x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"თქვენ ხართ მისი უფროსი, მადლობა არა, იხვის ტოლმა! "- რას წერს მერაბ მეტრეველი

image


ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი ღარიბაშვილის მიერ სტატუსშეჩერებული სტუდენტებისთვის სწავლის საფასურის განულებასთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას "ფეისბუქის" პირად გვერდზე ეხმაურება და სიხარულით აღტყინებულ საზოგადოებას ერთ მარტივ ჭეშმარიტებას კიდევ ერთხელ უხსნის:


"ძალიან მეცინება ხელისუფლების მომხრეები, თუ დაქირავებული მპოსტავები ღარიბაშვილს მადლობებს რომ უხდიან სტუდენტების დავალიანების ჩამოწერის გამო და თან სხვებსაც ანამუსებენ, ნუ იქნებით უმადურები, დაიანხეთ სიკეთეო.


კიდევ ერთხელ აგიხსნით მარტივ ჭეშმარიტებას:
მთავრობას იმის გამო, რომ ბიუჯეტის ფული კეთილ საქმეს მოახმარა, მადლობა არ უნდა გადაუხადოთ, ხოლო თუ ეს ფული უკეთურ საქმეს მოახმარა, მაშინ უნდა აგინოთ.


იკითხავთ, თუ ერთ შემთხვევაში უნდა ვაგინო, მეორე შემთხვევაში მადლობა რატომ არ უნდა გადავუხადოო?
იმიტომ რომ მთავრობას იმაში, რომ ბიუჯეტი სწორად და კეთილგონივრულად განკარგოს, თქვენ ხელფასს უხდით.
ანუ დასახარჯავ ფულს ხომ თქვენვე აძლევთ, გადასახადების სახით და პლუს ზემოდან ხელფასს უხდით, რომ ეს ფული სწორად დახარჯოს.


ამიტომ მადლობა აქ სრულიად ზედმეტია. იკმარონ მაღალი ხელფასები და პრივილეგიები, რომლებიც თქვენ მათ ამ საქმიანობის განსახორციელბლად მიანიჭეთ და ისინიც, რომლებიც თქვენ არ მიანიჭეთ, მაგრამ მაინც სარგებლობენ.


თქვენ ხართ მისი უფროსი და დამსაქმებელი. მადლობა არა, იხვის ტოლმა!


ეს ეხება ყველა ხელისუფლებას, დროა ამ საბჭოური მიდგომიდან გამოხვიდეთ, როცა მთავრობა იყო თქვენი უფროსი და მისგან მოწყალებას ელოდებოდით."- წერს ჟურნალისტი სოციალურ ქსელში.


შეგახსენებთ, რომ მთავრობა სტატუსშეჩერებულ სტუდენტებს დავალიანებას გადაუხდის, ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილმა გუშინ განაცხადა, მისი თქმით, ჯამში 40 მლნ ლარის მოცულობის დავალიანება დაახლოებით 30 ათას სტუდენტს ჩამოეჭრება.










0
250
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
250