x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
"ნახევარი ხახვის თავი ამიწონეთ" - გუშინდელი სიმწრის გადასაფარად, ერთი ანგლოსაქსონური ანეკდოტი..
image

ანალიტიკოსი, "ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი ესპანეთის ნაკრებთან გუშინდელი საშინელი მარცხის შემდეგ ერთ ინგლისურ ანეკდოტს აქვეყნებს სოციალურ ქსელში, რომელსაც ქვემოთ გაეცნობით:



"გუშინდელი სიმწრის გადასაფარად, კიდევ ერთი ანგლოსაქსონური ანეკდოტი...


ლონდონის ხილ-ბოსტნეულის მარკეტში შემოდის კლიენტი და გამყიდველს, ახალგაზრდა მამაკაცს, სთხოვს: "ნახევარი ხახვის თავი ამიწონეთო".



გამყიდველი, უკმაყოფილო მზერით, მას პატარა ზომის, მაგრამ ერთი მთლიანი თავის შეძენას სთავაზობს. არაო, ნახევარი მინდაო. თანაც, თქვენი უკმაყოფილო მზერა არ მომწონსო - მენეჯერს დაუძახეთო.



გამყიდველი მიდის მენეჯერთან, ვერ ამჩნევს, რომ მყიდველიც აედევნა და ეუბნება "შეფს": "სერ, ჩვენთან ერთი გამოსირებული დეგენერატი შემოვიდა და ნახევარი ხახვის თავის აწონვა მთხოვა...". მენეჯერი გადიდებული თვალის გუგებით ატყობინებს მყიდველს, რომ გამოსირებული "შარი" მის ზურგს უკანაა.


გამყიდველი ხვდება და აგრძელებს: "...მაგრამ, ჩვენდა საბედნიეროდ, მაღაზიაში გვესტუმრა ერთი ჯენტლმენი და ხახვის მეორე ნახევრის შეძენა მოისურვა, რა ვქნათ?". "მოემსახურე, " - უბრძანა მენეჯერმა - "ჩვენს ხარჯზე და მადლობაც გადაუხადე".


ვერშემდგარი ინციდენტის შემდეგ, მენეჯერმა გამყიდველს თავისთან მოუხმო:


- მომეწონა, როგორ გამოხვედით სიტუაციიდან. თქვენ ინგლისელი არ ჩანხართ...

- არა, სერ - კანადიდან ვარ.

- ოოო, კანადა! გადასარევი ქვეყანაა!

- დიდი არაფერი, სერ! მეძავი ქალების და ჰოკეისტების სამშობლო!

- ჰმ...მე მეუღლე მყავს კანადელი...

- რას მეუბნებით, შეფ?! რომელ გუნდში თამაშობდა???"



მანამადე დავითა ქართველიშვილი ასე გამოეხმაურა საქართველოს ნაკრების მარცხს სოციალურ ქსელში:


"აკურატულად გაკრეჭილი წვერის ფორმით, "ტატუების" ხარისხითა და რაოდენობით, თმის ვერცხნილობითა და შეღებილობით - არაფრით არ ჩამოუვარდებით ევროპელ ფეხბურთელებს, ამ კომპონენტებში პირიქით, გაცილებით წინ ვართ. ცოტაღა გვაკლია - ევროპული ფეხბურთის თამაში, რასაც აუცილებლად მივაღწევთ ჩვენი ევროინტეგრაციის წარმატებასთან პარალელურად.


მე მაგალითად ქართული ფეხბურთის ყურებას იმ დროს დავანებე თავი, როდესაც ჩვენს ფეხბურთელებს სამმანეთიანი ვარცხნილობა, ГАЗ-24 მარკის მანქანები და "ტატუების" გარეშე "გოიმური" სხეული ჰქონდათ, თუმცა ევროპას აზანზარებდნენ, ისე თამაშობდნენ. ამიტომ ვარ ფეხბურთში "საბჭოური რუსეთუმე" და ჩვენს თანამედროვე ევროპულ ფეხბურთში არაფერი გამეგება..."



0
60
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
60
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0