x
მეტი
  • 29.04.2024
  • სტატია:134573
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508652
ქალი, რომელიც 17 წელი ცხოვრობდა ხეზე აშენებულ სახლში - მეზობლების ჩივილის გამო იძულებულია დაანგრიოს იგი
image

ამერიკელი პენსიონერი 17 წელი ცხოვრობდა ხეზე აგებულ სახლში და იძულებული გახადეს დაანგრიოს იგი.




ამერიკელი პენსიონერი იძულებული გახდა დანგრიოს ხეზე აშენებული უზარმაზარი ქოხი, რომელშიც 17 წელი ცხოვრობდა. იუწყება 7News Miami.


72 წლის შოუნი ჩესერი(Shawnee Chasser) მაიამიდან, ფლორიდა, ცხოვრობდა თითქმის ორი ათეული წლის განმავლობაში სახლში, რომელიც მან ააშენა დიდ ხეზე. სახლი მოიცავდა ჩალით გადახურულ ქოხს, საცურაო აუზს ხელოვნური ჩანჩქერით, რამდენიმე საძინებელ ოთახს, სამზარეულოს, აბაზანას და დიდ ღია ტერასას.


image

ჩესერის პრობლემები 2015 წლიდან დაეწყო, როდესაც მეზობლებმა დაიწყეს რეგულარულად ჩივილი შესაბამის ორგანოებში უკანონო მშენებელობის და მისგან გამოწვეული პოტენციური საფრთხეების გამო. შემოწმების შემდეგ საბინაო ინსპექციის სპეციალისტებმა ქალს არჩევანის საშუალება მისცეს: დაანგრიოს სახლი ან სახლმა უნდა დააკმაყოფილის არსებული მოთხოვნები.

image

რვა წლის განმავლობაში ჩესერი მრავალჯერ დააჯარიმეს, რომლის საერთო რაოდენობამ შეადგინა დაახლოებით 40 ათასი დოლარი (ჩვენს ფულზე თითქმის 105 ათასი ლარი)). მრავალწლიანი ბრძოლის შემდეგ მან გადაწყვიტა სახლის დანგრევა, ეს პროცესი 18 სექტემბერს დაიწყება და ეს კიდევ პენსიონერ ქალს დამატებით 30 ათასი დოლარი დაუჯდება (78 000 ლარი)

image

თუმცა, პენსიონერი არ არის მზად იცხოვროს ჩვეულებრივ სახლში და მიატოვოს ბუნება. იგი აპირებს ააშენოს ახალი ხის სახლი, ოღონდ ამჯერად ყველა ნებართვითა და უსაფრთხოების მოთხოვნებით. უფრო მეტიც, მისი სახლი არის მიწაზე, რომელიც მან აწ უკვე გარდაცვლილი ვაჟისთვის იყიდა და მასთან ერთად ცხოვრობენ მისი ორი შვილიშვილი და ენოტი სახელად კუნი.

image

"ღამით წვიმისა და ქარის ხმას უნდა მესმოდეს. თუ ასე არ მოხდება სიგიჟეები მეწყება და კლაუსტროფობიით ვიტანჯები."-აღნიშნა შოუნი ჩესერმა.

image

image

ჩესერმა უკვე დაიწყო ახალი სახლისთვის ფულის შეგროვება crowdfunding პლატფორმის საშუალებით, სადაც ის აფიქსირებს ყველა თავის ხარჯებსა და გეგმებს. ქალს სურს შეაგროვოს 50 ათასი დოლარი, რათა გადაიხადოს დარჩენილი ჯარიმები, დაიქირაოს ადვოკატი და დაიწყოს მშენებლობა. აქამდე მან მოახერხა 3, 7 ათასი დოლარის შეგროვება.


0
426
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
426
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0