x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
არანაირი "90-60-90": ვარსკვლავების სხეულის "არასრულყოფილი" ფორმები, რომლებზეც ყველა კაცი გიჟდება

image


ყოველგვარი "ოქროს კვეთის" ფორმულისა და გარკვეული სტანდარტების მიუხედავად, სილამაზის გაზომვა მაინც შეუძლებელია, რადგან შევთანხმდეთ რომ ყველაფერი მაინც შედარებითია. ზოგჯერ ადამიანები იმ ქალბატონების სხეულს თვლიან იდეალურად, რომლებიც 90-60-90 პარამეტრებისგან საკმაოდ შორს არიან, ისე, ყველაფერი ხომ საბოლოოდ მაინც გოგონას ქარიზმასა და მომხიბვლელობაზეა დამოკიდებული. მოდით, თვალი გადავავლოთ იმ ცნობილი ქალბატონების სხეულებს, რომელთა ფორმებიც ყველაზე ლამაზად იქნა აღიარებული.



სალმა ჰაიეკი


image


მექსიკელი მსახიობი არაერთხელ მოხვდა მსოფლიოს ყველაზე ლამაზი და სასურველი ქალების სიაში. მიუხედავად იმისა, რომ ლამაზმანი მაღალი არ გახლავთ და მისი ფიგურაც სილამაზის აღიარებული სტანდარტებისგანაც საკმაოდ შორს არის, მამაკაცები მასზე მაინც გიჟდებიან. მსახიობის არც თუ პატარა ასაკის მიუხედავად, ის საკუთარ თავს თამამი სამოსის ჩაცმის უფლებას აძლევს, "Desperado"-ს ვარსკვლავს განსაკუთრებით თავისი მაღალი და მკვრივი მკერდის საზოგადოებისთვის დემონსტრირება მოსწონს, რომლის მოცულობაც თითქმის 100 სმ-ს აღწევს.



კიმ კარდაშიანი


image


რეალითი შოუს "Keeping Up With The Kardashians-ის" ვარსკვლავი და კარდაშიანების კლანის ყველაზე პოპულარული და სკანდალური ქალბატონი ქირურგების დანის ქვეშ რეგულარულად წვება, რათა საკუთარი სხეული და სახე იდეალურ მდგომარეობამდე მიიყვანოს. მისთვის მნიშვნელოვანია მოსწონდეს საკუთარი თავი, და ასევე მისთვის მისაღებ სტანდარტებსაც შეესაბამებოდეს. სწორედ ამიტომ 160 სმ-ის სიმაღლის ვარსკვლავის მკერდის მოცულობა 97 სმ-ს, თეძოები კი - 110-ს აღწევს.თავისი ფუმფულა ფორმები არა მხოლოდ კიმს მოსწონს: გოგონას მთელს მსოფლიოში, მილიონობით გამომწერი ჰყავს, რომელთაგან უმრავლესობა სწორედ მის სტილს კოპირებს.




სკარლეტ იოჰანსონი


image


იოჰანსონს ჰოლივუდის ვარსკვლავებს შორის არა მხოლოდ ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ფიგურა აქვს, არამედ ის საკუთარი კოლეგებისგან საოცრად მიმზიდველი ხმის ტემბრითაც გამოირჩევა, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, სელებრითი საკუთარ თავს ლამაზად არ თვლის, თუმცა საკუთარ გარეგნობას სპეციფიკურად კი ნამდვილად მიიჩნევს, შეუძლებელია არ აღინიშნოს მსახიობის ულამაზესი, ფუმფულა მკერდი, ვიწრო წელი და სავსე ტუჩები.





კელი ბრუკი


image


უმშვენიერესი მოდელი და მსახიობი მიუხედავად იმისა, რომ სიგამხდრით არ გამოირჩევა, მის ფიგურას მსოფლიოში მაინც იდეალურად თვლიან. კელი ბრუკის "ქვიშის საათის" ფორმის სხეულზე მთელი მსოფლიოს მამაკაცები ოცნებობენ. მოდელი ასევე სხვა "ღირსებებითაც" გამოირჩევა, მას აქვს საკმაოდ დიდი მკერდი, ვიწრო წელი და მომრგვალებული თეძოები.





კამერონ დიასი


image

ჰოლივუდის ერთ-ერთ ყველაზე სექსუალურ მსახიობად აღიარებულ კამერონ დიასს თითქმის მოდელის გარეგნობა აქვს, 175 სმ სიმაღლის პარალელურად ლამაზმანს თითქმის 90-60-90 პარამეტრები, ქერა თმა, მომნუსხველი ცისფერი თვალები და წარმოუდგენლად მომხიბვლელი ღიმილი აქვს, რომელიც ყველა მამაკაცის მზერას პირველი ნახვისთანავე ატყვევებს.







0
300
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
300