x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"ასე რომ, შეეგუეთ და ნუ მოთქვამთ დიქტატურაზე..."- რას წერს თამარ ივერი

image


ოპერის მომღერალი თამარ ივერი სოციალურ ქსელში გავრცელებულ ქართული ეროვნული ბალეტის – "სუხიშვილების" რეპეტეციის კადრებს "ფეისბუქის" პირად გვერდზე ეხმაურება და ნინო სუხიშვილს სრულ სოლიდარობასა და მხარდაჭერას უცხადებს:


"უმაგრესი ხარ ნინო!! ასეა, სიმკაცრეში და დისციპლინაში იდება დიდი შედეგები! მახსოვს, მეც "ქართული დისციპლინით" ჩავედი თავიდან ევროპის თეატრებში...რეპეტიციებზე ვაგვიანებდი, რა ტემპშიც მინდოდა ისე ვმღეროდი, როგორც მე მინდოდა სცენაზე ისე ვიცვამდი, დირიჟორის მოთხოვნებს ერთი ყურიდან მეორეში ვუშვებდი და ...მათი უკომპრომისო სიმკაცრით(მახსოვს დარბაზის კარებიც ჩამიკეტეს მხოლოდ 5 წუთი რეპეტიციაზე რომ დავაგვიანე) და 2-3 თვეში უკვე, მოწოდების სიმაღლეზე ვიდექი!!! რატომ იყვნენ სპარტანელები ყველაზე მაგრები და ამტანები?...სწორედ მათი სასწაულად გამორჩეული დისციპლინის გამო!


რომ, შეეგუეთ და ნუ მოთქვამთ დიქტატურაზე...დიდი საქმეები სწორედ ასეთი მიდგომით მიიღწევა. რომ ხართ აღფრთოვანებული დიდი სპორტსმენების და ხელოვანების მიღწევების ყურებით...იქ ისიც იცოდეთ რომ ყოველ მათგანს ოდესღაც მისი "ნინო სუხიშვილი" ჰყავდა ზედამხედველად!! Sukhishvili Nino"- წერს თამარ ივერი სოციალურ ქსელში.



შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, სოციალურ ქსელში ანსამბლმა "სუხიშვილებმა" რეპეტიციაზე გადაღებული კადრები გაავრცელა, სადაც ანსამბლის ხელმძღვანელი ნინო სუხიშვილი მოცეკვავეებს მიმართავს. ვიდეომ "ფეისბუქის" მომხმარებლებში არაერთგვაროვანი შეფასებები გამოიწვია, საზოგადოების ნაწილმა ნინო სუხიშვილის მიმართვის ტონი გააკრიტიკა.










0
114
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
114