x
image
ნინო ხიმშიაშვილი
Mediator image
ცნობილი მომღერალი Drake აჩვენებს თავის კონცერტზე შეგროვებულ ბიუსჰალტერების კოლექციას


Drake ფანების ბიუსჰალტერების კოლექციით


ჰიპ-ჰოპის კანადელმა ვარსკვლავმა Drake-მა (ნამდვილი სახელია ობრი დრეიკ გრეჰემი) ინსტაგრამზე გამოაქვეყნა თავისი ფოტო ასობით ბიუსჰალტერის ფონზე, რომლებიც მომღერალმა ტურის "It's All a Blur" განმავლობაში მიიღო ფანებისგან.



გრემის გამარჯვებული ფართოდ გაშლილი ხელებით, გაღიმებული სახით და მაისურზე წარწერით „პრო***-ბს ფრენა რომ შეეძლოთ ეს ადგილი აეროპორტი იქნებოდა", - აჩვენებს თუ რამდენად ვრცელი გახდა მისი კოლექცია.




მას შემდეგ, რაც 36 წლის რეპერმა It’s All a Blur-ის ერთ-ერთ კონცერტზე იხუმრა, რომ თაყვანისმცემლები სცენაზე საკმარის ბიუსტჰალტერს არ უყრიან, ეს ტენდენციად იქცა და შოუს ერთგვარი რიტუალი გახდა.




It's All a Blur არის კანადელი რეპერის Drake-ის და ატლანტაში მცხოვრები რეპერის 21 Savage-ის ერთობლივი ტური, მათი ერთობლივი ალბომის "Her Loss"-ის პოპულარიზაციის მიზნით. ტური დაიწყო 2023 წლის 5 ივლისს, ჩიკაგოში, ილინოისში და ხვალ დასრულდება კოლუმბუსში, ოჰაიოში.




რეპერი ასევე მალე გამოუშვებს მერვე სტუდიურ ალბომს "For All the Dogs".


Drake ახალი ალბომის ქავერიDrake-ის ახალი ალბომის ქავერი







1
218
შეფასება არ არის
ავტორი:ნინო ხიმშიაშვილი
ნინო ხიმშიაშვილი
Mediator image
218
  
2023, 9 სექტემბერი, 21:53
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1