x
image
ქეთი1988
Mediator image
თამბაქოს ეფექტი ტყუპებზე- ნახეთ, რა გარეგანი განსხვავებებია მწეველ და არამწეველ ტყუპებს შორის

ყველამ ვიცით, რომ მოწევა საზიანოა. მიუხედავად ამისა, ბევრი აგრძელებს სიგარეტის მოხმარებას. და ყველა არგუმენტს, როგორიცაა: „უფრო ადრე დაბერდები“, „კანი უფრო სწრაფად დაგიზიანდება“ და ა.შ., ჩვეულებრივ, სარკაზმით პასუხობენ. ამიტომაც, ტყუპების ამ ფოტოებმა მაინც უნდა დაარწმუნოს ზოგიერთი ადამიანი. ამ სურათებზე ხედავთ ტყუპებს, რომელთაგან ერთი ეწევა და მეორე არა. განსხვავება შესამჩნევია, განსაკუთრებით ტუჩის არეში.

1. როდესაც ეწევით, ეპიდერმისის კაპილარები ვიწროვდება. სისხლის ნაკადის დაქვეითება ხელს უშლის საკმარისი რაოდენობით ჟანგბადს და საკვებ ნივთიერებებს თქვენს კანზე მოხვედრაში. ფოტოზე: მარჯვნივ ტყუპისცალი და ეწევა, მარცხნივ - არა.image

2. ნიკოტინი ასევე აზიანებს კოლაგენს და კანის ელასტიურობას, რის შედეგადაც ნაოჭები უფრო სწრაფად წარმოიქმნება და კანი იწელება. ფოტოზე: მარცხნივ მყოფი ქალი 17 წლით მეტ ხანს ეწევა, ვიდრე მისი ტყუპი და.image

3. სიგარეტის კვამლი მწეველებს შუბლის შეკვრას აიძულებს, ხოლო მოწევის პროცესი თავისთავად აისახება პირის ღრუს კანზე, სადაც მწეველებს უმთავრესად უჩნდებათ ნაოჭები. ფოტოზე: ორივე ტყუპი ეწევა, მაგრამ მარჯვნივ ასახულმა ტყუპმა მოწევა თავის ძმზე 14 წლით ადრე დაიწყო.image

4. C ვიტამინის შემცირებამ მოწევის გამო, შეიძლება გამოიწვიოს კანის ნაცრისფერი ელფერი. სხვათა შორის, სახე არ არის სხეულის ერთადერთი ნაწილი, რომელიც იტანჯება მოწევისგან. ფოტოზე: მარჯვნივ არის მწეველი 29 წლიანი გამოცდილებით. მარცხნივ ტყუპი არ ეწევა.image

0
140
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
140
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0