x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
მოგზაურობა დროში, რეალობა თუ მითი? - რუდოლფ ფენცის იდუმალებით მოსილი ისტორია
image

მოგზაურობა დროში - მითი თუ რეალობა? არსებობს უამრავი იდუმალებით მოსილი ისტორია, სინამდვილეში მოხდა თუ არა მსგავსი ისტორია მკვლევარების კვლევის საგანია.


ჩვენ შევეხებით ერთ-ერთ გახმაურებულ ამბავს, რომელიც გასული საუკუნის 50-იან წლებში მოხდა(ან არ მოხდა).



50-იანი წლების შუა ხანებში თაიმ-სკვერზე, ნიუ-იორკში მოხდა ტრაგიკული შემთხვევა.ავტომობილმა სასიკვდილოდ გაიტანა 30-იოდე წლის მამაკაცი რუდოლფ ფენცი(Rudolph Fentz).



როდესაც პოლიცია და საწრაფო დახმარების ბრიგადა მოვიდა შემთხვევის ადგილზე გაოცებულები დარჩნენ. მამაკაცი იყო ჩაცმული ძველ მე-19 საუკუნის სამოსში:ეხურა მაღალი ცილინდრი, ეცვა კუბოკრული შარვალი და ღილებიანი ფეხსაცმელი.


image

აღმოჩნდა რომ რუდოლფ ფენცზე არავითარი ჩანაწერები არ მოიპოვებოდა. კარტოთეკაში მისი თითის ანაბეჭდებიც არ მოიძებნა.


ამასათანავე მას ჩხრეკისას აღმოუჩინეს სპილენძის მარკერი ლუდისთვის, ცხენის მოვლის კანონპროექტი, წერილი დათარიღებული 1876 წლით, 70$ და სავიზიტო ბარათი.

image

პოლიციამ დაიწყო გამოძიება ამოქექეს ძველი ჩანაწერები და მოულოდნელად აღმოაჩინეს, რომ რუდოლფ ფეტცი ჯერ კიდევ 1876 წელს დაიკარგა გაურკვეველ ვითარებაში.უკანასკნელად ის ნახეს, როდესაც სახლიდან სასეირნოდ გავიდა..იმის შემდეგ იგი აღარავის უნახავს.


ყველაზე გასაოცარი ის იყო, რომ 50-იანი წლებში გატანილი მამაკაცის საოცრად ჰგავდა 75 წლის წინ დაკარგულ მამაკაცის სურათს.გამოძიება საბოლოოდ ჩიხში შევიდა...ბოლო ბოლო გამოძიებამ გამოთქვა მოსაზრება, რომ ადგილი ჰქონდა დროში მოგზაურობას..მამაკაცი 1876 წლიდან...ავტომობილის ბორბლებქვეშ ჩავარდა 50-იანი წლების შუა ხანებში.

image

ეს მოსაზრება რა თქმა უნდა ოფიციალურ დასკვნებში არ გამოქვეყნებულა.


დღევანდელ დღემდე რუდოლფ ფენცის საქმე გაუხსნელად ითვლება.


თუმცა 2000 წელს ესპანურ ჟურნალ е Más Allá –ში კარლოს კანანესამ გამოქვეყნდა სტატია "Regreso al futuro en el corazon de Manhattan"(უკან მომავალში მანჰეტენის ცენტრში).ამ სტატიამ ასევე მკვლევარის, კრის ობეკის ყურადღება მიიქცია.მან შეისწავლა ანალოგიური სტატიები ამავე თემაზე და გამოთქვა საფუძვლიანი ეჭვი, რომ რუდოლფ ფენცის ისტორია მოულოდნელად გამოჩნდა არსაიდან გასული საუკუნის 70-იან წლებში და აიტაცა პრესამ.გადადიოდა ქვეყნიდან ქვეყანაში, დაწყებული ნორვეგიიდან და დამთავრებული საფრანგეთით.

0
141
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
141
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0