x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
"ლიბერასტზე უფრო ასეთი აგრესიული ვითომ "კონსერვატორა" დედაკაცების მეშინია!" - რაზე გაბრაზდა ბაკურ სვანიძე?

image

"უბრალოდ აგრესიულ დედაკაცებზე მინდა დავწერო! მიუხედავად ამ ბოლო დღეებში ჩემი განსაკუთრებული უხასათობისა, (რის მიზეზსაც მხოლოდ ერთი
ადამიანი შეიძლება მიხვდეს) ეს მაინც უნდა დავწერო, იმიტომ, რომ გაოგნებულიც ვარ და შეშინებულიც კი!
ბევრს გეხსომებათ სკანდალური ვიდეო, სადაც გოგონა თავის დაქალებთან ერთად დაბადების დღეს აღნიშნავს, ტორტზე არის მამაკაცის სასქესო ასო
კრემით თუ რაღაცით გაკეთებული და დაქალების ყიჟინის ფონზე ეს გოგო ლოკავს და ჭამს ამ სასქესო ასოს და არის რაღაც საკმაოდ უხერხული შეძახილები...
მოკლედ, ეს ვიდეო დაახლოებით 5 წლის წინ აიტვირთა პირველად და ეს გოგო თავადაც გამოეხმაურა, დაწერა რომ ძალიან ნერვიულობს და საზოგადოებას
ბოდიშიც მოუხადა ასეთი საქციელის გამო.
თქვა, რომ უკვე დაქორწინებულია, შვილებიც ჰყავს და ეს ვიდეო იყო გადაღებული მაშინ, როცა მას 17 წელი შეუსრულდა და არც ეგონა თუ სადმე გამოქვეყნდებოდა.
სულელურად გავერთე და თავს ძალიან უხერხულად ვგრძნობ და ოჯახშიც დიდი პრობლემები მაქვს ახლა ამის გამოო - ამბობდა და თხოვდა საზოგადოებას რომ მისი ბულინგი შეეწყვიტათ...
როგორც გაირკვა, რაღაცაზე დაბოღმილმა გაბოროტებულმა ყოფილმა
დაქალმა აუტვირთა განგებ...
ამის მერე, ლამის ყოველ წელს ვიღაცა ხელახლა აზიარებს ამ ვიდეოს და ისევ ტყდება ერთი ამბავი. მესმის, რომ ყველას არ უნახავს მაშინ და ახლა რომ წააწყდება სადმე ახალი ვიდეო ჰგონია და აზიარებს... მაგრამ რომ დაუწერ, რო ეს ძველი ვიდეოა და იყო უკვე ამაზე სკანდალი და ამ გოგომ ბოდიშიც მოიხადა და ისე ინერვიულა კინაღამ მოკვდა!
ხო უნდა გაიაზრო და წაშალო და შეწყვიტო ბულინგი არა? აი, ორიოდე დღის წინ ჩემი ერთი "ფბ მეგობრის" კედელზე ვნახე და დავუწერე შესაბამისი კომენტარი...
კაი, ჯანდაბას, არ წაშლი ნუ წაშლი, მაგრამ გააზრების უნარი ხომ მაინც უნდა გქონდეს არა? შემორბიან ვიღაც შარიანი დედაკაცები და ჩემს კომენტარს პასუხობენ - "და რა, რადგან ძველია ამიტომ გამართლებულია ასეთი საქციელი?"
- კაცო, ვუმეორებ, გამართლებულია არსად დამიწერია, მაგრამ ერთი და იგივე რაღაცაზე ადამიანს ორჯერ და სამჯერ ხომ არ გაასამართლებ
არა?
მოუწყო ამ გოგოს უკვე სასამართლო საზოგადოებამ 5 წლის წინ, იმის მერე კიდე აარაერთხელ და მორჩით, გეყოფათ, ყოველ წელს ხელახლა პედოფილებს და მკვლელებს არ ასამართლებენ და ამ გოგომ ბოდიშიც მოგვიხადა და თქვა რომ თავქარიანობით მოუვიდა რაღაც სულელური გართობა და ნანონბს, თან ახლა
უკვე ამის გამო ქმართანაც დაეძაბა და მოდი ნუ დაუნგრევთ ოჯახს შეეშვით!
ისევ ვიღაცის კომენტარი - "არ მეგონა ქართველი კაცი თუ ქალის ასეთ საქციელს
გააპრავებდა" - ნუ, მყოფნის მოთმინება და კიდევ ერთხელ ვუხსნი - არაფერს არ "ვაპრავებ" და თვითონ ეგ გოგოც არ "აპრავებს". ეგ საქციელი რომ კარგ საქციელად ჩაეთვალა, ბოდიშს ხომ არ მოიხდიდა არა? ცოტა ხანში ისევ სხვა კომენტარი - "უბრალოდ არ მესმის, რანაირად პოულობთ გამართლებას ამ გოგოს
საქციელში? ასეთი მოქცევისთვის საჯაროდ უნდა გაამათრახო!" და მერე ამას მოჰყვება ის, რომ ქმარმა ეს გოგო სასწრაფოდ უნდა გააგდოს სახლიდან თუ
სურს "ქართველი კაცის" სახელი და ღირსება შეინარჩუნოს და ა.შ. ამის მერე გადავდივარ უკვე გინებაზე და წაკითხულიდან შინაარსის გამოტანის
პრობლემების ახსნაზე...
საბოლოოდ, ეს ჩემი "მეგობარი" დავბლოკე! ყველაფერს რომ თავი დაანებო, ადამიანს, მამაკაცს რომ მეგობრებში ამდენი აფშტვენილი გიჟი დედაკაცი ჰყავს, თავადაც ვერ უნდა იყოს ბოლომდე დალაგებული, თან ამ დედაკაცებს ამ გამოხტომებზე შენიშვნასაც რომ არ აძლევს...
დიახ! ჩემი "შეშინების" მთავარი მიზეზი ეგაა ზუსტად - ასეთი აგრესიული
კომენტარების ავტორები, ძირითადად, სწორედ ქალები არიან! ამ კონკრეტრულ შემთვევაში, ძირითადად კი არა, ყველა აგრესიული, ჩაქოლვისკენ და ამ გოგონას საერთოდ "განადგურებისკენ" მოწოდებული კომენტარები ყველა ქალის ავტორობით იყო!
აგრესიული და თან ისეთი, აი, წაკითხულიდან შინაარსი რეომ ვერ გამოაქვს სწორად კი არა, არც კი ცდილობს გამოიტანოს!
უბრალოდ აქვს რამდენიმე "მორიგე" ფრაზა აჩემებული "ტრადიციულ - კონსერვატიული " რეპერტუარიდან და უაზროდ არახუნებს! ცალკე თემაა ეს მართლა დამთრგუნველი და შიშის გამომწვევი აგრესია, შვილის ტოლი გოგონას
მიმართ, რაც არ უნდა დანაშაული ჰქონდეს მას ჩადენილი და მით უფრო, ბოდიშის არშეწყნარება, არც იმის გათვალისწინება რომ ამ დაუსრულებელმა
ბულინგმა ამ გოგოს შეიძლება ოჯახი დაუნგრიოს და მის შვილებს მამა დააშოროს... "დიახაც! ეგეთს უნდა დაენგრეს ოჯახი, აბა რა!" - და მსგავსი დაუნდობელი ფრაზები, სასტიკი აგრესია... დედას ვფიცავარ, ყველა
ლიბერასტზე უფრო ასეთი აგრესიული ვითომ "კონსერვატორა" დედაკაცების მეშინია!
სერიოზულად მექმნება შთაბეჭდილება, რომ თავის ახალგაზრდობაში
რამდენიც სურდათ იმდენი ვერ იტყ***ეს და მერე იმიტომ გახდნენ "კონსერვატორები" და ახლა ბოღმებს ანთხევენ ახალგაზრდა ლამაზ გოგონებზე!
სხვათა შორის, ამაში მასეთების გვერდებს თუ ნახავთ, იქაც დარწმუნდებით... ფოტოებზე აშკარად ჩანს ეს!
ხან "ახალგზარდული" სტილის შორტიდან უშნო ბაყვების გადმოყრით, ხან რაღაც უგემოვნოდ "ღია სტილის" კაბიდან შეუხედავი, კოტიტა სხეულის
გამოკვანტალებით...
მართლა ნებიმისმიერი ჩერჩეტი დაქალებისგან გატუტუცებული და მერე აზრზე
მოსული გოგო მირჩევნია ასეთ ჩაბოღმილ ქალებს, მთელი ცხოვრება რომ "ერთგულად " გაატარეს ქმრებთან, რომლებიც სინამდვილეში არ უყვართ
და "ეროტიკულ სიზმრებში" ცხოვრობენ დღემდე...
მაპატიეთ, მაგრამ როდესაც პატარა გოგონა, შეცდომის გამო ბოდიშს იხდის და შენ მისთვის აწყობილი, გამოსწორებული ცხოვრების დანგრევას ცდილობ,
ნებისმიერ ნაბოზ***ზე უარესი ხარ სულით...
დანარჩენები მიყვარხარ თ... თუ რამის დაზუსტებაა
საჭირო დამირეკე თ... ტელეფონს ეგ ფუნქცია-ც აქვს..."-წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ბაკურ სვანიძე.
1
90
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
90
  
