x
image
თუთიკო ბერძენა
რაც მოძრაოობს, ყველაფრის ჭამა ნებადართულია ღმერთისგან, გარდა...
ხშირად მოისმენთ თანამემამულისგან რომელიმე ერის მიმართ ზიზღით ნათქვამს; "რა საშინელი ერია, აბსოლუტურად ყველაფერს ჭამენ, რაც მოძრაობს!" image

წესით, ქრისტიანისთვის, რომელიც ჭეშმარიტად ქრისტიანია და იცნობს საკუთარ რელიგიას, გასაკვირიც არ უნდა იყოს, რომ მაგალითად, ჩინელი ჭამს ხვლიკსაც და ტარაკანსაც. ამავე ლოგიკით, არც ებრაელს უნდა ჰქონდეს აკრძალვა ღორის ხორცზე, რადგან წარღვნამდელი და წარღვნისშემდგომი პერიოდი თვით ქრისტეს მოსვლამდე სულიერი ცხოვრების ერთი სახელმძღვანელო არსებობდა და ეს იყიო ძველი აღთქმა. ანუ ქრისტეს მოსვლამდე, ღმერთის მიერ მისი ძის მოვლინებამდე არსებობდა სწორედ ძველი აღთქმა და ქრისტიანებიც ებრაელები ვიყავით. ნოე, რომლის სთამომავლებადაც ვითვლებით, ებრაელი იყო.


"და აკურთხა ღმერთმა ნოე და მისი ძეები და უთხრა მათ: აღორძინდით და გამრავლდით, და აავსეთ ქვეყანა და დაეუფლეთ მას.


და თქვენი შიში და ძრწოლა ექნება მიწის ყველა მხეცს და ცის ყველა ფრინველს და ყველაფერს, რაც მოძრაობს და ზღვის ყველა თევზს; თქვენ ხელქვეშ მოგეცით.



და ყველაფერი მოძრავი, რაც ცოცხალია, თქვენთვის იქნება საჭმელად; როგორც ბალახეული მწვანილი, მოგეცით თქვენ ყველაფერი" - წიგნი შექმნისა, თავი 9.


და მაშინ რატომ-ღა გვიკვირს ან კიდევ რატომ იწვევს ზიზღს ჩვენში ის ფაქტი, რომ რომელიმე ეროვნება მიირთმევს ყველაფერს, რაც მოძრაობს და რაც ცოცხალია?


ერთადერთი, რის მირთმევასაც ღმერთი კრძალავს, არის სისხლის ჭამა, ადამიანის ხორცის ჭამა ამ სიტყვის პირდაპირი და ირიბი გაგებით. ამავე მე-8 თავში ნათქვამია:


"მხოლოდ ხორცი სულიერისა სისხლით არ ჭამოთ;


და რადგან თქვენს სისხლს თქვენი სულებისას მოვიკითხავ, ყველა მხეცის ხელს მოვკითხავ მას, და კაცის ძმის ხელს მოვკითხავ კაცის სულს.


ვინც დაღვრის კაცის სისხლს, სანაცვლოდ მისი სისხლი დაიღვრება, რადგან ღვთის ხატად შევქმენი კაცი".


რაც შეეხება ღორს, რომელსაც ებრაელები არმ მიირთმევენ. ეს არა მარტო მისი უწმინდორობაა, არამედ ერთი ერთში მსგავსება ადამიანის შინაგან ორგანოებთან და სისხლთან.


ბევრი ცხოველი თავისი ანაომიური აგებულებით ახლოსაა ადამიანებთან და ყველაზე მსგავსი უდავოდ მაიმუნია. ებრაელები არც მაიმუნის ხორცს მიირთმევენ ისევე, როგორც ქრისტიანები. მაგრამ ღორთან დამოკიდებულება განსხვავებული გვაქვს.


რატომ გამოიყენება ღორი, როგორც დონორი ადამიანის ორგანოების გადანერგვისთვის? გამოდის, რომ ორგანოების დონაციისთვის პრიმატების გამოყენებას ბევრი ბარიერი აქვს.


