x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ოკეანეში ნაპოვნი ქალის უცნაური ისტორია

დრო უსაზღვრო და იდუმალი ფენომენია და მისი ყველა საიდუმლოს ამოხსნა შეუძლებელია. მასთან დაკავშირებული ბევრი რამ, ჯერ კიდევ ჩვენი შემეცნების და აღქმის შესაძლებლობების მიღმა რჩება, ისევე როგორც ამ ისტორიის არსი:


image


1990 წ. მსოფლიო პრესამ, სენსაციური ახალი ამბით, საზოგადოება, ფაქტობრივად, ააფეთქა... ამ წლის 24 სექტემბერს, ნორვეგიული თევზსარეწი გემის კაპიტანმა კარლ იორგენ ჰასმა, როდესაც პორტში ბრუნდებოდა, აისბერგზე ბინოკლში, შავი ლაქა შენიშნა და კურსი პირდაპირ მისკენ აიღო. აისბერგთან ახლოს რომ მოვიდნენ, მეთევზეებმა მასზე მდგარი გოგონა დაინახეს და გემზე გადმოიყვანეს. მას 20-იანი წლების სამოსი ეცვა და ამტკიცებდა, რომ «ტიტანიკის» მგზავრი იყო. მტკიცებულებად კი, ხელჩანთიდან გემის ბილეთი ამოიღო... თან სხვა მგზავრების ბედსაც ძალიან განიცდიდა.

გოგონა ოსლოში ჩაიყვანეს და გამოძიება დაიწყო. ექიმების დასკვნით, ის სრულ ჭკუაზე იყო. უფრო მეტიც, — «ტიტანიკის» მგზავრების სიაში, მისი სახელი და გვარი, ხოლო არქივში, ფოტოსურათი აღმოაჩინეს, რომელიც ლაინერის გამგზავრებამდე, ცოტა ხნით ადრე იყო გადაღებული. გოგონას ვინი კოუსტი ერქვა და ის, 80 წლის მანძილზე, სრულიად არ იყო შეცვლილი.


image


«ის ძალიან აღელვებული იყო და დროდადრო ისტერიკაში ვარდებოდა. თვლიდა, რომ კატასტროფის შემდეგ, მხოლოდ 1 დღე იყო გასული და რომ 1912 წლის 15 აპრილი იყო» — მოახსენა ხელმძღვანელობას თევზსარეწი გემის კაპიტანმა.

ექიმების დასკვნის მიუხედავად, «ტიტანიკის» გადარჩენილი მგზავრი ფსიქიატრიულ კლინიკაში მოათავსეს და თითქმის, 10 წლის მანძილზე, მას ფსიქიატრი დჯი ჰოლანდი და კიდევ 27 მედიკოსი და მეცნიერი აკვირდებოდა. ქალი სწრაფად ბერდებოდა და მისი გადარჩენიდან, 12 წლის შემდეგ, გარდაიცვალა.

ამასთან, შეუძლებელი იყო ვინი კოუსტის ისტორიის გონივრული და ლოგიკური ახსნა. შესაბამისად, ერთადერთი დასკვნა, რაზეც მკვლევართა ჯგუფი შეთანხმდა, ის იყო, რომ ვინი რაღაც, დროის მიღმა მდგომარეობაში იმყოფებოდა, რომელშიც მას 78 წელი, ერთ დღედ მოეჩვენა.


image


P. S. 1991 წელს, დაახლოებით, იგივე ადგილზე, სადაც ვინი კოუსტი ნახეს, ხანდაზმული მამაკაცი გადაარჩინეს, რომელიც აცხადებდა, რომ «ტიტანიკის» კაპიტანი იყო. როგორც კი ნავსადგურში მივიდნენ, მისი თითის ანაბეჭდები, არქივში დაცულ, კაპიტანი სმიტის ანაბეჭდებს შეადარეს და აღმოჩნდა რომ... მამაკაცი არ ტყუოდა — ანაბეჭდები იდენტური იყო!

1994 წელს თევზსარეწი გემის ეკიპაჟმა, ლაინერის კატასტროფის ადგილზე, ტალღებზე მოტივტივე სამაშველო რგოლი შენიშნეს და როდესაც ახლოს მივიდნენ, ნახეს, რომ მასზე 10 თვის გოგონა იყო მიბმული. ხოლო, რგოლს — «ტიტანიკი» ეწერა. მოგვიანებით გაირკვა, რომ ტიტანიკის მგზავრებს შორის, ჩვილიც იყო.

«მე შევეცდები აგიხსნათ, თუ რა ხდება. თუმცა, ეს საღ აზრს ეწინააღმდეგება, რადგან ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ პლანეტის ამ ნაწილში, დრომ მნიშვნელობა დაკარგა — ადამიანები, რომლებიც, ჯერ კიდევ 1912 წელს გაქრნენ, ისეთები ჩნდებიან, როგორიც კატასტროფის მომენტში იყვნენ. მიუხედავად იმისა, რომ მას შემდეგ, არაერთი ათწლეული გავიდა. ვფიქრობ, რომ, «ტიტანიკი» და მისი მგზავრები, დროის ხაფანგის მაგვარ რაღაცაში მოხვდნენ...» — განუცხადა ჟურნალისტებს, ოსლოში გამართულ პრესკონფერენციაზე, ოკეანეების ცნობილმა მკვლევარმა მალვინ იდლანდმა.

ინფორმაცია ამ მოვლენების შესახებ, ბრიტანულ პრესაში გავრცელდა და მტკიცებულების სახით, არანაირი საბუთი არ არსებობს. თუმცა, არც მისი სრულად უარყოფა შეიძლება.


image

არხის სხვა სიახლეები:


* წარმოუდგენელია – თურქეთში რომაული ციხე-სიმაგრის გათხრისას, აშშ–ს საგერბო ბეჭედი აღმოაჩინეს

* 15 არტეფაქტი, რომელიც საუკუნეების მანძილზე აღფრთოვანებას იწვევს

* ერთი ერთში – ვარსკვლავები და მათი შვილები, ერთ ასაკში

* ხე თანამედროვე სამზარეულოს ინტერიერში – 35 კრეატიული იდეა



0
420
შეფასება არ არის
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
420
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0