაიმართა. შოუს ლოკაცია მე-17 საუკუნის შენობა იყო პარიზში.

.


საკმაოდ შთამბეჭდავი იყო ჩვენებაზე დემნა გვასალიას დედის, ელას გამოჩენა მოდელის რანგში. შოუზე იყო დემნას მამაც. ასევე მონაწილეებს შორის იყო ქართველი მანეკენი საბა ბახია. შოუს ესწრებოდა ქართველი მომღერალი ლელა წურწუმია, რომელიც დიზაინერთან მივიდა, გაესაუბრა და ახლოს გაეცნო დემნას.

.

დე, ნას დედა სავარაუდოდ ციურიხში ცხოვრობს. აქვე ცხოვრობს თავად დემნაც.

.

დემნა გვასალიას ჩვენებაზე დედა პირველად გასულ წელსაც იმყოფებოდა. ეს მისი პირველი გამოჩენა იყო ჩვენებაზე. მის შესახებ ბევრი არაფერია ცნობილი. დემნას ბიოგრაფიაში ვკითხულობთ, რომ ის საქართველოში, 1981 წლის 25 მარტს ქართველი მამის და რუსი დედის ოჯახში დაიბადა.

.

Vetements-ი ერთ დროს ძმებმა ერთად დააარსეს. ახლა ამ ფირმის კრეატიული დირექტორი დემნა გვასალიას უმცროსი ძმა გურამია. 37 წლის დიზაინერმა The New York Times-თან ისაუბრა ძმასთან მეტოქეობაზე, მადონასთან თანამშრომლობაზე და კარიერულ ამბიციებზე.


გურამი ამბობს, რომ ბოლო ხუთი თვეა მუშაობს მადონასთან უახლესი ტურის კოსტიუმებზე, რომელიც ცოტა ხნით გადაიდო, რადგან მადონა საავადმყოფოში მოხვდა. გურამმა ერთობლივი ფოტოც გამოაქვეყნა სოციალურ ქსელში და დაწერა, რომ დიდ პატივად და პრივილეგიად მიაჩნია მისთვის კოსტიუმების შექმნა.

0
125
1-ს მოსწონს
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
125
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0