უცნაურია, რომ ცხოველი, რომელიც მაიმუნებზე უფრო ახლოს დგას ადამიანთან, ღორი აღმოჩნდა. ღორის უპირატესობა პრიმატებთან შედარებით არის ღორის ორგანოების მსგავსება ადამიანის ორგანოებთან ზომითა და ფიზიოლოგიით.


ღორის კანი ძალიან ჰგავს ადამიანის კანს და ღორს შეუძლია მზის აბაზანების მიღებაც კი. კბილების, თვალების, ღვიძლისა და თირკმელების მახასიათებლები მსგავსია. ღორის გული იწონის 320 გ, ადამიანის - 300 გ, ფილტვების წონა ღორებში 800 გ, ადამიანებში - 790 გ, თირკმელების წონა, შესაბამისად, 260 და 280 გ, ღვიძლი - 1600 და 1800. ახალშობილი გოჭების დაავადებებიც კი დაახლოებით იგივეა, რაც ჩვილ ბავშვთა დაავადებები. მოლეკულური ბიოლოგიის ინსტიტუტის მიხედვით, ღორისა და ადამიანის ზრდის ჰორმონის მოლეკულების სტრუქტურა 70%-ით იდენტურია.


ღორის სხეულის ტემპერატურა იდენტურია ადამიანის სხეულის ტემპერატურისა.


სისხლის გამწმენდი მოწყობილობების გამოჩენამდე, ღვიძლის უკმარისობის შემთხვევაში, ღორის ღვიძლს უერთებდნენ ადამიანს.


ამ ცხოველზე ასევე ტარდება სხვადასხვა სამედიცინო ექსპერიმენტები და წამლების ცდები.


ცოტა ხნის წინ დაიწყო ადამიანზე ღორის ორგანოების გადანერგვის მეთოდის გამოყენება. ტრანსპლანტაციის საჭიროების მქონე პირის გენები შეჰყავთ ღორის ემბრიონში. ეს ხელს უწყობს ქსოვილის უარყოფის თავიდან აცილებას. ამ გზით იზრდება ადამიანებისთვის გაკუთვნილი დონორი.

image

რამდენიმე წლის წინ ექიმებმა გადაწყვიტეს მსახიობ არნოლდ შვარცენეგერს გულის ერთ-ერთი სარქველი შეეცვალათ. მას გულის პრობლემები დაეწყო ბოდიბილდინგის დროს სხვადასხვა წამლების უზარმაზარი დოზების გამოყენების გამო. სარქვლის გადანერგვის ოპერაცია წარმატებით დასრულდა. არნოლდ შვარცენეგერის დონორი იყო ღორი. ოპერაციიდან მოყოლებული, მსახიობმა რაციონიდან ღორის ხორცი ამოიღო და რამდენიმე ღორი შინაურ ცხოველად აქცია.



ჩვენ კი, ქრისტიანები, მაყალზე შემწვარ მწვადებს გემრიელად ვახრამუნებთ და დავცინით ერებს, რომლებიც ხვლიკებს ან ტარაკნებს მიირთმევენ... სხვა ცოდვასაც ვიმატებთ - განვიკითხავთ...


ჭეშმარიტ ქრისტიანად ვერასდრიოს იქცევი, თუ ბიბლიას არ გაეცანი, თუ ბიბლია თვითონვე არ წაიკითხე და არ დაგებადა კითხვები, განსაკუთრებით, კითხვა: ვცხოვრობ კი ჭეშმარიტად ქრისტიანულად თუ ფსევდოქრისტიანი ვარ?


1
552
3-ს მოსწონს
ავტორი:თუთიკო ბერძენა
თუთიკო ბერძენა
552
  
2023, 28 სექტემბერი, 22:45
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სექსის გაცნობის საუკეთესო საიტზე --- www.Meetme.pw
0 1 1