x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
"იმ ფოტოებს არ ჰქონდა მოხვედრილი არც ერთი ტყვია, რომლებზეც ნოდარ დუმბაძე იყო" - უცნობი ისტორია მწერალზე
image14 სექტემბერი ნოდარ დუმბაძის გარდაცვალების დღეა, მიუხედავად იმისა, რომ მწერალი საკმაოდ ნაადრევად გარდაიცვალა, 56 წლის ასაკში. ძნელად მოიძებნება უახლეს ისტორიაში სხვა ცნობილი პიროვნება, რომელზეც ამდენი სახალისო ისტორია იყოს გავრცელებული.



ალბათ, იფიქრებთ ნოდარ დუმბაძეზე იმდენი დაწერილა და თქმულა, ახალი რაღა უნდა იყოსო, თუმცა დღეს გაგაცნობთ მსახიობ დიმა ჯაიანის მოყოლილ ისტორიას, რომელიც ვფიქრობ ფართო საზოგადოებისათვის უცნობია და კიდევ ერთხელ დაგვანახებს, თუ რაოდენ დიდი სახალხო სიყვარულით სარგებლობდა შესანიშნავი რომანისტი.



ეს ისტორია აფხაზეთის ომთან არის დაკავშირებული, რომელსაც მსახიობი ემოციების გარეშე ვერასდროს იხსენებდა:


“აფხაზეთში, კერძოდ, სოხუმში ჩემი სახლის კედლები ფოტოებით იყო აჭრელებული. იყო სურათები სპექტაკლებიდან, ფილმებიდან, მეგობრებთან ერთად გადაღებული ფოტოები…



როდესაც სოხუმი დაეცა და ჩვენ იქიდან წამოვედით, ამბავი ჩამომივიდა თბილისში, აფხაზები შევარდნენ შენს სახლში, მთელი ფოტოები ავტომატის ჯერით გადაცხრილეს და მხოლოდ იმ ფოტოებს არ აქვს მოხვედრილი არც ერთი ტყვია, რომლებზეც ნოდარ დუმბაძეაო.


ეს იყო ჩემთვის ერთ-ერთი დაუვიწყარი ისტორია, რომელსაც ემოციის გარეშე ვერასდროს ვიხსენებ. ნოდარი მართლაც გულიანი ადამიანი იყო, მას ძალიან უყვარდა აფხაზეთი და აფხაზები და როგორც ჩანს, მათაც ძალიან უყვარდათ.”

1
422
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
422
  
2023, 28 სექტემბერი, 22:46
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სექსის გაცნობის საუკეთესო საიტზე --- www.Meetme.pw
0 1 1