x
მეტი
  • 29.04.2024
  • სტატია:134526
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508647
საიდუმლო ოთახები შეიხის სასახლეებში: რას მალავენ არაბეთის გაერთიანებული საამიროების ცოლები?

image


არაბეთის გაერთიანებული საამიროების სასახლეების ფუფუნებისა და შეუღწევადი ფარდების მიღმა ქალების ისტორიები იმალება, რომლებიც გარეშე თვალისგან გასაიდუმლოებული ცხოვრების წესით ცხოვრობენ. ამ საიდუმლოს ცენტრში კი დუბაის მმრთველი, შეიხ მუჰამედ ბინ რაშიდ ალ მაქტუმი დგას, რომლის რომანებიც სხვადასხვა ქალთან მრავალი ჭორისა თუ სპეკულაციის საგანი გახდა. დღევანდელ სტატიაში მოგიყვებით პლანეტის ერთ-ერთი უმდიდრესი მამაკაცის ცოლების უცნობი ცხოვრების შესახებ.


image


შეიხ მუჰამედი, რომელსაც სხვადასხვა წყაროს მიხედვით 30-ზე მეტი შთამომავალი ჰყავს, თავისი უკანონო ურთიერთობების "წყალობით" მოექცა მსოფლიო პრესის ყურადღების ცენტრში. ერთ-ერთი ყველაზე რეზონანსული ისტორია - პრინცესა ჰაიას უკავშირდება, პრინცესა ჰაია არაბთა გაერთიანებული საამიროების პრემიერ-მინისტრის, შეიხ მოჰამედ ბინ რაშიდ ალ მაკტუმის მეოთხე და უმცროსი მეუღლეა.

image


ის გახლავთ მუჰამედის 41-ე თაობის პირდაპირი შთამომავალი, მაგრამ მის გარდა, რა ბედი ეწიათ დუბაის საამიროს მმართველის იმ ქალბატონებს, რომლებსაც მის ცხოვრებაში განსაკუთრებული ადგილი ეკავათ? მოდით უფრო მეტი გავიგოთ ამ ქალბატონების შესახებ: ჰინდ ბინტ მაქტუმ ბინ იუმა ალ-მაქტუმი შეიხის პირველი და მთავარი მეუღლეა. ის მისი ცხოვრების მეგზური 70-იანი წლების ბოლოს გახდა და ამ ქორწინებამ მათ 12 ზოგიერთი წყაროს თანახმად კი, 14 შვილი შესძინა. ჰინდი დუბაის საზოგადოებრივ ცხოვრებაში დღემდე რჩება პირველ ლედად.



image


რაც შეეხება რანდას, ეს ქალბატონი ჰინდამდე, მომავალ შეიხთან ახლო კავშირში იყო.



image


მათი ისტორია სავსეა ჭორებით რანდას უარყოფისა და საბოლოოდ, მისი სასახლიდან გაძევების შესახებ, რომელიც ქალიშვილის ნახვის შესაძლებლობასაც კი დღემდე მოკლებულია. ჰურია აჰმედ ალ მააში - ალჟირელი არისტოკრატი გახლავთ, რომელიც პრინცესების ლატიფას და შამსას დედა გახდა. ორივე გოგონამ მშობელთა დესპოტიზმის გამო სასახლიდან გაქცევა სცადა, რამაც მათი მისტიკური გაუჩინარება გამოიწვია.


image


ზოია - ევროპელია, რომელიც ჭორების თანახმად შეიხთან "დროებით" ქორწინებაში იმყოფებოდა. მათი დაშორების შემდეგ კი, ის ევროპაში დაბრუნდა, თუმცა გამორიცხული არ არის რომ მისი ეს დაბრუნება სწორედ შეიხის ფარული მხარდაჭერითაც განხორციელდა.



image


კითხვა იმასთან დაკავშირებით თუ რამდენად თავისუფლები არიან ეს ქალბატონები კვლავ ღიად რჩება, ვინაიდან "ოქროს გალიაშიც" კი საკუთარი ციხე-სიმაგრეები და საზღვრები არსებობს, სადაც თითოეული მათგანი ცხოვრებას საკუთარ რიტმში განაგრძობს, თუმცა აღმოსავლეთის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ადამიანის ყოვლისმომცველი თვალის კონტროლის ქვეშ.








0
256
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
256