x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
კიმ კარდაშიანმა თხოვნით მიმართა ბაიდენს, დაიცვას სომხები
image

კიმ კარდაშიანმა აშშ-ს პრეზიდენტს ჯო ბაიდენს თხოვნით მიმართა დაიცვას სომხეთი აზერბაიჯანისგან.


ამერიკელმა ტელევარსკვლავმა კიმ კარდაშიანმა სოციალურ ქსელ X-ში მიმართა აშშ-ის პრეზიდენტს ჯო ბაიდენს თხოვნით „შეაჩეროს სომხების ახალი გენოციდი“.


ამერიკელმა ტელევარსკვლავმა მიმართვას დაურთო ჟურნალ Rolling Stone-ის სტატიის ბმული. მასალაში იგი, ცნობილ ექიმ, ერიკ ისრაელიანთან ერთად, სთხოვს შეერთებული შტატების მთავრობას გავლენა მოეხდინოს აზერბაიჯანის ხელისუფლებაზე, რათა თავიდან აიცილონ შემდეგი შესაძლო საომარი მოქმედებები მთიან ყარაბაღში.



„უკრაინის ომმა აზერბაიჯანი ზოგიერთი ქვეყნისთვის რუსული ნავთობისა და გაზის ერთი შეხედვით უფრო მომგებიან ალტერნატივად აქცია. თუმცა, ასეთმა თვითდაჯერებულებამ შთააგონა აზერბაიჯანის ავტოკრატიულ მთავრობა, გამოიყენოს შიმშილი, როგორც იარაღი რეგიონში სომხური მოსახლეობის წინააღმდეგ“, - განაცხადა კარდაშიანმა.


2020 წელს კიმ კარდაშიანმა, სომხური წარმოშობის ამერიკელმა ვარსკვლავმა, მთიანი ყარაბაღის დასახმარებლად ერთი მილიონი დოლარი გადარიცხა.


როგორც ცნობილია ამ დღეებში სომხეთ-აზერბაიჯანს შორის სროლები ისევ განახლდა.



კიმ კარდაშიანი მამით სომეხია, დედით კი ნახევრად შოტლანდიელ/ჰოლანდიელი.მისი წინაპრები სემ და ხარომ კარდაშიანები ყარსის ოლქიდან, რომელიც მაშინ რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში იყო, გადასახლდნენ ამერიკაში, 1915 წელს თურქეთში სომეხთა გენოციდის დაწყებამდე, სადაც ხორცის კონსერვების საოჯახო საწარმო გახსნეს, თუმცა კიმის მამამ, რობერტ კარდაშიანმა ადვოკატის პროფესია აირჩია და 1967 წელს მიიღო დოქტორის ხარისხი სან-დიეგოს უნივერისტეტის იურიდიულ სკოლაში.

0
96
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
96
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0