x
მეტი
  • 28.04.2024
  • სტატია:134572
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508652
მინსკში ფოტოების გამო გოგონა 1948 წლის ანტიკვარულ ავტომობილის კაპოტზე დაჯდა და ახლა მას პოლიცია ეძებს
image

მანქანის მფლობელი ეძებს ქალს, ბელარუსისთვის (და, პრინციპში, მთელი ავტო სამყაროსთვის) იშვიათი 75 წლის რეტრო ავტომობილის DeSoto -ს დაზიანებისთვის.


მფლობელმა დილით კაპოტზე უზარმაზარი ლაქები და ღრმულები აღმოაჩინა. მანქანის მფლობელმა კირილმა ჩაატარა საკუთარი, მცირე გამოძიება და მალევე დაადგინა პირები, რომელბმაც მანქანა დაუზიანეს. როგორც ირკვევა, ეს არის კაპოტზე ფოტოების გადაღების შედეგი.

image


”ეს იქნება ყველაზე ძვირადღირებული სურათები ან გოგოსთვის, გარანტიას გაძლევთ”, - თქვა მინსკელმა მამაკაცმა

image

„მანქანა გაჩერებული იყო კარლ მარქსის ქუჩაზე, No23 სახლთან“, - განუცხადა კირილმა გამოცემა Onlíner-ს— გუშინ, დაახლოებით 10:40 წუთზე მივედი მანქანასთან და კაპოტზე ნაკაწრები და ღრმულები დამხვდა. ისტორიული შენობის თაღთან მდგარი ორი გოგონაც შევნიშნე: ერთს ნიღაბი ეკეთა, მეორე ფოტოებს იღებდა. ნიღაბმა მიიპყრო ჩემი ყურადღება, მაგრამ იმ მომენტში ჯერ კიდევ არ ვიცოდი, რომ ესენი იყვნენ ზიანის მომყენებელი პირები. იმ დილით სასწრაფოდ მომიწია საქმეზე წასვლა; ცოტა მოგვიანებით დავიწყე დამნაშავეთა ძებნა.


მამაკაცი ამბობს, რომ მიაკითხა მაღაზიას, რომლის სიახლოვესაც DeSoto იყო გაჩერებული: „მათ ამოიღეს ჩანაწერები გარე სათვალთვალო კამერებიდან და მთელი ღამის განმავლობაში ათვალიერებდნენ ჩანაწერს. მაგრამ აღმოჩნდა, რომ ის მანქანის კაპოტზე წამომჯდარი იყო სულ რაღაც ორიოდე წუთით ადრე ჩემს მოსვლამდე. ეს იყო იგივე გოგო ნიღაბში. მოგვიანებით მე გადმომცეს კიდევ რამდენიმე კადრი გადაღებული ქუჩის მოპირდაპირე მხარეს სალონიდან. გაირკვა, რომ ლაქები შემთხვევით არ გაჩენილა, გოგონებმა მოაწყვეს ფოტოსესია, გადაიღეს რამდენიმე ფოტო სხვადასხვა პოზაში“.

image

image

„პოლიციას განცხადებით დავუკავშირდი“, - ამბობს რეტრო მანქანის მფლობელი. „თანამშრომლებმა დაასრულეს ყველაფერი და მოითხოვეს მაღალი გარჩევადობის ვიდეო, რათა დაედგინონ გოგონას ვინაობა.

image

ამერიკული კომპანია Chrysler-ის იშვიათი რარიტეტული ავტომობილი DeSoto გამოდიოდა 1910-1961 წლებში, მთლიანად დამზადდა 2 მილიონამდე სატვირთო და მსუბუქი ავტომობილი,


ავტომობილი, რომელსაც მინსკელი მამაკაცი ფლობს, DeSoto Custom 4- პირველად 1948 წელს ჩამოვიდა კონვეირიდან .

image

2
398
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
398
  
2023, 28 სექტემბერი, 22:42
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სექსის გაცნობის საუკეთესო საიტზე --- www.Meetme.pw
2023, 9 სექტემბერი, 22:04
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2