x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"დღეს დაუჯეტებელი ამბები მოვისმინე... ამას არ შეგარჩენთ!"- ვის მიმართავს ბაია პატარაია

image


უფლებადამცველი ბაია პატარაია "ფეისბუქის" პირად გვერდზე ერთი გასაოცარი ისტორიის შესახებ წერს და საქმესთან კავშირში მყოფ რამდენიმე სამართალდამცველს არასათანადო ქმედებაში ამხელს:


"დღეს პირადად შევხვდი იმ ორ გოგოს და დაუჯეტებელი ამბები მოვისმინე. კაცი რომელიც უამრავ აეასრულწლოვან გოგოს აიძულებს სქესობრივ კავშირებს, აძალებს ნარკოტიკებს, მუდმივად აშანტაჟებს, ატერირებს და აუპატიურებს პოლიციამ ელ. სამაჯურით გაუშვა გარეთ, რომ კარგად შეძლოს მტკიცებულებების განადგურება.


ასეთი უპასუხისმგებლო პოლიციელები იშვიათად შემხვედრია პრაქტიკაში: ერთ გაუპატიურებულ გოგოს უთხრეს, ბევრი საქმე გვაქვს და მერე გამოგკითხავთო, და არ დაიწყეს გამოძიება, მაშინ როცა ამ გოგოს აქვს სასწაული ვიდეო მასალა და სქრინები. უყივირეს გოგოებს, როცა ამათ პრეტენზია გამოხატეს. რა საქმე გქონდათ ამაზე მნიშვნელივანი? მეტი კი არაფერია გენდერული დისკრიმინაცია?!

ერთ გაუპატიურებულს ეკითხებოდნენ საძაგლობებს: მაგალითად, მოდუნდა თუ არა გაუპატოურების დროს. რა შეკითხვაა ეს??? 19 სექტემბერს იყვნენ პოლიციაში და რა რიცხვია დღეს? 26!


კიდე არაა დაკავებული ის დამპალი ტრეფიკიორი მოძალადე, კიდე გვახვეწნინებს შსს და პროკურატურა, რომ გამოძიება საქალაქოს გადასცენ, რომ სხვა, ნორმალურ და დატრენინგებულ ქალ გამომძიებელთან მოვხვდეთ როგორმე.

ამას არ შეგარჩენთ!"- წერს ბაია პატარაია სოციალურ ქსელში.











0
766
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
766