x
მეტი
  • 04.05.2024
  • სტატია:134617
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508782
ვულგარულობის ზღვარზე: 2023 წლის კანის კინოფესტივალის 17 „ში#ველი“ კაბა
image


ცნობილი ქალბატონები მნიშვნელოვან ღონისძიებებზე დასასწრებად ცდილობენ ყველაზე ეფექტური ჩაცმულობით გამოჩნდნენ, თუმცა არაერთი მცდელობის მიუხედავად ყველა მათგანი ყოველთვის შთამბეჭდავად როდი გამოიყურება, მაგრამ ის, რაც შეიძლება თითოეულზე დარწმუნებით ითქვას არის ის, რომ მათი ყოველი საჯარო გამოჩენა - ძალიან თვალშისაცემი და ეფექტურია. გამონაკლისი არც წლევანდელი კანის კინოფესტივალი აღმოჩნდა, სადაც ცნობილმა ქალბატონებმა თავიანთი თამამი და თვალისმომჭრელი "ლუქებით" ყველა სტუმარი მოხიბლეს.


image


ყვითელი ფერის კაბაში გამოწყობილმა ჰაიდი კლუმმა წითელ ხალიჩაზე ნამდვილი ფურორი მოახდინა. გარდა იმისა, რომ მოდელის ჩაცმულობა მკვეთრი ფერისა და მხრებზე გაწყობილი ბრჭყვიალა თვლებისა და მძივების წყალობით ძალიან თვალშისაცემი იყო, ლამაზმანის კაბა ზედმეტად თამამიც გამოდგა. მკერდზე არსებული ჭრილი იმდენად ღრმა იყო რომ მოდელის "ღირსებები" კაბიდან ამოხტომას მთელი ძალით ლამობდა. კაბის ცალ გვერდზე ღრმა ჭრილი კი მხოლოდ იმას ადასტურებდა რომ სუპერმოდელს იმ საღამოს საცვალი არ ეცვა.


image


რაც შეეხება მშვენიერ ქეით ბეკინსეილს მან ყველა მოლოდინს გადააჭარბა. ჰოლივუდის ვარსკვლავმა არჩევანი პიტნისფერ, გამჭვირვალე, შორტიან კომბინეზონზე გააკეთა, რომელიც ბისერებით იყო მოჭედილი, რომელთა მაქსიმალური რაოდენობაც თავს სწორედ ინტიმურ ადგილზე იყრიდა, ხოლო სხეულის დანარჩენი ნაწილები პუბლიკისთვის სრულიად ღია იყო, მსახიობს უკანალს მხოლოდ წელზე ბაფთით შეკრული გრძელი ქსოვილი უფარავდა.


image


წითელი ხალიჩისთვის ეპატაჟური ჩაცმულობა შეარჩია ასევე ბლოგერმა ჯორდანა მაიამაც. გოგონამ არჩევანი წვრილ თასმებიან გამჭვირვალე სარაფანზე გააკეთა, რომელსაც ყველა პიკანტურ ნაწილს თეთრი ბუმბულის მოსაცმელი უფარავდა.


image


მოდელმა სტელა მაქსველმა კანის ფესტივალისთვის ძალიან საინტერესო ჩაცმულობა შეარჩია - ვიწრო კაბა ღრმა დეკოლტითა და წელზე ჭრილებით. მართალია კაბა ზედმეტად მოშიშვლებული კი იყო, მაგრამ მოდელის "ლუქი" ზღვარს მისი ზოგიერთი კოლეგის მსგავსად მაინც არ სცდებოდა.



image


სკანდალურ არიადნა გუტიერესს თავისი კაბის მეტისმეტად ღრმა ჭრილით ყველას განცვიფრება სურდა, რაც წარმატებით გამოუვიდა კიდეც. კოლუმბიელი ზედმეტად გამომწვევად რომ არ გამოჩენილიყო, მთელი საღამოს განმავლობაში ცალ გვერდს ხელით იფარავდა. არიადნას ჩაცმულობას პიკანტურობას მკერდზე არსებული ღრმა დეკოლტეც სძენდა.


image


ქლოე ლაკარე კიდევ უფრო შორს წავიდა და ოქროსფერ კაბაში გამოწყობილმა მთელი მუცელი და მკერდის ნაწილი მოიშიშვლა. ინტერნეტქსელში ბევრი ხუმრობდა რომ ფრანგი მოდელის სამოსზე დეკოლტის ჭრილი ამობრუნებული იყო. მთლიანობაში ქლოეს ჩაცმულობა საკმაოდ უცნაურად და ცოტა გამომწვევადაც კი გამოიყურებოდა.


image


იტალიაში მოღვაწე ცნობილი არგენტინელი ტელეწამყვანისა და ფოტომოდელის ბელენ როდრიგესის უმცროსი დის, ასევე მოდელის სესილია როდრიგესის "ლუქი" საკმაოდ ვულგარული გამოვიდა. არგენტინელის ჩაცმულობა ვერცხლისფერი ბიუსტჰალტერისა და შავი ასიმეტრიული ქვედაბოლოსგან შედგებოდა, ამიტომ მოდელის სხეულის უმეტესი ნაწილი თითქმის შიშველი იყო. თქვენ წინაშეა კიდევ 10 ცნობილი ქალბატონის "შიშველი" "ლუქი" კანის 76-ე კინოფესტივალიდან.


image



ლეონი ჰანე



image


ელზა ჰოსკი

image


აივი გეტი



image



ალექს კონსანი



image



სინდი კიმბერლი



image



დაფნა გინესი



image



შეი მიტჩელი



image



მონია შოკრი



image




ირინა შეიკი


image


ქეროლაინ ტრენტინი








0
672
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
672