x
მეტი
  • 28.04.2024
  • სტატია:134564
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508622
1976 წლის სექტემბერში საბჭოთა მფრინავმა გაიტაცა იმ დროისათვის ულტრათანამედროვე გზაგადამჭრელი МиГ-25П
image
საბჭოთა პერიოდში საბჭოთა მფრინავების მიერ საბჭოთა თვითმფრინავების გატაცების არაერთი შემთხვევა მომხდარა, ნაწილი გახმაურდა, ნაწილს დღესაც გრიფი საიდუმლო ადევს.


სხვათაშორის სენაკის აეროდრომიდანაც გაიტაცა რუსმა პილოტმა გამანადგურებელი და თურქეთის ტერიტორიაზე დასვა.

1976 წლის სექტემბერში საბჭოთა კავშირში, შორეულ აღმოსავლეთში მიმდინარეობდა გეგმიური წვრთვნები სამხედრო-საჰაერო ძალებში, სადაც მონაწილეობას იღებდა იმ დროისათვის ულტრათანამედროვე გზაგადამჭრელი-გამანადგურებელი "МиГ-25П", რომელსაც ჰქონდა საბორტე ნომერი 31 და შედიოდა 530-ე გამანადგურებელი ავიაციის პოლკის შემადგენლობაში.
1976 წლის 6 სექტემბერს სამხედრო აეროდრომ სოკოლოვკადან ცაში აფრინდა ორი ულტრათანამედროვე საბჭოთა გამანადგურებელი, რომელსაც "ნატოს" ალიანსის წარმომადგენლები "მფრინავ მელას" უწოდებდნენ.


ალიანსის ექსპერტების თქმით ის იყო იმ დროისათვის ულტრათანამედროვე, ზე მანევირებადი და ზესწრაფი გამანადგურებელ-გზაგადამჭრელი, რომლის შესახებ ალიანსის წევრებს მხოლოდ ზოგადი ინფორმაცია ჰქონდათ სადაზვერვო მონაცემების წყალობით.

უფროსი ლეიტენანტი ვიქტორ ბელენკო თავისი გამანადგურებელ-გზაგადამჭრელით მეორე ნომრად იყო და წამყვან თვითმფრინავს უკან მიჰყვებოდა, აფრენიდან რამდენიმე წუთში ბელენკომ გაითამაშა თვითმფრინავის ტექნიკური უწესივრობა ჩამორჩა რა წამყვან თვითმფრინავს, სწრაფად მოუმატა სისწრაფეს და რადარებისათვის მიუწვდომელ 30 მეტრ სიმაღლემდე ჩამოიყვანა გამანადგურებელი. თან რადიოკავშირი გამორთო მართვის ოპერატიულ ცენტრთან.


ბელენკოს მოსაძებნად რამდენიმე გამანადგურებელი აიჭრა ცაში, მაგრამ მისი გადაჭერა უკვე შეუძლებელი იყო, მფრინავმა მინიმალურ სიმაღლეზე იფრინა რათა იაპონური რადარების მხედველობის არეში არ მოხვედრილიყო. ბელენკო თავიდან ფიქრობდა გამანადგურებელი ამერიკულ სამხედრო აეროდრომზე დაესვა, მაგრამ გაურკვეველი მიზეზების გამო სიმაღლე აიღო 6 კილომეტრამდე, რა დროსაც მოხვდა იაპონური რადარების ხედვის არეში, რადიოკავშირის არქონის გამო მასთან დაკავშირება იაპონელებმა ვერ შესძლეს და გამანადგურებლები ააფრინეს განგაშით, თუმცა ბელენკომ სწრაფი მანევრით, გამანადგურებლის მანევრირობის წყალობით სწრაფად ჩამოიყვანა გამანადგურებელი მინიმალურ სიმაღლემდე და იაპონელ გამანადგურებლებს ამ გზით გაექცა.

ბელენკომ ამერიკული ტიტოსს აეოდრომის ნაცვლად თვითმფრინავი კუნძულ ჰოკაიდოზე, სამოქალაქო აეროპორტ ხაკოდატეზე დასვა, დაფრენის მომენტში სასწაულებრივად აერიდა გამანადგურებლის მანევრირობადობის წყალობით სამოქალაქო «Боингом-727»-ს. სწრაფი მანევრის და დასაფრენი ზოლის სიმოკლის გამო ბელენკომ დასაფრენ ბილიკზე ვერ შესძლო გაეჩერებინა გამანადგურებელი და გრუნტზე გადავიდა, თუმცა თვითმფრინავი არ დაზიანებულა.


თვითმფრინავიდან ჩამოსულ მფრინავს სურათების გადაღება დაუწყეს ცნობისმოყვარე აეროპორტის თანამშრომლებმა, რაც ბელენკოს არ მოეწონა და ტაბელური იარაღიდან ორი გამაფრთხილებელი გასროლა მოახდინა.



მფრინავი დაელოდა ადგილობრივ ხელისუფლებას და აშშ-ს წარმომადგენლებთან შეხვედრა მოითხობა. ჩასულ ამერიკელ დიპლომატებს ბელენკომ პოლიტიკური თავშესაფარი სთხოვა. ბელენკო ამერიკაში სასწრაფოდ გადააფრინეს, ხოლო იმ დროისათვის ულტრათანამედროვე თვითმფრინავი ამერიკელმა და იაპონელმა სპეციალისტებმა გულდასმით შეისწავლეს, თვითმფრინავში იმ დროისათვის უახლესი გასაიდუმლოებული აპარატურა იყო დამონტაჟებული.


ბელენკომ თავშესაფართან ერთად აშშ-ს მოქალაქეობაც მიიღო, მართალია მასზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ის სიღარიბეში მოკვდა მას შემდეგ რაც მეორე ცოლს გაშორდა, მაგრამ ეს ჭორი აღმოჩნდა, რადგან ბელენკო ავიაგამოფენაზე 2000 წელს რუს კოსმონავტს ვისკონსინის შტატში იგორ ვოლკს, რომელმაც ბელენკოს ჰკითხა: "კი, მაგრამ შენ ხომ მოკვდი"?


ბელენკოს პასუხი იყო: "ეს უშიშროებამ გაავრცელა ჭორი ჩემს სიკვდილზე, როგორც ხედავ ცოცხალი ვარ და ჯერ სიკვდილს არ ვაპირებ".

ამის შემდეგ ვიქტორ ბელენკოს კვალი იკარგება, სავარაუდოდ ამერიკულმა სპეცსამსახურებმა ის, სადღაც მოშორებულ ადგულზე გადაიყვანეს, სადაც უკვე ასაკოვანი რუსი ყოფილი მფრინავი მშვიდად ცხოვრობს ცნობისმოყვარე საზოგადოების ხედვის არესგან მოშორებით.

imageimage


0
324
6-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
324