x
image
Yoona
10 მაგარი ხრიკი კინოდან, რომელიც მყისვე ამარტივებს ჩვენს ცხოვრებას
ფილმების და სერიალების ყურება შეიძლება იყოს არა მხოლოდ სასიამოვნო, არამედ სასარგებლო.


image

სცენარისტები თავიანთ ნამუშევრებში ხშირად ტოვებენ შესანიშნავ რჩევებს ყველა შემთხვევისთვის, რომელთა გამოყენებაც მარტივია. მაგალითად, როგორ შეინარჩუნოთ ქიმიურად დახვეული თმა და არ გააფუჭოთ სამზარეულოს დანა.


როგორ არ იტიროთ, სანამ ხახვს ჭრით

image


ფილმში „მოსამსახურე“ ემა სტოუნის პერსონაჟი არკვევს, როგორ დაჭრას ხახვი ცრემლების ღვრის გარეშე. საკმარისია, რომ აუნთებელი ასანთის ღერი კბილებს შორის ჩაიდოთ. უცნაურია, მაგრამ მეთოდი მუშაობს. ითვლება, რომ ასანთის თავს შეუძლია ხახვის დაჭრისას გამოთავისუფლებული გოგირდის ნაერთების შთანთქმა. სწორედ ეს ნივთიერება გვატირებს.


როგორ განვაახლოთ ძველი კაბა

image

ბრი ვან დე კამპმა „სასოწარკვეთილი დიასახლისებიდან“ მაყურებელს აჩვენა, როგორ შეიძლება მოსაწყენი დახურული კაბის მყისიერად გარდაქმნა. უბრალოდ უკუღმა ჩაიცვა და ჭრილი ზურგზე განსაცვიფრებელ დეკოლტედ გადაიქცა. შედეგად, ბრიმმა ახალი კაბა ერთ წუთში მიიღო – ზუსტად ამდენი დრო დასჭირდა ტანსაცმლის გამოცვლას.


როგორ განვსაზღვროთ ფეხსაცმლის ზომა დამატებითი მოწყობილობის გარეშე

image

ფილმში „ლამაზმანი“ ჯულია რობერტსის გმირმა გადაწყვიტა თავის საყვარელ ადამიანს გაუზიაროს საიდუმლო, როგორ იყიდოს ფეხსაცმელი მოზომვის გარეშე. მან აღნიშნა, რომ ტერფის სიგრძე ჩვეულებრივ მაჯასა და იდაყვს შორის მანძილს შეესაბამება.

სხვათა შორის, სწორედ ასე ფიქრობდა ლეონარდო და ვინჩი. მის ჩანაწერებში ვკითხულობთ: „ტერფის მთელი სიგრძე მაჯასა და იდაყვს შორის იქნება“. თუმცა აღსანიშნავია, რომ ეს ვარაუდი მართალია ადამიანის საშუალო პროპორციების გამოყენებისას და ინდივიდუალურ ფიზიკურ მახასიათებლებს არ ითვალისწინებს.


როგორ შევინარჩუნოთ ქიმიური დახვეული თმა

image

ელ ვუდსს ფილმიდან „ქერათმიანი ადვოკატი“ (2001) თავის მოვლის შესახებ ცოდნა საქმის გახსნაში დაეხმარა. ეს ინფორმაცია ყველას გამოადგება. ელი ამბობს, რომ ქიმიური დახვევის შემდეგ მინიმუმ ერთი დღე თმის დასველება არ შეიძლება, რომ პროცედურის შედეგი არ გაფუჭდეს. ამ რჩევას ნამდვილად აძლევენ ყველას, ვინც თმას იხვევს.


როგორ ავანთოთ კოცონი სანთებლის და ასანთის გარეშე

image

სინამდვილეში, ცეცხლის დანთება სპეციალური საშუალებების გარეშე რთულია. როცა ადამიანმა მხოლოდ თეორიაში იცის, როგორ შეიძლება კოცონის დანთება, ამ საქმეზე დიდი დრო შეიძლება დაიხარჯოს.

ტომ ჰენქსის გმირმა ფილმიდან „გარიყული“ (2000) გაარკვია, როგორ უნდა ამის გაკეთება. მან ხის ნაჭერი გაყო, მასში ხმელი ბალახის კონა ჩადო, შემდეგ ჯოხით ხის გახეხვა დაიწყო. როცა დიდი ძალისხმევის შემდეგ კვამლი გამოჩნდა, ალი ფრთხილად გააღვივა.


