x
მეტი
  • 28.04.2024
  • სტატია:134563
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508622
ჩინელი ქალი 16 სამუშაოზე მოეწყო, მაგრამ არცერთი დღე არ უმუშავია და 7 მილიონი იშოვა
image

ჩინეთში ქალმა თაღლითური გზით 16 კომპანიისგან 7 მილიონი დოლარის ოდენობის ხელფასი ჩაიჯიბა, იუწყება ჩინური გამოცემა South China Morning Post


ჩინელმა ქალმა გუან იუემ, თავისი ოცნების ასრულებისთვის, გადაწყვიტა ერთდროულად 16 სამუშაოზრ მოწყობა. მაგრამ ეს არც ისე მარტივია. რამდენიმე პოზიციის ერთდროულად გაერთიანების მიზნით, ქალმა შეიმუშავა სპეციალური სქემა. ფაქტობრივად, გუანს არცერთ სამუშაოზე ერთი დღეც არ ყოფილა. სხვადასხვა ადგილზე იღებდა სურათებს, აგზავნიდა სამუშაო ჯგუფებში და ამტკიცებდა, რომ კლიენტებს ხვდებოდა.


დიდი თაღლითის გუან იუეს კარიერა დასრულდა მაშინ, როდესაც ის მორიგ სამუშაო ადგილზე გასაუბრების დროს დააკავეს.



მანამდე კი, ერთ-ერთმა დამსაქმებელმა, IT კომპანიის მფლობელმა, ლიუ ჯიანმა, აღმოაჩინა უზუსტობები დოკუმენტებში. გასული წლის ოქტომბერში მან ერთ-ერტი განყოფილებისთვის შეკრიბა შვიდი კაცისგან შემდგარი კოლექტივი, თითოეულს იდეალური რეზიუმე და უზარმაზარი სამუშაო გამოცდილება ჰქონდა. მაგრამ ამის მიუხედავად ამის, განყოფილებამ შედეგი არ აჩვენა და ყველანი დაითხოვეს.


შემდეგ ლიუმ აღმოაჩინა უზუსტობები დოკუმენტებში. ამის გარდა შენიშნა საეჭვო სახელფასო გადარიცხვები, სხვადასხვა საბანკო ანგარიშებზე, რომლებიც არ იყო დაკავშირებული მის თანამშრომლებთან.


პოლიციამ, რომელიც გამოძიებას შეუერთდა, დაადგინა, რომ გუან იუესთან ერთად თაღლითობაში 53 ადამიანი იყო გარეული; ისინი ყველა დაკავებულია. საქმეში მთლიანმა თანხამ 50 მილიონ იუანს (7 მილიონი აშშ დოლარი) გადააჭარბა.



გამოძიებამ დაადგინა, რომ გუანი საფუძვლიანად უდგებოდა აფერას, ყველა დეტალის გათვალისწინებით. დამსაქმებლები რომ არ არეოდა, ჩინელი ქალი ყველაა დეტალს აფიქსირებდს. იწერდა მუშაობის დაწყების თარიღს, ვაკანსიის დასახელებას და საბანკო ანგარიშის ნომრებს, სადაც ხელფასები ირიცხებოდა.


გუანს ჰქონდა დამსაქმელისათვის საკუთარი თავის მიყიდვის უნიკალური ნიჭი, ამიტომ უარი არასდროს არ მიუღია. გააცნობიერა, რომ შეუძლებელი იყო ამდენის ათვისება, დროდადრო ის ყიდდა მომგებიან ვაკანსიებსაც კი და ამაში პროცენტს იღებდა.


ჩინელი ქალი კრიმინალურ გზას ქმართან, ჩენ ციანთან ერთად დაადგა .სამ წელიწადში თაღლითური სქემით, წყვილმა იშოვა იმდენი თანხა, რომ იყიდეს ვილა შანხაიში, ბაოშანის რაიონში.


ჩინურ სოციალურ ქსელებში ამ ამბავმა მომხმარებლები გააოცა და შოკში ჩააგდო. თუმცა, ზოგიერთს ეჭვი შეეპარა, თუ როგორ ახერხებდა გუან იუე ამდენ ხანს ამდენი დამსაქმებლის ერთდროულად გაბითურებას. სხვებმა კი აღნიშნეს, დროა გამკაცრდეს სამსახურში მიღების წესები.

1
305
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
305
  
2023, 9 სექტემბერი, 22:05
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1