x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
"მინდა ვკითხო საზოგადოებას, რას ნიშნავს, როდესაც ადამიანების ერთი ჯგუფი ეწევა საქართველოს მოქალაქეების ეთნიკური ნიშნით სელექციას და ბულინგს?!" - რამილია ალიევა
image საქართველოს პირველი არხის ჯგუფ „მრავალფეროვანი საქართველოს“ ხელმძღვანელი რამილია ალიევა სოციალურ ქსელში წერს, რომ რამდენიმე თვის წინ მასზე და მისი თანამშრომლების მიმართ დაიწყო ეთნიკური ნიშნით ტერორის კამპანია და დღემდე მიმდინარეობს.


"ახლა მოგიყვებით ეთნიკური ნიშნით მიმდინარე იმ ტერორის კამპანიის შესახებ, რომელიც რამდენიმე თვის წინ დაიწყო ჩემსა და ჩემი თანამშრომლების მიმართ.


2017 წელს საზოგადოებრივ მაუწყებელში გაიხსნა პროექტი და პირადად მე შევკრიბე საქართველოს მოქალაქე ეთნიკური აზერბაიჯანელი და სომეხი ახალგაზრდები, შევქმენით ჯგუფი, რომელიც იმუშავებდა აზერბაიჯანულ და სომხურენოვანი მოსახლეობის ინფორმირებულობისთვის - მოამზადებდა, გადათარგმნიდა აზერბაიჯანულ და სომხურ ენაზე საქართველოში მიმდინარე ახალ ამბებს.



საიდუმლოს არავისთვის წარმოადგენს, რომ მეზობელ ქვეყნებში მიმდინარე კონფლიქტის ფონზე საქართველოში მცხოვრებ აზერბაიჯანელებსა და სომხებს შორისაც გარკვეული დაძაბულობა არსებობდა.




აქედან გამომდინარე, ჩემთვის და ამ იდეის მხარდამჭერებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ შეგვექმნა სივრცე, სადაც ეს ახალგაზრდა ჟურნალისტები გათავისუფლდებოდნენ გარედან რაიმე სახის ზეწოლებისგან, ბულინგისგან და ერთმანეთთან ექნებოდათ ჩვეულებრივი საქმიანი და მეგობრული ურთიერთობა, როგორც ერთი ქვეყნის მოქალაქეებს.



ასე დავიწყეთ ერთ ოთახში მუშაობა და დღემდე ვაგრძელებთ.



ისიც უნდა ითქვას, რომ აზერბაიჯანელი და სომეხი ახალგაზრდების ერთად მუშაობისა და თანაცხოვრების იდეა ყველასთვის მისაღები არ აღმოჩნდა და ჟურნალისტები ორივე საზოგადოების წარმომადგენლების მხრიდან საკმაოდ დიდ ზეწოლას განიცდიდნენ იმის გამო, რომ ბედავდნენ და აზერებაიჯანელები და სომხები ერთად მუშაობდნენ.



ისიც უნდა ითქვას, რომ ზოგმა ამ წნეხს ვერ გაუძლო და მუშაობას თავი დაანება.


დღეს ამ გუნდში დარჩნენ ადამიანები, რომლებიც არიან საქართველოს კეთილსინდისიერი მოქალაქეები და რომელთა მსოფლმხედველობაც გულისხმობს მშვიდობისთვის ხელშეწყობას ქვეყანაში და მთლიანად რეგიონში.


სამწუხაროდ, რეგიონში ვითარების გამწვავების პარალელურად, საზოგადოების ერთი ჯგუფმა განაახლა ბულინგის ზღვარსგადასული კამპანია, რისი მოთმენაც შეუძლებელი ხდება.



ხსენებული ჯგუფი პირადად ჩემს მიმართ ეწევა ეთნიკური ნიშნით ტერორს და დისკრედიტაციას! ახდენენ საქართველოს მოქალაქეების სელექციას მათი ეთნიკური და რელიგიური და წარმომავლობის მიხედვით და დაუფარავად ცდილობენ მათ შორის კონფლიქტის გაღვივებას. პირდაპირ გვემუქრებიან, რომ ეთნიკურად სომეხმა და აზერბაიჯანელებმა ერთად მუშაობა აღარ გავაგრძელოთ.


მე მინდა, მივმართო და ვკითხო მთელ საზოგადოებას, რას ნიშნავს, როდესაც ადამიანების ერთი ჯგუფი ეწევა საქართველოს მოქალაქეების ეთნიკური ნიშნით სელექციას და ბულინგს?! ჩვენ ვინ დაგვიცავს?!



ნახეთ ამ ჯგუფის წევრთა ფეისბუკგვერდები და ნათელი გახდება მათი მსოფლმხედველობა.



ასევე მივმართავ ამ ჯგუფის წევრებსაც და პირდაპირ ვეტყვი, რომ არ გაფავდგები და გავაგრძელებ იმ საქმეს, რასაც აქამდე ვაკეთებდი, რისიც მჯერა. რადგან, მათგან განსხვავებით, საქართველო ჩემი სამშობლოა, საქართველო მიყვარს! ჩემს თანამოქალაქეებს, თანამშრომლებს და მეგობრებს ეთნიკური და რელიგიური ნიშნით არ ვყოფ და ყველაფერს ვიღონებ, რათა საქართველოში არ მოხდეს კონფლიქტი სომხებს და აზერბაიჯანელებს შორის, რასაც აღნიშნული ძალები ასე გულდასმით ცდილობენ.



