x
image
Yoona
მომაჯადოებელი სილამაზის სპორტსმენები, რომლებიც ყველაზე მიმზიდველთა ტოპში მოხვდნენ
სპორტულმა ჟურნალმა "The Athletic Build"-მა 2023 წლის 60 ყველაზე მიმზიდველი სპორტსმენის რეიტინგი გამოაქვეყნა. ეს ქალები წარმოადგენენ სხვადასხვა სპორტს და ქვეყანას.


image


ზოგიერთი მათგანი გახდა ოლიმპიური ჩემპიონი, ზოგმა მიიღო პრიზები სხვა შეჯიბრებებში, მაგრამ ყველას აქვს წარმოუდგენელი ქარიზმა და მიმზიდველი გარეგნობა. ისინი ახერხებენ მიმზიდველობის შენარჩუნებას ტურნირის ყველაზე დაძაბულ მომენტებში და რბოლის დროსაც! ნახეთ, ვინ არიან ეს ქალღმერთები.


მე–15 ადგილი. სკაილარ დიგინს–სმიტი

image


სკაილარ დიგინსი ამერიკელი პროფესიონალი კალათბურთელი. WNBA–ს ყველა ვარსკვლავის გუნდის წევრი არაერთხელ იყო.


მე-14 ადგილი. იულია ეფიმოვა

image

რუსი მოცურავე, რომელიც 2012 და 2016 წლებში ოლიმპიური თამაშების სამგზის მედალოსანი და მსოფლიოს ექვსგზის ჩემპიონი გახდა.


მე–13 ადგილი. ალექს მორგანი

image

ამერიკელი ფეხბურთელი, თავდამსხმელი „სან–დიეგო ვეივის“ გუნდში და აშშ–ს ეროვნულ ნაკრებში, რომელიც გახდა ოლიმპიური ჩემპიონი 2012 წელს და მსოფლიო ჩემპიონი 2015 და 2019 წლებში.


მე-12 ადგილი. სნეჟანა როდიჩი

image

სლოვენი მხტომელი სამმაგ ხტუნვაში. ბოლო შეჯიბრი, რომელშიც მონაწილეობა მიიღო, 2014 წელს (ევროპის ჩემპიონატი) გაიმართა და მე-7 ადგილი დაიკავა.


მე–11 ადგილი. შელინა ზადორსკი

image

კანადელი ფეხბურთელი. 2020 წლის ოლიმპიური ჩემპიონი.


მე–10 ადგილი. ბლერ ონილი

image

გოლფის მოთამაშე და მოდელი, ტურნირის კომენტატორი. კარიერის დასაწყისში ტრავმის გამო პროფესიული კარიერა ვერ გააგრძელა, თუმცა გოლფზე უარი არ თქვა.


მე–9 ადგილი. ვილმა მურტო

image

ფინელი ძელზე მხტომელი, რომელიც 2022 წელს ევროპის ჩემპიონი გახდა, ხოლო 2023 წელს მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალოსანი.


მე–8 ადგილი. სიდნი მაკლაფლინი

image

ამერიკელი მძლეოსანი, ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი 2020 წელს, სამგზის მსოფლიო ჩემპიონი. მან 400 მეტრზე ბარიერებით რბენაში რეკორდი დაამყარა.


მე–7 ადგილი. პეიჯ ვანზანტი

image

პეიჯი მებრძოლი შერეულ ორთაბრძოლაში და მოჭიდავე, რომელიც პარალელურად ფოტო გადაღებებში და სატელევიზო შოუებში მონაწილეობს.


მე–6 ადგილი: ჟინ იუ ფრეი

image

კორეელ-ამერიკელი შერეული ორთაბრძოლის მებრძოლი. Invicta FC–ის ყოფილი ჩემპიონი მსუბუქ წონაში.


მე-5 ადგილი. ლიკე კლავერი

image

ჰოლანდიელი მძლეოსანი 2020 წლის ოლიმპიურ თამაშებზე ნიდერლანდებს წარმოადგენდა, 2023 წლის ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა და სხვა ეროვნული ჯილდოები მიიღო.


მე–4 ადგილი. ივონა დადიჩი

image

ხორცატიული წარმოშობის ავსტრიელი მძლეოსანი, რომელიც 2016 წლის ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალოსანი გახდა შვიდჭიდში.


მე–3 ადგილი. კი ალვესი

image

ბრაზილიელი ფრენბურთელი და მოდელი.


მე–2 ადგილი. პეიჯ სპირანაკი

image

პროფესიული კარიერა 2015 წელს დაიწყო. გოლფის ინსტრუქტორი და ბლოგერია.


1–ელი ადგილი. ანა მარია მარკოვიჩი

image

ხორვატიელი ფეხბურთელი. 2019 წლიდან Grasshopper–ში თამაშობს, ხოლო 2021 წელს შედგა მისი დებიუტი ხორვატიის ნაკრებში ლიეტუვასთან მატჩში 2023 წლისთვის ქალთა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის დროს.



ასევე დაგაინტერესებთ:


1. ბოდიბილდერმა ქალური კაბა ჩაიცვა. ნახეთ, როგორ გამოიყურება

2. Forbes-მა დაასახელა 2023 წლის 10 ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენი

3. ბიჭი, რომელმაც ოლიმპიურ თამაშებზე ანტირეკორდი დაამყარა

4. როგორ თქვა მორბენალმა უარი გამარჯვებაზე მორალური პრინციპების გამო

5. სპორტის ყველაზე უცნაური სახეობა

6. 14 ფოტო, როგორ შეიცვალა სპორტის სამყარო ბოლო 100 წლის განმავლობაში

7. მაიკლ ფელპსი - ადამიანი, რომელმაც დაამტკიცა, რომ საზღვარი არ არსებობს

უფრო მეტი იხილეთ აქ: Yoona-ს არხი


0
1500
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
1500