x
მეტი
  • 29.04.2024
  • სტატია:134573
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508652
მამაკაცი, რომელიც გაუპატიურებისთვის იჯდა ციხეში, 47 წლის შემდეგ გაამართლეს
image

შეერთებულ შტატებში, უდანაშაულო მამაკაცი, რომელიც 1976 წელს გაასამართლეს გოგონას გაუპატიურებისთვის და რომელმაც შვიდი წელი მოიხადა ციხეში, სრულად გაამართლეს. ამის შესახებ New York Post იუწყება.


სასამართლომ დნმ-ის ექსპერტიზის მონაცემების საფუძველზე 72 წლის ლეონარდ მაკს ყველა ბრალი მოუხსნა. კაცმა შვიდი წელი გაატარა გისოსებს მიღმა, 47 წლის წინ, ნიუ-იორკში, ვინჩესტერის ოლქში, სკოლის მოსწავლე გოგონაზე ძალადობის გამო.


მაშინ უცნობმა დამნაშავემ ორი გოგონა იარაღის მუქარით, გაკოჭა და ტყეში წაიყვანა. იქ მოძალადემ ერთი მათგანი გააუპატიურა და მეორესთანაც იგივე სცადა.



მაკი დააკავეს რამდენიმე საათის შემდეგ, რადგან ის ემთხვეოდა ეჭვმიტანილის აღწერილობას. მიუხედავად იმისა, რომ მამაკაცმა დანაშაული არ აღიარა და მოწმეებმაც მისი ალიბი დაადასტურეს, ნაფიც მსაჯულებმა გამამტყუნებელი განაჩენი გამოაცხადეს. პატიმრობაში ყოფნისას მაკი ცდილობდა სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას, მაგრამ რაიონული პროკურატურა მას ყოველ ჯერზე უარს ეუბნებოდა.

image

შედეგად, მან მთლიანი ვადა მოიხადა და სრული გამამართლებელი განაჩენის მიღწევა მხოლოდ ორგანიზაცია The Innocence Project-ის თანამშრომლების ძალისხმევის წყალობით შეძლო. მისმა ექსპერტებმა ჩაატარეს დანაშაულის ადგილიდან დნმ-ის ნიმუშების სიღრმისეული კვლევა, რომლის შედეგებმაც მაკის უდანაშაულობა დაამტკიცა.

image

ამავე ექსპერტიზამ დაადგინა ნამდვილ დამნაშავე, რომელმაც რამდენიმე ვადა მოიხადა გაუპატიურებისათვის 1975 წლიდან 2004 წლამდე. ნამდვილმა დამნაშავემ უკვე აღიარა სკოლის მოსწავლეების გაუპატიურება.


რაც შეეხება ლეონარდ მაკს:


„განაჩენმა მთელი ჩემი ცხოვრება შეცვალა - საცხოვრებელი ადგილიდან დაწყებული და ოჯახით დამთავრებული. მაგრამ არასოდეს დამიკარგავს იმედი და მჯეროდა, რომ ჩემი უდანაშაულობა დამტკიცდებოდა. ახლა სიმართლე გაირკვა და საბოლოოდ შემიძლია შვებით ამოვისუნთქო. ”მე საბოლოოდ ნამდვილად თავისუფალი ვარ”, - თქვა მაკმა სრული გამამართლებელი გადაწყვეტილების შემდეგ.

image

აშშ-ი მსგავსი შეცდომა არც თუ იშვიათია, მაგალითად ამა წლის გაზაფხულზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში გაათავისუფლეს უდანაშაულოდ მსჯავრდებული, რომელსაც 34 წელი იჯდა ციხეში ყაჩაღობისთვის. 1988 წელს მას 400 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი.

0
299
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
299
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0