x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
გარდაიცვალა ლეგენდარული საბჭოთა მანქანის "ВАЗ-2101"-ის "მამა" დიმიტრი ავდესნიაკი


image
საბჭოთა ავტომწარმოება არასდროს გამოირჩეოდა წარმატებული მანქანებით, განსაკუთრებით სამამულო წარმოების მანქანებით უიშვიათესი გამონაკლისების გარდა.
85 წლის ასაკში გარდაიცვალა საბჭოთა ავტოწარმოების ლეგენდარული ინჟინერი, რომელმაც იტალიურ "Fiat-124"-ს ახალი სული შთაბერა და შექმნა მართალია ნაკლებად კომფორტული, მაგრამ ძალიან უბრალო, ადვილად მომსახურებადი, საიმედო და გამძლე მანქანა "ВАЗ-2101", ეგრეთ წოდებული "კაპეიკა".
ინჟინერმა მუშაობა უმაღლესი განათლების მიღების შემდეგ ტექნოლოგად დაიწყო ავტოკომპანია "ГАЗ"-ში, თუმცა ტოლიატში ავტომწარმოებელი კონცერნის ამუშავებისთანავე გადაყვანილ იქნა იქ საკონსტრუქტორო ბიუროში, სადაც ათწლეულების მანძილზე იმუშავა წამყვან პოზიციებზე.
კონცერნმა "ВАЗ"-მა (ვოლჟსკის ავტოქარხანა) მთელი თავისი არსებობის მანძილზე სულ გამოუშვა ტოლიატის ავტომწარმოებელი ქარხნის კონვეიერებიდან 4 846 900-ი ერთეული მსუბუქი მანქანა "ВАЗ-2101".

როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს, ეს ნახევარ საუკუნოვანი მანქანები დღემდე დადიან ყოფილი საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში შემავალი უკვე დამოუკიდებელი სახელმწიფოების გზებზე, მათ შორის საქართველოშიც.

ვიდეო აღნიშნულ მანქანაზე, რომელიც 12 წლის წინაა გადაღებული.

0
324
4-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
324