ასევე მივმართავ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს უშიშროების სამსახურს, საქართველოს მთავარ პროკურატურას, რომ მიიღონ შესაბამისი ზომები, დაიწყოს გამოძიება აღნიშნული ორგანიზაციისა და მისი თავმჯდომარის მიმართ, ვინაიდან საფუძვლიანი განცდა მაქვს, რომ მე და ჩემს თანამშრომლებს რეალური საფრთხე გვემუქრება. ჩვენსავე ქვეყანაში გვიკრძალავენ მუშაობას და გვემუქრებიან ჩვენი ეთნიკური წარმომავლობის გამო.


რაც შეეხება ამ ჯგუფის მოთხოვნას, რომ, თურმე, იმიტომ უნდა გადავდგე, რომ წარმოშობით აზერბაიჯანელი ვარ - კატეგორიულად ვაცხადებ, რომ არ გადავდგები!



დიახ, არ გადავდგები! ვინაიდან ამ მიზეზით გადადგომით მე შეურაცხყოფას მივაყენებდი ჩემს ქვეყანას, რომელიც ძალიან მიყვარს, ჩემი ქვეყნის კანონმდებლობას და ტრადიციებს, რასაც დიდ პატივს ვცემ, შეურაცხყოფას მივაყენებდი ჩემს ქართველ, სომეხ, აზერბაიჯანელ, ქურთ, აფხაზ, ოს, უდინელ და ებრაელ მეგობრებს, რომლებიც ეთნიკური ნიშნით არასდროს განმისხვავებია. შეურაცხყოფას მივაყებდი საზოგადოებრივ მაუწყებელს, სადაც არასდროს მიგრძვნია, რომ ეთნიკური ნიშნით ვინმე გაენსხვავებინათ და ამაზე მინიშნებაც კი უხერხულობად ითვლება.



აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ ადამიანის დაკავებული პოზიციიდან სხვაგან გადაყვანა მისი ეთნიკური წარმომავლობის გამო ეწინააღმდეგება ევროპულ კანონმდებლობას.


ასე რომ, გავაგრძელებ რასაც ვაკეთებდი და ყველანაირად ვეცდები, რომ საქართველოში ეთნიკური კონფლიქტების გაღვივებას ხელი შევუშალო.


ვარ ეთნიკურად აზერბაიჯანელი, მუსლიმი, ქალი, საქართველოს მოქალაქე, ასე ვიქნები სანამ ცოცხალი ვარ და ამაზე უარს ვერანაირი მუქარა ვერ მათქმევინებს!"

1
154
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
154
  
2023, 17 სექტემბერი, 19:22
რომელიმე ნიშნით ადამიანების შევიწროება არ მოსულა,ეს არ არის სადაო საკითხი და სრული მხარდაჭერა ამ გოგონას ჩემგან. თუმცა ერთი ფაქტს ვერ გავექცევით,რატომ უნდა უწევდეთ გადათარგმნა,როცა შეუძლიათ ისწავლონ ქართული და მოხდეს მათი სრული ინტეგრაცია,რატომ არ იციან ქართული? ამ გოგონას რას ვერჩი,თუმცა ძალიან ბევრი აზერბაიჯანელი და სომეხია,რომლებმაც არ იციან ქართული,რაც პრობლემა არის. ისიც უნდა ითქვას,რომ თავად ამ ეთნიკური ჯგუფებიდან არის ძალიან ცუდი დამოკიდებულება ქართველების მიმართ,რაც შემდეგში გამოიხატება. თუ ქართველმა ბიჭმა/გოგონამ გადაწყვიტა დაოჯახდეს და პარტნიორი სხვა ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენელია(ამ შეთხვევაში აზერბაიჯანელი),მაშინ უწევს რელიგიის ცვლილება.სხვა შემტხევვაში,თუ აზერმა გოგომ/ბიჭმა გადაწყვიტა რელიგიის ცვლილება,მაშინ ის მოძულებულია ოჯახისგან,შეიძლება ჩაქოლონ კიდეც. ჯერ ხომ იშვიათია გაბედოს ამგვარი რამე და თუ ასე გააკეთებს,მოძულება და ჩაქოლვა გარანტირებული აქვს. პაპუასების მიდგომებით სადამდე გაქაჩავენ? თუ ამ ქვეყანაში ცხოვრობენ,მაშინ მიიღონ ის წესები,რაც ამ ქვეყანაშია დამკვიდრებული. ვის გაყვება ცოლად ან მოიყვანს ცოლად,ამას წყვეტს თვითონ პიროვნება და ამის გამო მოძულებული ან იძულებული არ უნდა იყოს,მათზე ზეწოლა არ უნდა ხდებოდეს. არ ვიცი,გქონიათ თუ არა შეხება,აზერ ან სომეხ ეთნიკურ ჯგუფებთან,ისინი საკმაოდ ჩამორჩენილები არიან და ამის მიზეზი არის მათი პატერნალისტური დამოკიდებულება,ცდილობენ რო არ შეცვალონ არაფერი და ცხოვრობენ ჩამორჩენილად,ამას შეგნებულად აკეთებენ. სანამ ასე იქნებიან,მანამდე იქნება ყოველთვის პრობლემა,სომხები და აზერებიც ვერ მორიგდებიან. ისინი არ თვლიან თავს ქართველებად ან საქართველოს მოქალქეებად,ამოტომაც აქვთ სიძულვილი ერთმანეთის მიმართ.ამიტომაც არ სწავლობენ ქართულს და ამიტომაც ვერ ხდება მათი ინტეგრაცია.დროა,დადგეს საკითხი,ან ისწავლიან ქართულს და წამოვლენ ინტეგრაციისკენ ან წავიდნენ თავიანთ სომხეთსა და აზერბაიჯანში.
0 1 1