x
image
TheonaK
საინტერესო ინფორმაციები (არაბული სამყარო)
*მექადან მედინაში მალვით გაქცეულ მუჰამედს თან მდევრები დაედევნენ. მან მათგან თავის დასაცავად გამოქვაბულს შეაფარა თავი. ვიდრე მუჰამედი თავს გამოქვაბულს აფარებდა, ობობამ გამოქვაბულის შესასვლელში ქსელი გააბა და ის სრულიად დაფარა. როდესაც მდევრები გამოქვაბულს მიადგნენ და შესასვლელი ობობის ქსელით დაფარული დაუხვდათ, ჩათვალეს, რომ იქ მუჰამედი არ იქნებოდა, რადგან ასეთ შემთხვევაში ქსელს გაარღვევდა. მდევრებდა მუჰამედის საძიებლად გზა გააგრძელეს. თავად მუჰამედი კი ობობის წყალობით გადაურჩა მათ რისხვას და ჩავიდა მედინაში.


image






*ისლამურ სამყაროში ყველაზე ადრე აითვისეს ქაღალდის წარმოების ტექნოლოგია, რომელიც იქ ჩინეთიდან შევიდა.


*არაბებმა შექმნეს ათწილადები და მათზე მოქმედების წესები. მათვე შექმნეს ალგებრა. მთელი მსოფლიოსთვის "არაბულის" სახელით ცნობილი ციფრები კი სინამდვილეში ინდური წარმომავლობისაა. არაბებმა მხოლოდ ისარგებლეს ამ ციფრებით და გააცნეს ისინი ევროპას. ასევე არაბი ვაჭრების მეშვეობით გაიცნო ევროპამ კომპასი.



*არაბებს სწამდათ სულების, ანუ როგორც მათ უწოდებდნენ - ჯინების. მათი წარმოსახვით ისინი ცხოვრობდნენ მზის გულზე, ხეებზე, ჭებსა თუ ქვებში. ასეთ ქვებს შორის აღმერთებდნენ "შავ ქვას", რომელიც კუბის ფორმის სასახლით დაიფარა. შავი ქვის თაყვანისცემის ადგილს "ქააბა" ეწოდა.


*მუჰამედის თანამოაზრეებს, რომლებიც მათთან ერთად გაიქცნენ მექადან მედინაში "მუჰაჯირები" ეწოდათ.


*მუსლიმი უნდა იყოს სამართლიანი, სიკეთეზე სიკეთით უნდა უპასუხოს და ბოროტებაზე ბოროტებით.


*ქალებს მკაცრად ეკრძალებოდათ სხვა ეროვნების მამაკაცზე ქორწინება, თუმცა დასაშვები იყო პირიქით - სხვა ეროვნების ქალის არაბ მამაკაცზე გათხოვება.




3
358
7-ს მოსწონს
ავტორი:TheonaK
TheonaK
358
  
2012, 10 ოქტომბერი, 16:30
საინტერესოა
2012, 9 ოქტომბერი, 21:26
++++++++
0 1 3