x
image
მანანა თურმანიძე
სანტა კლაუსად წოდებული წმ. ნიკოლოზ სასწაულმოქმედის რეალური სახე და მისგან მდინარი წმინდა სითხე
image

განვითარებული ტექნოლოგიების წყალობით ბევრი რამ, რაც დაფარული იყო ადამიანის ცნობიერებისათვის, გაცხადდა. თანამედროვე სასამართლო რეკონსტრუქციის წყალობით აღადგინეს არაერთი ცნობილი, ისტორიული პირის, ხელოვნების თუ საზოგადო მოღვაწის ნამდვილი სახე. მათ შორის წმ. ნიკოლოზ სასწაულმოქმედის ნეშტიდან აღდგენილია მისი ნამდვილი სახე. დღეს შესაძლებლობა გვეძლევა შევადარაოთ, თუ რამდენად ემთხვევა წმინდა ნიკოლოზის ხატმწერების მიერ საუკუნეების განმავლობაში შექმნილ და გადმოცემულ ტრადიციულ გამოსახულებებს მისი რეალური სახე. შესაძლოა, ორიგინალური ხატების შემქმნელი ხატმწერები იცნობდნენ წმ. ნიკოლოზს და მისი ხატები მისი გონივრული გამოსახულებები იყო.


Images of six St Nicholas faces


ზემოთხსენებული პროექტის შედეგად გამოვლენილია ბერძენი მამაკაცის გამოსახულება, რომელიც ცხოვრობდა მცირე აზიაში (საბერძნეთის ბიზანტიის იმპერიის ნაწილი), დაახლოებით 60 წლის, 5 ფუტის 6 ინჩის სიმაღლის, რომელსაც ჰქონდა მძიმე ყბა და გატეხილი ცხვირი.


წმინდა ნიკოლოზის ცხოვრების შესახებ ისტორიული წყაროებიდან ცოტა რამის გაგება შეიძლება. წერილობითი წყარო, რომელიც, შეიძლებოდა თავად წმ. ნიკოლოზს დაეწერა, შემორჩენილი არაა და მისი თანამედროვე არცერთი ჟამთააღმწერელი მას არ იხსენიებს. ეს არცაა გასაკვირი, რადგანაც წმინდა ნიკოლოზი რომის ისტორიის განსაკუთრებით მღელვარე პერიოდში, დიოკლეტიანეს მმართველობის დროს ცხოვრობდა. ალბათ სწორედ ამას უნდა მიეწეროს ფაქტი, რომ მის გამოსახულებას ცხვირი გატეხილი აღმოაჩნდა. სავარაუდოა, რომ იმპერატორ დიოკლეტიანეს მმართველობის ქვეშ მძიმე ყოფაში მყოფი ქრისტიანების დევნის დროს გაუტეხეს ცხვირი, ციხეში წამებისას.



წმინდა ნიკოლოზის ცხედარი - წმინდანისა, რომელზეც დაფუძნებულია სანტა კლაუსის ლეგენდა - განისვენებს ქალქ ბარის წმ. ნიკოლოზის ბაზილიკაში, იტალიაში. ეკლესია ირწმუნება, რომ წმინდანის ძვლები გამოყოფს ტკბილ სურნელოვან წყალს, რომელსაც მანანას, ანუ მირონს უწოდებენ. წელიწადში ერთხელ, ყოველ 9 მაისს, საღამოს, მღვდელმსახურები მისი ქვის სარკოფაგიდან ამ სითხეს იღებენ მცირე რაოდენობით, რომელიც, როგორც ამბობენ, სამკურნალო ძალას შეიცავს. მას განაზავებენ ნაკურთხ წყალში და მისი შეძენა პატარა ბოთლებით შესაძლებელია ტაძრის საჩუქრების მაღაზიაში.



