x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
ცენტრალური აფრიკის პრეზიდენტის შვილმა ისე აურია ფსიქოლოგი ქალით დაწყებული რუსებს დაერია

image
ცენტრალური აფრიკის პრეზიდენტის შვილი ევარისტ ტუადერუ, რომელსაც ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს სამკურნალოდაა რუსეთში ჩაყვანილი პირად ფსიქოლოგთან ერთად. ახალგაზრდა მამაკაცმა მკურნალობის პირველი კურსი ქალაქ "მინერალნიე ვოდის" ფსიქიატრიულ კლინიკაში ჩაიტარა, დღისით მკურნალობის კურს იტარებდა ღამით კი სასტუმროში რჩებოდა.


კურსის დამთავრების შემდეგ ახალგაზრდა უნდა გადაეყვანათ მოსკოვის ფსიქიატრიულ კლინიკაში, მაგრამ სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტის შვილმა კატეგორიული უარი განაცხადა დაეტოვებინა სასტუმრო, ჩაიკეტა ოთახში და დაიწყო ყვირილი. ადმინისტრაციამ გააღო ოთახის კარი, რასაც ახალგაზრდასა და ადმინისტრაციას შორის დაპირისპირება მოჰყვა.

ახალგაზრდა პირად ფსიქოლოგ ქალსაც შეეხო ფიზიკურად და არც სასტუმროს ადმინისტრაციისათვის დაუკლია, თან უშვერი სიტყვებით ილანძღებოდა.
არც მის მოსკოვში გადასაყვანად ჩამოსულმა ჯგუფმა მოუხერხა ახალგაზრდას ვერაფერი, ევარისტი სასტუმროდან გაიქცა და ოპერატიული ჯგუფი იძულებული გახდა იძულების წესით დაეკავებინათ რკინიგზის სადგურზე, სადაც ასევე ყველას ეკონფლიქტებოდა.

პირადი ფსიქოლოგი იძულებული გახდა ბიჭის პრეზიდენტი მამისათვის დაერეკა, რის შემდეგაც ახალგაზრდა სპეციალური ჯგუფის თანხლებით გადაიყვანეს მოსკოვში სამკურნალოდ.

ასეა, პრეზიდენტის შვილობა ინდულგენცია ნამდვილად არაა მისი ხელშეუხლებლობისათვის, ჩემს თვალწინ რომ შეხებოდა თუნდაც პირად ფსიქოლოგ ქალს, "მივფერთხავდი" კარგად. "გამდის და ვაკეთებ"-ს უფრო ჰგავს ამ ბიჭის საქციელი ვიდრე სამკურნალო ადამიანის მოქმედებას.

0
250
6-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
250