x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
რატომ შეჭამა რობერტ ჯონსონმა სახალხოდ ერთი კალათა პომიდორი?

image

1820 წლის 26 სექტემბერს, პოლკოვნიკმა, ფერმერმა და მებაღემ რობერტ გიბონ ჯონსონმა გამოაცხადა, რომ ერთ კალათა პომიდორს საჯაროდ შეჭამდა სასამართლო შენობის წინ ქალაქ სალემში, (ნიუ ჯერსი, აშშ.)


უზარმაზარი ბრბო შეიკრიბა, რათა ენახათ როგორ დაიღუპებოდა პოლკოვნიკი მტანჯველი სიკვდილით. მაგრამ პოლკოვნიკი არათუ მოკვდა, არამედ შესანიშნავ განწყობაზე იყო, რამაც გააოცა ქალაქელები, რომლებმაც უკვე დაგეგმეს მისი დაკრძალვა.


მაშ, ასე როგორც ხედავთ დამტკიცება გახდა საჭირო, რომ პომიდორი ისეთივე ნატურალური უვნებელი და გემრიელი მცენარე იყო, როგორც სხვა მრავალი ბოსტნეული. ან როგორც მის სამშობლოში ამერიკაში ეძახიან-ტომატი- რომელივ ბიოლოგიურად კენკრაა, ძაღლყურძენასებრთა ოჯახიდან, თუმცა ყველა მიეჩვია და მას ბოსტნეულს უწოდებს. თანამედროვე სამზარეულო პომიდვრის გარეშე აშკარად არასრული იქნებოდა, თუმცა დაახლოებით 200 წლის წინ ევროპაში და როგორც ხედავთ, თვით მის სამშობლოში, ამერიკაშიც პომიდორის ჭამის ეშინოდათ და დეკორატიულ მცენარედ ზრდიდნენ.


1774 წელს დანიაში გამოქვეყნებულ წიგნში „მებაღეობის სრული გზამკვლევი“ ნათქვამია, რომ „მათი ნაყოფი უკიდურესად მავნეა, რადგან მისი შეჭმა გაგიჟებას იწვევს".


პომიდვრის არსებობის შესახებ ევროპელებმა პირველად ესპანელების ამერიკაში პირველი ვიზიტის დროს შეიტყვეს.. დიდი ხნის განმავლობაში პომიდორი შხამიან მცენარედ ითვლებოდა, როგორც ძაღლყურძენასებრის სხვა ბევრი წარმომადგენელი.


ამერიკაში წითელ ნაყოფს ტომატო ერქვა და ამ სახელით მე-16 საუკუნის დასაწყისში გადავიდა ესპანეთსა და პორტუგალიაში. იმავე საუკუნის ბოლოს ტომატი იტალიაში მოხვდა, რომელსაც პოეტური სახელი pomo d’oro (ოქროს ვაშლი) უწოდეს . შემდგომში „ოქროს ვაშლი“ გამოსცადეს ფრანგებმა, შემდეგ კი ბრიტანელებმა. თარგმანის უზუსტობის შედეგად, ახალი პროდუქტის ერთ-ერთმა „აღმომჩენმა“ მას დაარქვა სახელი pomo d’amore (სიყვარულის ვაშლი), რისთვისაც პომიდორს აფროდიზიაკის მიაწერდნენ ანუ ნივთიერება, რომელიც ასტიმულირებს ან აძლიერებენ სქესობრივ ლტოლვას.


პომიდვრის მასობრივი მოხმარება მხოლოდ საფრანგეთის რევოლუციის დროს დაიწყო. პომიდვრის წითელი ფერი ბრძოლის სიმბოლოდ იქცა და მყარად მოიკიდა ფეხი ფრანგულ სამზარეულოში. საფრანგეთის წარმატების შემდეგ, პომიდორი ჩრდილოეთით გადავიდა და დაიპყრო ბრიტანეთის კუნძულები, ცენტრალური ევროპა და რუსეთის იმპერია.


მაგრამ სანამ ევროპელებს ეჭვი ეპარებოდათ, ეჭამათ თუ არა, პომიდვრის სამშობლოში მუშავდებოდა პომიდვრის კომერციული გამოყენების ახალი რეცეპტები და მეთოდები.


შეერთებულ შტატებში პომიდორი მოჰყავდათ სამხრეთ კაროლინასა და ლუიზიანაში მე-18 საუკუნის პირველი ნახევრიდან და ამ საუკუნის შუა ხანებში პომიდორი წარმატებული კომერციული კულტურა გახდა სამხრეთ შტატებში.


აი ჩრდილოეთში პომიდორი დიდი ხნის განმავლობაში შხამიანად ითვლებოდა. ცნობილია შემთხვევა, როდესაც ვიღაც შეგზავნილმა მზარეულმა სცადა პრეზიდენტი ვაშინგტონის პომიდვრით მოწამვლა, რომელიც ჭამდა და თავის საქმეს ასრულებდა, ისე, რომ არ იცოდა ამერიკის მტრების „მზაკვრული გეგმების“ შესახებ.


დროთა განმავლობაში პომიდორი მოხვდა მსოფლიო ლიტერატურის ნაწარმოებებში, ხალხურ ზღაპრებსა და გამონათქვამებში.


ესპანეთში საფუძველი ჩაეყარა პომიდვრის ყოველწლიურ ფესტივალს La Tomatina - გადამწიფებული პომიდვრის ერთმანეთზე სროლა.

image

პომიდვრის ნაყოფი შეიცავს (%-ობით): მშრალ ნივთიერებას 4, 5-8, 1, მათ შორის შაქარს (მონოზებს) 50%, ორგანულ მჟავებს 3, 5-8, 5, ცელულოზას 0, 87-1, 7, პექტინოვან ნივთიერებას 0, 13-0, 23 და სხვა, აგრეთვე ნატრიუმს, კალიუმს, კალციუმს, მაგნიუმს, რკინას, სპილენძს, ფოსფორს, გოგირდს, ქლორს, მანგანუმს, B1, B2, PP, C ვიტამინებს, კაროტინს და სხვა ნივთიერებებს



1
354
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
354
  
2023, 28 სექტემბერი, 22:42
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სექსის გაცნობის საუკეთესო საიტზე --- www.Meetme.pw
0 1 1