ამ ფენომენის ახსნა ადვილი არ არის. წყლის შეღწევა ძვალსალაგში გარედან აბსოლუტურად გამორიცხულია, ვინაიდან დადასტურებულია, რომ სარკოფაგი წმინდანის ძვლებით შეუღწევადია. აღნიშნული წმინდა სითხე ცნობილია მისი მეშვეობით აღსრულებული სასწაულების წყალობით.



1954-დან 1957 წლებში ეჭვქვეშ დადგა ამ სასწაულმოქმედი სითხის ავთენტურობა. 1954 წელს, სარემონტო სამუშაოების გამო, საფლავი გაიხსნა და ძვლები ამოაბრძანეს, მოათავსეს ძვალსალაგში. განძის დარბაზში, წმინდა ბაზილიკაში, იგი გამოფენილი იყო თაყვანისმცემელთათვის, სადაც დარჩა სამი წლის განმავლობაში. მაშინ თვითმხილველებმა შენიშნეს, რომ ძვლები გარკვეულ სითხეს „გამოყოფდნენ“; ერთ დღეს, როდესაც წმინდა ნიკოლოზის ნეშტი საფლავში ხელახლა დაკრძალეს, ქსოვილი, რომელზეც სიწმინდეები იყო დაბრძანებული საფუძვლიანად სველი აღმოჩნდა. აღნიშნული ქსოვილი ინახება, როგორც წმინდა რელიქვია.



1980 წლიდან ამ რელიქვიის ოფიციალურად მოიპოვება ყოველ 9 მაისს ხდება, წმინდანის ადრინდელი ადგილსამყოფელიდან - მირადან (თურქეთი), ბარში (იტალია) გადაბრძანების დღესასწაულზე. სამოქალაქო ხელისუფლება, სასულიერო პირები და მორწმუნეები ესწრებიან ამ ცერემონიალს. ევქარისტიის საზეიმო ზეიმის შემდეგ ეპისკოპოსი აკურთხებს, რის შემდეგაც მორწმუნეთა აღელვებულ მრევლს საშუალება ეძლევა ემთხვიოს ბროლის ჭურჭლით ახლად ამოღებული ძვირფას სითხეს. წმინდა სითხის ყოველწლიური მოპოვების მოცულობა არ აღემატება დაახლოებით 50 მლ.



მომცრო ბოთლებში შენახულ ამ სითხეს სვამენ ან ასხურებენ სხეულის დაავადებულ ნაწილზე. ოჯახები, ძველი ტრადიციის მიხედვით, ინახავდნენ მას, როგორც რელიქვიას პატარა ბოთლებში, რომლებიც მორთული იყო ადგილობრივი მხატვრების მიერ და ასახავდა ეპიზოდებს წმინდანის ცხოვრებიდან, მისი სასწაულებიდან და მფარველობის ისტორიებიდან. ეს ბოთლები ძალიან ღირებულია, როგორც რელიგიური თაყვანისმცემლობის, ასევე კულტურული და მხატვრული მემკვიდრეობის თვალსაზრისით. ამ წმინდა სითხის გამოყენება იმედისა და ჯანმრთელობის წყაროა ღვთისმოსავი მრევლისთვის, მათთვის, ვინც ღმერთს ნდობითა და ჭეშმარიტი ერთგულებით ემორჩილება, ითხოვს წმინდანის შუამავლობას, შემწეობას და დაცვას. ამ სითხის სასწაულმოქმედი სათნოებებისადმი მიმართვა ნებისმიერ შემთხვევაში არის გამოხატულება ძლიერი ქრისტიანული რწმენის და მისგან მომდინარე კეთილი სასწაულების მტკიცებულებას აღნიშნავს. წმინდანის ნაწილები და მისი წმინდა სითხე, წმ. ნიკოლოზის უნიკალური რელიქვია, არის მორწმუნეთათვის სულიერი დახმარება, აცოცხლებს რწმენას და ეხმარება ყველას ადამიანური სისუსტეების დაძლევაში.





წყარო:

0
132
1-ს მოსწონს
ავტორი:მანანა თურმანიძე
მანანა თურმანიძე
132
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0