x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
და აქ რა ხდება? - წარსულის უჩვეულო ფოტოები, რომლებიც დღეს სრულ გაუგებრობას იწვევს

image


საინტერესო ისტორიული მასალაც კი მხოლოდ მშრალი ფაქტებია, მაშინ როდესაც ისტორიული ფოტოები დამთვალიერებელზე არა მხოლოდ სრულიად განსხვავებულ შთაბეჭდილებას ახდენს, არამედ მათ ისტორიული რეალობის უკეთ გაგებაშიც ეხმარება. შემთხვევით გადაღებული კადრების უკან როგორც წესი, მომნუსხველი ისტორიები იმალება, რომელთა გაცნობასაც თქვენთვის სწორედ ახლა ვაპირებ.


image


შეგვიძლია მხოლოდ ვივარაუდოთ რა ნეტარებაშია ეს ადამიანი, თუმცა კომპანია "Görransson's mekaniska verkstad", რომელიც 1892 წელს სავარჯიშო აღჭურვილობას აწარმოებდა, სავარაუდოდ მარტოხელა მამაკაცებში უდიდესი წარმატებით სარგებლობდა


image

"H&M"-ის დიზაინერთა გუნდი ისვენებს... პომორი დიზაინერულ, ორნამენტებიან სვიტერში, ვინტაჟური შარფითა და მოდური საგაზაფხულო შარვლით, მე-20 საუკუნის დასაწყისი... აბა, რას იტყვით?


image



დიქტატორები ბავშვებსაც კი არ უყვართ... ბრაზილიელი გოგონა პრეზიდენტ ჟოანუ ფიგეირედუსთვის ხელის ჩამორთმევაზე უარს ამბობს, 1979 წელი, თუმცა სულ ტყუილუბრალოდ, ბრაზილიის პრეზიდენტი ბევრი ლიბერალური რეფორმის გამტარებელი გახლდათ და დიქტატურისგანაც საკმაოდ შორს იყო



image



ღვინო ფრონტისთვის, ღვინო გამარჯვებისთვის... პირველი მსოფლიო ომის დროს ფრონტს ფრანგები 3800 კმ-ზე მეტი სიგრძის ვიწრო ლიანდაგის გზების ქსელით ამარაგებდნენ, "იმისთვის, რომ ხიშტი ხელში ძლიერად გეჭიროთ - დალიეთ ძმებო შარდონე". ფრანგი ჯარისკაცები ხის კასრს პატარა სარკინიგზო ავზიდან ვიწრო ლიანდაგის რკინიგზაზე ღვინით ავსებენ.



image



მაშველები სანაპიროზე - მოლოდინი....


image



და მაშველი სანაპიროზე - რეალობა... თქვე წინაშეა 1905 წლიდან ვანკუვერის პირველი მაშველი, ჯო ფორტესი, რომელმაც 29 ადამიანი გადაარჩინა, პატივისცემა მას!




image


პირველი მსოფლიო ომის შემდეგ გერმანელი მეცნიერები რაკეტებით დაინტერესდნენ. 20-30-იან წლებში სარაკეტო ძრავებმა ფართო პოპულარობა მოიპოვა. გამომგონებლები მათ იყენებდნენ არა მხოლოდ სამხედრო იარაღისთვის, არამედ:


თვითმფრინავებზე;

ნავებზე;

მოტოციკლებზე;

ველოსიპედებზე;

და როლიკებზეც კი....


"ველოსიპედზე პედალების ტრიალი მოსაწყენია და თან დიდი დროც სჭირდება", - ალბათ, ასე ფიქრობდა გერმანელი ინჟინერი გერჰარდ რიხტერი. 1931 წელს გამომგონებელმა სხვა უკეთესი ვერაფერი მოიფიქრა ველოსიპედზე რაკეტის კვების წყაროსთვის მასზე 12 რაკეტისა და ბატარეის მიმაგრების გარდა. გერმანელი ინჟინრის შვილობილს, რომელსაც მან "Raketenrad", ანუ სარაკეტო ველოსიპედი უწოდა, დიდხანს არ უარსებია. რიხტერი თავის ექსპერიმენტებს ბერლინში, ავუსის სარბოლო ტრასაზე ატარებდა. პრობლემები კი მაშინ დაიწყო, როდესაც ინჟინერმა სიჩქარე საათში 89 კილომეტრამდე გაზარდა. რიხტერმა კონტროლი დაკარგა და სარაკეტო ველოსიპედიდან გადაფრინდა. საბედნიეროდ, ყველაფერი უმსხვერპლოდ დასრულდა. ცდილობდა თუ არა რიხტერი თავისი შვილობილის გაუმჯობესებაზე მუშაობას უცნობია. 1930-იან წლებში სარაკეტო ძრავები გერმანიაში თანდათან პოპულარობას კარგავდა, ისინი მალე თხევადი საწვავის ძრავებით შეიცვალა. ეს სიახლე კი ვალტერ ფონ ბრაუნის სახელთან არის დაკავშირებული.

image


ქრისტიანი ბავშვები 1966 წელს ვეიკროსსა და ჯორჯიაში "უღმერთო" "The Beatles"-ის ჩანაწერებს წვავენ


image


როცა აშშ-ის მოქალაქეობის მიღება ძალიან გინდა... 1968 წელს არნოლდ შვარცნეგერი 21 წლის ასაკში ამერიკაში ჩავიდა ("ტერმინატორის" ვარსკვლავი ამაზე 10 წლიდან ოცნებობდა) სადაც დიდი ხნის გამავლობაში არალეგალი იყო, მომავალმა ვარსკვლავმა მოქალაქეობა მხოლოდ 1983 წელს მიიღო, რის გამოც ბედნიერებას ვერ მალავს


image


თუ ფიქრობდით რომ პირამიდები უცხოპლანეტელებმა ააშენეს იმედი უნდა გაგიცრუოთ, 1931 წლის ფოტოზე, საჰაერო ხომალდი "Graf Zeppelin" ასრულებს რეისს ფრიდრიხშაფენი - ალექსანდრია, რომელიც 30 საათსა 45 წუთს გრელდებოდა, ძლიერი ქარის გამო დირიჟაბლს ნილოსის დელტასა და პირამიდებზე გადაფრენა მოუწია


image



ფოტოზე სამართალდამცავი გოგონას "Rockaway"-ის სანაპიროს მახლობლად არასათანადო ჩაცმულობისთვის აჯრიმებს, ნიუ - იორკი, 1946 წელი



image

როგორ გავიცნოთ გოგონა, როდესაც არც "ფეისბუქია" და არც სხვა სოციალური ქსელები? უნდა გადაიღოთ ასეთი ფოტო წარწერით "იძებნებიან ცოლები", როგორც ეს გალანტურმა ბატონებმა კატის თანხლებით გააკეთეს - ველური დასავლეთის გულთამპყრობლები მონტანადან, 1901 წელი










0
540
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
540