x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
10 გამოგონება, რომლებიც წარსულში პეროგრესად ითვლებოდა, დღს კი მეტად უცნაურად გამოიყურება

გავიხსენოთ წარსულის გამოგონებები, რომლებიც თავის დროზე, წარმოუდგენელ პროგრესად ითვლებოდა, ახლა კი, მეტად უცნაურად გამოიყურება:


პორტატიული რადიოტელეფონი – Motorollaimage


ეს, ნამდვილად უდიდესი პროგრესი იყო, ტელეფონ–ავტომატთან შედარებით, რომელიც გამუდმებით ფუჭდებოდა და მისი გამოყენებისთვის, ხურდა ფული იყო საჭირო. ათწლეულების მანძილზე, პროგრესი, მობილური ტელეფონების ზომის შემცირების მიმართულებით მიდიოდა. ხოლო ახლა, საპირისპირო მიმართულებით წავიდა — ახალი სმარტფონები, ყოველთვის უფრო დიდია, ვიდრე მისი წინამორბედი იყო.


ბორბალი, ერთდროულად შვიდი წიგნის კითხვისთვის
image


ელექტრონული «საკითხავების» გამოგონებამდე, რომელშიც ათასობით წიგნის წაკითხვა შეიძლება, ლიტერატურის მოყვარულებს მხოლოდ წიგნის საქაღალდე ვერსიის კითხვის შესაძლებლობა ჰქონდათ. ლიტერატურა კიდევ არაფერი, მაგრამ, თუ ადამიანი სამეცნიერო შრომაზე მუშაობდა, ერთდროულად რამდენიმე წიგნის წაკითხვა უწევდა, რაც ჩვეულებრივ მაგიდასთან, ძალიან მოუხერხებელი იყო. ამიტომ, ბიბლიოთეკარებმა სპეციალური ბორბალი გამოიგონეს, რომელიც მომხმარებელს, ერთდროულად, 7 წიგნის კითხვის საშუალებას აძლევდა.


პატარა ვიწრო ლიანდაგის მატარებელი
image


ეს ერთკაციანი მატარებელი ნიუ-იორკის ჰოლანდიის გვირაბში მოძრაობდა. საგზაო პოლიცია, მას სატრანსპორტო ნაკადის სიჩქარეზე დასაკვირვებლად იყენებდა, თან ყოველგვარი ხელშეშლის გარეშე. მოძრაობის წესის დამრღვევებს კი, პოლიციელი სწრაფად ეწეოდა და აჯარიმებდა. ახლა რა თქმა უნდა, ამ გვირაბში ვიდეოკამერებია დამონტაჟებული.


ავტომობილი Delahaye 175s Roadsterimage


ეს ავტომობილი 1940 წლის პარიზის ავტო გამოფენისთვის შეიქმნა და მხოლოდ ერთი ეგზემპლარის სახით არსებობს. ეს მეტად უჩვეულო დიზაინის ავტომობილი, დაიანა დორსის თაყვანისმცემელმა შეიძინა და მსახიობს აჩუქა.



Robo-Vac, თვითმავალი მტვერსასრუტიimage


ეს უცნაური მტვერსასრუტი «მომავლის – სასწაული სამზარეულოს» ერთ–ერთი ელემენტი იყო და ის Expo–სთვის (საერთაშორისო გამოფენა) 1959 წ. ამერიკულმა კომპანიამ Whirpool შექმნა. მომავლის სამზარეულოში ყველაფერი ფარული ბერკეტების სისტემის მეშვეობით იმართებოდა და კონტროლდებოდა.


ტელევიზორი Philco Predictaimage


ეს უცნაური დიზაინის მქონე ტელევიზორი, აშშ–ში 1958 წ. შექმნეს და თავის დროზე, ნამდვილი მიღწევად ითვლებოდა. CRT (მოწყობილობა, რომელიც ელექტრულ სიგნალს გამოსახულებად გარდაქმნის) ეკრანის უკან კი არ იყო, როგორც სხვა ტელევიზორებში, არამედ ცალკე ყუთში იყო ჩამონტაჟებული და ეკრანს მავთულებით უერთდებოდა. გარდა ამისა, ტელევიზორის მართვა, გარკვეული მანძილიდანაც შეიძლებოდა.


«მოხუცი ჯენტლმენი»image


ამ უჩვეულო კოსტიუმის დამზადების თარიღი 1860 წელია და ის შეიძლება ითქვას, რომ წყალგაუმტარი ჰიდრაკოსტიუმის წინამორბედია. მისი გამოყენებით, მშრალ დოკში შეყვანის გარეშე, გემის კორპუსის მდგომარეობას ამოწმებდნენ.


სარკინიგზო ცეპელინი (დირიჟაბლის სახეობა)image


XX საუკუნის დასაწყისი დიდი ტექნიკური ექსპერიმენტების პერიოდი იყო. ამ დროის ერთ-ერთი უცნაური პროდუქტს «სარკინიგზო ცეპელინი» წარმოადგენდა, რომელიც 40 მგზავრზე იყო გათვლილი. მიუხედავად იმისა, 200 კმ/სთ–მდე სიჩქარის განვითარება შეეძლო, მასობრივ წარმოებაში არ ჩაუშვეს, რადგან მან უსაფრთხოების ტესტი ვერ გაიარა.


«თხელი» ტელევიზორიimage


ეს პირველი «თხელი» ტელევიზორია, გადაცემების ჩაწერის ფუნქციით, რომლის საჯარო პრეზენტაცია აშშ–ში, 1961 წლის 21 ივნისს ჩატარდა. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ მაშინდელი ტექნოლოგია, 10 სმ–ს სისქის ტელევიზორის გაკეთების საშუალებას არ იძლეოდა და ეს სამომავლო გეგმების პრეზენტაცია უფრო იყო, ვიდრე რეალური ტექნოლოგიის. თუმცა, მაყურებლის აღფრთოვანება და გაოცება ნამდვილად გამოიწვია.


ძრავიანი გორგოლაჭები
image


ეს ფოტო კალიფორნიაში 1961 წელს არის გადაღებული. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ პირველი ძრავიანი გორგოლაჭები, ჯერ კიდევ 1912 წ. გამოჩნდა და ეს მხოლოდ პირველი ვერსიის გაუმჯობესებული ვარიანტია.


image

არხის სხვა სიახლეები:


* რისი გაკეთება უნდოდათ სტალინს და ჰიტლერს, გამარჯვების შემთხვევაში, ერთმანეთისთვის?

* ფოტოშოპის გარეშე – ეს მხოლოდ ოპტიკური ილუზიაა

* ძველი ბერძნები ინდოეთამდე რომ ჩასულიყვნენ, ეს ნაგებობა მსოფლიოს საოცრებათა სიაში იქნებოდა

* ხე თანამედროვე სამზარეულოს ინტერიერში – 35 კრეატიული იდეა



0
497
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
497
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0