x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
რატომ მიწერა ბრიჯიტ ბარდომ თბილისის მერს წერილი?
image


28 სექტემბერს დაიბადა ფრანგული კინოს ლეგენდა, ყოფილი მოდელი, მომღერალი და ცხოველთა უფლებების დამცველი, გასული საუკუნის მეორე ნახევრის სექს-სიმბოლო ბრიჯიტ ბარდო.



დღეს ერთ ფართო საზოგადოებისთვის უცნობ დეტალს გაგაცნობთ მსახიობის ცხოვრებიდან. 2011 წლის 7 ნოემბერს ბრიჯიტ ბარდომ ღია წერილით მიმართა ქ. თბილისის მერს გიგი უგულავას.


წერილი შეეხებოდა თბილისში მოხეტიალე ცხოველთა სისასტიკის აღმოფხვრას და ჰუმანური პროგრამების დანერგვის საკითხებს. წერილის ასლი გადაეგზავნა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეს ზაალ სამადაშვილს.



აი წერილის თარგმანის ასლი:


მსურს, გამოვხატო ჩემი ღრმა შეშფოთება საქართველოში, განსაკუთრებით კი, დედაქალაქ თბილისში, მოხეტიალე ცხოველებთან დაკავშირებული მდგომარეობის შესახებ. თბილისში ყოველწლიურად ათასობით ცხოველი იხოცება საშინელ პირობებში... მოხეტიალე ცხოველების ეს მასობრივი ხოცვა, რომელიც სახელმწიფო სახსრებით ფინანსდება, მხოლოდ ცხოველთა ზედმეტი პოპულაციის პრობლემის ეფექტს შეეხება ისე, რომ მის გამომწვევ მიზეზებს არ ებრძვის. ასე რომ, იგი უშედეგოა და არავითარ შემთხვევაში არ წარმოადგენს ცხოველთა პოპულაციის მართვის საშუალებას, როგორც ეს დადასტურდა მსოფლიოს სხვა ქვეყნებში. ეს არაადამიანური მეთოდები პირიქით – იწვევს ცხოველთა პოპულაციის დესტაბილიზაციას, მოხეტიალე ცხოველების რიცხვის ხელოვნურ ზრდას და ამ ცხოველების ნებისმიერ სანიტარიულ კონტროლს შეუძლებელს ხდის.

მტკიცედ ვგმობ ამ სასტიკ და, ამავე დროს, არაეფექტიან პრაქტიკას და მოგმართავთ თხოვნით, დაიწყოთ დიალოგი თქვენი ქვეყნის ასოციაციებსა და პროფესიონალებთან, რათა მაქსიმალურად სწრაფად განისაზღვროს თბილისში მოხეტიალე ცხოველების მართვის ცივილიზებული და მდგრადი პროგრამა, რომელიც რამდენიმე პრინციპზე იქნება დაფუძნებული:


-დაუყოვნებლივ შეწყდეს მოხეტიალე ცხოველების ხოცვა;


-ჩამოყალიბდეს ცხოველებთან მუშაობის სპეციალური ჯგუფი;


-გაიხსნას ცხოველთა თავშესაფარი, რომლის მართვაც არასამთავრობო ორგანიზაციებს დაევალება;


-დაინერგოს ვაქცინაციის, სტერილიზაცია-კასტრაციისა და დაჭერილი ცხოველების იდენტიფიცირების პროგრამა;


-საზოგადოების მგრძნობელობის ასამაღლებლად შემუშავდეს გარკვეული პროგრამები, რათა იდენტიფიცირებული ცხოველების შვილება ან თავისუფლებაში გაშვება გაადვილდეს;


დიდი იმედი მაქვს, რომ თბილისის მუნიციპალიტეტი შეძლებს, განახორციელოს ქალაქში მოხეტიალე ცხოველების პოპულაციის ეთიკური მართვა ადგილობრივ და საერთაშორისო ასოციაციებთან თანამშრომლობით და ცხოველთა დაცვის შესახებ საერთაშორისო კანონმდებლობის შესაბამისად“,



0
103
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
103
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0