x
მეტი
  • 28.04.2024
  • სტატია:134565
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508622
"აშშ-ის საელჩომ უარყო და ეს მაინც იძახის, ჩემი მეზობლის მულის ქმრის პენისი შუშა კიტრიაო"-გელა ზედელაშვილი
image


"ეს ქალი, ვინმე ლიკა ბასილაია ტელევიზორში ყვებოდა დაბეჯითებით, როგორც ჩემი მეზობლის მულის ქმარმა მითხრა საიდუმლოდ, ამ ხელისუფლებამ საქართველოში ამერიკული ბაზის განთავსებაზე უარი განაცხადა და ეს არის მოღალატეობრივი ქმედებაო!
ამ ქალის მეზობლის მულის ქმრის მონათხრობი უცებ აიტაცა წუკლაკმა ოპოზიციამ - ეგე, ეხლაც არა გჯერათ, რო ესენი მოღალატეები და რუსეთუმეები არიანო?!
ეგ კიდევ არაფერი, დალაი ლამამ კი არა და... დიადმა ხუხამ ეგრევე დაასკვნა, რომ ამ ინფორმაციამ ქვეყანაში არნახული ლუსტრაცია გამოიწვია და უკვე აღარ აქვს მნიშვნელობა, ტყუილია თუ მართალიო.
რა ლუსტრაციაზეა საერთოდ საუბარი, დალაი ლამას კი არა და... დიად ხუხას გარდა ჯერ არავინ იცის. ალბათ მალე დადგება დრო, “პოლიტრის'' ეთერში წვრილად აგვიხსნის ემასთან ერთად.
მა რაააა... მა სხვანაირად როგო იქნება?
ამ ქალის მეზობლის მულის ქმრის მონათხრობი უეცრად უარყო აშშ-ის საელჩომ.
დიახ, უარყო აშშ-ის საელჩომაც კი, თანაც ძალზედ ოპერატიულად - რას მიედ-მოედებით, მაგ თემაზე საუბარი საერთოდ არ ყოფია, ბაზა არა, შაშა, კოლა და თემურ ჭყონია კიდევო!
ეს ქალი, სუ გაჩეჩილი როა, სუ ახლად გამოღვიძებულს რო ჰგავს და სადაცაა მთქნარება აუტყდება, ზურგზე მაინც არ ეცემა - მე რაც მოვყევი, თინა ხიდაშელმაც დამიდასტურა, სხვებმაც დამიდასტურეს და რაკი მათ დამიტასტურეს, “ზნაჩიტ'' ეგრეაო.
ესე იგი, აშშ-ის საელჩომ უარყო და ეს მაინც იძახის, ჩემი მეზობლის მულის ქმრის პენისი შუშა კიტრიაო, წარმოგიდგენიათ?!
ჰმ... რა ბაზა, რა ღაზა, რა თაზა და რა მათე, ქალო, რა მათე?
ჯერ ერთი, საქართველოს ხელისუფლებას, რაღაც გარემოებებიდან გამომდინარე, უარიც რომ ეთქვა, ამას აუცილებლად ექნებოდა საფუძველი და ძალიანაც კარგი, თუ უარს იტყოდა, მაგრამ ტყუილი და ეგეთი?
მიდი, ქალო, სარკეში ჩაიხედე, კაწაწები დაივარცხნე, აქოთებულ გონებაში რამე დაალაგე, რას მიედები, რას მოედები?!"-წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი.
შეგახსენებთ, რომ ჟურნალისტმა ლიკა ბასილაია-შავგულიძემ, მთავარი არხის” ეთერში, გადაცემა “დღის სტუმარში” საუბრისას განაცხადა, რომ “ქართულმა ოცნებამ” აშშ-ს სამხედრო დახმარებაზე, მათ შორის აშშ-ის სამხედრო ბაზის გახსნაზე საქართველოში, უარი უთხრა. როგორც მან “, ამის შესახებ აშშ-ის საელჩოს ოფიციალურმა წარმომადგენელმა უთხრა. ბასილაიას თქმით, რამდენიმე ადამიანთან ერთად, უკრაინის ომის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე, საელჩოს პოლიტიკურ და ეკონომიკურ მრჩეველს შეხვდა, რომელმაც “ოცნების” ხელისუფლებასთან გამართული მოლაპარაკებების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია:


