x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
დასჯას გადარჩენილი გერმანული ვერმახტის და ნაცისტური პარტიის შეიარაღებული ორგანიზაციის ყოფილი მებრძოლები
image
მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ძალიან ბევრი გერმანელი რიგითი და ოფიცერი სამხედრო გადაურჩა სამართლებრივ დევნას, დიდ ბრიტანეთში ოფიციალური სტატისტიკით თავშესაფარი მიიღო 25 000-ზე ოდნავ მეტმა გერმანული ვერმახტის და ნაცისტური პარტიის გასამხედროებული ორგანიზაცია "SS"-ის ჯარისკაცმა თუ ოფიცერმა და მათი ნაწილი დღემდე ცოცხალია და ბრიტანეთის მოქალაქის კუთვნილი პენსიით მშვიდად ცხოვრობს.


მართალია ბევრი არა, მაგრამ მსოფლიოს უამრავ ქვეყანაში თავშეფარებული ნაცისტები ცხოვრობენ, ზოგი საკუთარ ოჯახში, ზოგიც მოხუცთა თავშესაფრებში მშვიდად და კომფორტულად.


2019 წელს კანადაში მიაგნეს "ჰიტლერიუგენდის" ყოფილ მებრძოლს, რომელიც საკონცეტრაციო ბანაკში ებრაელებს ხვრეტდა. მოხუცი კანადიდან გერმანიაში იქნა დეპორტირებული, მაგრამ ის ციხეში არ ჩაუსვამთ ასაკის გამო და მოხუცთა თავშესაფარში გადაიყვანეს, სადაც სრულიად უსაფრთხოდ და მშვიდად, კომფორტულ პირობებში აგრძლებს ცხოვრებას.


არგენტინაშიც მთელი დასახლებაა დამარცხებული ნაცისტური გერმანიიდან გაქცეული გერმანელების და მათი შთამომავლების და მათ არავინ ეხება, რადგან არგენტინის მოქალაქები არიან, არგენტინა კი კანონმდებლობიდან გამომდინარე თავის მოქალაქეებს არ გადასცემს თუნდაც საერთაშორისო სასამართლოს.




როგორც ხედავთ კანადიდან დეპორტირებული ნაცისტი მოხუცი, კანადაშიც პოზიორობდა ნაცისტურ ფორმაში გამოწყობილი რამენიმე ყოფილ თანამებრძოლთან ერთად.


ვერმახტის და ნაცისტური პარტიის გასამხედროებული ორგანიზაციის "SS"-ის მებრძოლების დიდი ნაწილი ასაკის გამო ბუნებრივი სიკვდილით გარდაიცვალა, ნაწილიც ავადმყოფობით, ნაწილი კი დღემდე მშვიდად და კომფორტულად ცხოვრობს მოხუცთა სახლებში და თავს სრულიად უსაფრთხოდ გრძნობენ.

0
211
5-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
211