როგორ შევინარჩუნოთ წესრიგი სახლში

image

მონიკა გელერის გმირი სერიალიდან „მეგობრები“ სისუფთავით გატაცებულია. მისი ერთ–ერთი საიდუმლოა პირსახოცების კლასიფიკაცია. დიახ ისე, როგორც საბავშვო ბაღში. ზოგი განკუთვნილია სხვადასხვა საოჯახო საჭიროებისთვის, სხვები სტუმრებისთვის. მონიკას მეგობრებმა სულ 11 სახის პირსახოცი დათვალეს ყველა შემთხვევისთვის.


როგორ მიირთვათ სპაგეტი დახვეწილად

image

ფილმის „ბრუკლინის“ (2015) მთავარმა გმირმა ამ კერძის დახვეწილად ჭამის სწავლა გადაწყვიტა. ქალმა სპაგეტი ჩანგალზე დაახვია, ჩანგლის კოვზზე დაყრდნობით. ამ ხრიკით პასტა ჩანგლიდან უკან თეფშში ან ტანსაცმელზე არ ხვდება, სოუსის წვეთებიც აქეთ–იქით არ იშხეფება.


როგორ დაზოგოთ დრო აეროპორტში

image

ჯორჯ კლუნის პერსონაჟი ფილმში „მაღლა ცაში“ ცხოვრების უმეტეს ნაწილს ფრენაში ატარებს და შეიმუშავა რამდენიმე წესი, რომელიც მოგზაურობის ყველა ეტაპის სწრაფად გადალახვაში ეხმარება.

მაგალითად, სანამ სარეგისტრაციო დახლთან რიგში დადგებით, ყურადღებით შეისწავლეთ, ვინ არის თქვენ წინ. თუ ხედავთ ოჯახს ბავშვებთან ერთად, სხვა რიგი აირჩიეთ. მშობლებს უფრო მეტი დრო დასჭირდებათ ეტლის და ბარგის გადასატანად, ვიდრე მათ, ვინც მარტო მოგზაურობს.


როგორ ვაიძულოთ დროს სწრაფად გასვლა

image

ფილმში „ნაღდი ფული“ გმირმა, რომელიც სალაროში მუშაობს, მოიფიქრა, როგორ გააკეთოს ისე, რომ სამსახურში დრო უსასრულოდ არ გაიწელოს. საათზე ქაღალდი დააკრა. მისი თქმით, რაც უფრო ხშირად უყურებს ადამიანი საათს, მით უფრო ნელა გადის წუთები და წამები.


როგორ შევინარჩუნოთ ბასრი დანა

image

მზარეული ანიმაციურ ფილმში „რატატუი“ დანის ბლაგვ მხარეს იყენებს, რომ ბოსტნეული საჭრელი დაფიდან ქვაბში გადაიტანოს. ასე დანის საჭრელი პირი დიდხანს არ დაბლაგვდება.


ასევე დაგაინტერესებთ:

1. 19 მოულოდნელი ხრიკი, რომელიც თქვენს ცხოვრებას ახალ დონეზე აიყვანს

2. 18 ბრწყინვალე იდეა, რომელთა დახმარებით ჩვეული ნივთების სრულიად სხვაგვარად გამოყენებას შეძლებთ

3. 16 ფოტო იმის შესახებ, თუ რა ხდება პროფესიონალური სურათების კადრს მიღმა (ასე თქვენც შეიძლება გააკეთოთ)

4. 23 უცნაური რამ, რასაც ვაკეთებთ, მაგრამ საკუთარ თავსაც კი არ ვუტყდებით

5. როგორც აღმოჩნდა ძველი საბურავისგან ასეთი ნივთების გაკეთება შეიძლება. უბრალოდ წარმოუდგენელია!

6. 20 მარტივი იდეა, რომლის დანერგვას ყველგან ისურვებდით

7. 7 უჩვეულო მეთოდი, რომელთა დახმარებითაც ჩვენი წინაპრები ყოველდღიურ პრობლემებს აგვარებდნენ

8. იაპონელების ცხოვრების 15 პრინციპი, რომლებიც ჰარმონიის მოპოვებაში დაგეხმარებათ

9. 20+ უცნაურობა სამხრეთ კორეადან, რომელთა დანერგვას ჩვენს ქვეყანაშიც მოისურვებთ

10. 6 სახიფათო აქსესუარი მანქანაში, რომლებიც უნდა მოიშოროთ

უფრო მეტი იხილეთ აქ: Yoona-ს არხი

0
342
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
342