x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
და უცებ დაცხა: წარსულის 10 საოცარი ლამაზმანი, რომელიც გულს აგიჩქარებთ

image


მოსაზრება რომ თითქოს ადამიანები ადრე უფრო მოკრძალებულები და ჩაკეტილები იყვნენ - მცდარია, არსებობს ისეთი რარიტეტული ფოტოები, რომლებიც წარსულის ეპოქას სრულიად ახლებურად წარმოაჩენს და ამაში თავადაც დარწმუნდებით თუ ქვემოთ მოცემულ ფოტოებს თვალს გადაავლებთ. თქვენ წინაშეა სხვადასხვა წლებში გადაღებული მშვენიერი ქალბატონების თამამი ფოტოები, რომლებიც გულგრილს ვერცერთ თქვენგანს ვერ დატოვებს.



image



ასე გამოიყურებოდნენ სილამაზის პირველი კონკურსის "მის სსრკ"-ას მონაწილეები. ყველაზე ლამაზი ქალის გამოსავლენად გამართული შოუ პირველად რევოლუციის შემდეგ, 1988 წელს ჩატარდა. ზოგიერთი მონაწილის კოსტიუმი თავისი სითამამით დღესაც კი გვაოცებს.


image



სცენა ყოველთვის ითხოვს განსაკუთრებულ ეპატაჟს. არტისტები კი პუბლიკის ყურადღებას რაიმე სახით ყოველთვის იპყრობდნენ. სხვათა შორის, ასეთ ფორმაში სცენაზე გამოსვლას ახლაც კი ბევრი ნამდვილად ვერ გარისკავდა.

image



ასეთი რამ შეიძლება ნებისმიერს შემთხვეოდა, თუმცა ფოტოგრაფები ასეთ შემთხვევებში როგორც წესი, გვერდით არ არიან. ძნელია იმის თქმა ეს ფოტო დადგმულია თუ არა, მაგრამ თუ დადგმულია, მაშინ კადრში მყოფი გოგონა მართლაც რომ შესანიშნავი მსახიობია.

image


ფოტო 1957 წელს არის გადაღებული. ლეგენდარულ ჯეინ მენსფილდს თავისი ფორმების არასდროს რცხვენოდა, ხოლო მსგავსი კაბის ჩაცმას დღესაც კი ყველა ვერ გაბედავს. საინტერესოა, ლამაზმანი კამერის წინ პოზირებდა თუ ფოტოგრაფს ბედნიერი შემთხვევის წყალობით უბრალოდ გაუმართლა ლეგენდარული მსახიობის ამ რაკურსით გადაღება.

image



მარტო შეხედეთ ამ ლამაზმანებს, რომლებსაც საცურაო კოსტიუმებში სხეულის ღირსებების წარმოჩენა საერთოდ არ რცხვენიათ.




image


შვედი მოდელის ბეტი ბიურსტრომის პროვოკაციული ფოტო, რომელიც ბევრს ხშირად მერლინ მონროშიც კი ერეოდა. ფოტო 1947 წლით თარიღდება.



image


პრეზიდენტ დუაიტ ეიზენჰაუერს ინაუგურაციის შემდეგ ტეხასელი მოცეკვავეები კანკანის ტრადიციული მოძრაობებით შეხვდნენ. არ გეჩვენებათ 1953 წლისთვის ეს ყოველივე ზღვარგადასულ სითამამედ?



image



მშვენიერი მერლინ მონროს მრავალრიცხოვანი ფოტოსესიებიდან ერთ-ერთი, ძვირადღირებული მანქანა, შესანიშნავი ხედები და ქალი ბიკინებში, მოკლედ ყველაფერი კლასიკის ჟანრის სტანდარტების შესაბამისად.


image


ეს არც საჯარო გაშოლტვა და არც ბრიტანელი მწერლის ე.ლ. ჯეიმზის რომანის "გრეის 50 ელფერის" წიგნისთვის შექმნილი ილუსტრაცია გახლავთ. ამ ფოტოზე მე-19 საუკუნის ბოლო პერიოდის ექიმი და მისი პაციენტია აღბეჭდილი, რომელიც სქოლიოზის მკურნალობის სეანსზე იმყოფება, თუმცა რისთვის იყო საჭირო გოგონასთვის სამოსის გახდა, ეს კი ნამდვილად გაუგებარია.


image



ჩვენს დროშიც კი, ყველა მთლიანი სხეულის ტატუთი მოხატვას ვერ გარისკავს. ამ გოგონამ კი ამის გაკეთება 1907 წელს გაბედა, და თუ მისი სახის გამომეტყველებით ვიმსჯელებთ ამას არც ნანობს.








0
341
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
341