x
image
თამილა გურაშვილი
Mediator image
ვიდეო:გვიპტის პოპულარულ კურორტზე ზვიგენი თავს დაესხა ტურისტს

image

ეგვიპტეში პოპულარულ კურორტ დაჰაბში უბედური შემთხვევა მოხდა. გოგონა წყალში ბანაობდა, როცა მას ზვიგენი დაესხა თავს. ამის შესახებ ეგვიპტური გამოცემა Elmanshar იტყობინება.


ადგილობრივი მეთევზეები ზვიგენის ჰარპუნით(სატყორცნი ბარჯი) დაჭერას ორი საათის განმავლობაში ცდილობდნენ, მაგრამ უშედეგოდ.


შემთხვევა აქაბას ყურის წყლებში მოხდა. გოგონა ცურავდა და ზვიგენი შეამჩნია, თუმცა, მასზე დროული რეაქცია არ მოუხდენია, რადგან თვითმხილველების თქმით, ის თინუსში(თევზი სკუმბრიასებრთა ოჯახის) აერია.





"მტაცებელი ზვიგენი თავს დაესხა ადამიანს. დაზარალებული გადაიყვანეს საავადმყოფოში, სადაც მას ხელის ამპუტაცია მოუწია. თავდასხმის დროს მაშველებმა სცადეს მტაცებლის აყვანა ჰარპუნით, მაგრამ უშედეგოდ." - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.



გამოქვეყნებულ კადრებში ჩანს, რომ უგონო მსხვერპლი სასტუმროს მუშებს სანაპიროდან გაყავთ.


თავდასხმის შემდეგ ადგილობრივი მეთევზეები ჰარპუნებიანი ნავებით მისდევდნენ ზვიგენს დაახლოებით ორი საათის განმავლობაში, მაგრამ ვერ დაიჭირეს.



0
138
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
138
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0