“რამდენიმე ადამიანი ვიყავით, თებერვლის ბოლოს, პირველი რაც თქვა საელჩოს პოლიტიკურმა და ეკონომიკურმა მრჩეველმა იყო ის, რომ ომის დაწყებამდე რამდენიმე თვით ადრე, ჩვენ [აშშ-მ] ვიცოდით რა იგეგმებოდა უკრაინის წინააღმდეგ და გადავაფასეთ რა ჩვენი დამოკიდებულება რუსეთთან მიმართებაში, რუსეთის აგრესია საქართველოს მიმართ 2008 წელს, ყველაფერს სხვანაირად შევხედეთ, დავინახეთ ჩვენი შეცდომები, ჩვენ შევთავაზეთ ქართული ოცნების მთავრობას ნებისმიერი რაოდენობის ტიპის და კალიბრის იარაღი, რამდენიც დასჭირდებოდათ.

როდესაც დაზვერვის ინფორმაცია აკუმულირდა, თუ რას აპირებდა რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ, პირველი გაგვახსენდა საქართველო, ჩვენ შევთავაზეთ ეს. მე ჩავეძიე, იყო თუ არა საუბარი ამერიკის ამხედრო ბაზაზე საქართველოში, მან დააქნია თავი და მითხრა, დიახ- ჩვენ მზად ვიყავით დაგვეწყო სერიოზული მოლაპარაკებები ქართული ოცნების მთავრობასთან, იქვე ხაზგასმით აღნიშნა, რომ რამდენიმე რაუნდი გვქონდა შეხვედრების და საბოლოო ჯამში ქართული ოცნების მთავრობამ გვითხრა, რომ მათ არ უნდათ რუსეთის გაღიზიანება. ამის შემდეგ ალბანეთში გავხსენით აშშ-ის ბაზა და ასე დამთავრდა ეს ამბავიო."-განაცხადა ლიკა ბასილაიამ "მთავარი არხის" ეთერში.



ჟურნალისტის თქმით, ინფორმაცია მოგვიანებით კიდევ გადაამოწმეს და დადგინდა, რომ ამერიკა გვთავაზობდა სამხედრო შენაერთის შემოყვანას იმის ნიშნად, რომ ჩვენ გადავდიოდით აშშ-ის სამხედრო შეიარაღებული ძალების მფარველობის ქვეშ. მისი თქმით, “ოცნებამ” ამ გადაწყვეტილებით საქართველოს მოქალაქეებს უსაფრთხოების მყარი გარანტიები გამოაცალა ხელიდან.


ოპოზიციურ მედიაში გავრცელებულ ამ განცხადებას, მალევე გამოეხმაურა ამერიკის საელჩო:



“აშშ-საქართველოს თავდაცვითი ურთიერთობა ეფუძნებოდა და კვლავაც ეფუძნება თავსებადობის გაძლიერებას და საქართველოს მხარდაჭერას შემდგომი აგრესიის შეკავებისა და მისი სუვერენული ტერიტორიის დასაცავად, რაც საქართველოს უკეთ ამზადებს ნატოში გაწევრიანებისთვის. მედიაში გავრცელებული ინფორმაციის განსამარტად, შეერთებულ შტატებს არ შეუთავაზებია ამერიკული სამხედრო ბაზის შექმნა საქართველოში”, – აღნიშნულია განცხადებაში.


მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას სიცრუეს უწოდებს საქართველოს თავდაცვის სამინისტრომაც:


.

“თავდაცვის სამინისტრო ეხმიანება მედიაში გასულ ინფორმაციას, რომელიც შეეხება აშშ-საქართველოს სამხედრო-პოლიტიკური ურთიერთობების თემას და შინაარსობრივად წარმოადგენს სრულ სიცრუეს.

აღნიშნული ინფორმაცია ვრცელდება პოლიტიკურად მიკერძოებული პირის მიერ, რომელიც შემდგომ ცალკეული მედია საშუალებებისა და პოლიტიკურად ანგაჟირებული პირების მიერ გამოყენებულია დეზინფორმაციული კამპანიის საწარმოებლად.

მოვუწოდებთ საზოგადოებას დაეყრდნონ გადამოწმებულ ინფორმაციას, განსაკუთრებით ასეთი მნიშვნელობის თემატიკის განხილვისას”, – აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

0
143
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
143
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0