2023, 7 სექტემბერი, 5:53
ჯერ იმ გოგონამ ბოდიში რატომ მოიხადა? და მერე ვის რა ეკითხება,ასოს ფორმის ნამცხვარს შეჭამს ვიღაცა თუ უკანალის ფორმი? ბაკურას ნახსენები ადამიანები რო საღჭკუაზე არ არიან,ეს ნაღდია და არც ის გოგონა იქნება მთლა ჭკუაზე. ამ ქვეყანას მაშინ ეშველება,როცა ყველა თავის საქმეს მიხედავს და სხვის ქმედებაზე არ გამოხატავს უაზრო ემოციას და არ დაიწყებს მათ ბულინგს. როგორც იტყვიან,ამ ქვეყანაში მახათი ჟანგს არ მოიკიდებს არასდროს,სანამ იარსებებენ მსგავსი ადამიანები. ჩვენში ამბობენ,განათხოვარ ქალს არ მოიყვანენ(აი,რიგი დგას და მოგყვებიან) ან არაქალიშვილს,ხოლო ქალები ფულიან კაცებს ანიჭბენ უპირატესობას,ხოდა ასეთი ხალხის აღზრდილი შვილი რაში უნდა გამოადგეს ჯერ იმათ და მერე ქვეყანას? კაცს ცოლი ხვრელის გამო მოყავს და ცოლო ფულის გამო ირჩევს ქამრს,ხოდა ამგვარი ოჯახი რა მორალის მატარებელია? "მარიამ მაგდალინელი ძველი პროფესიის ქალი იყო,მარა კი დასდევდა ქრისტესო" ეს ფრაზა უთხრა მამაომ გოგონებს,რომლებიც ამ ძველი პორფესიის პატრონები იყვნენ და რომლებიც მიიპატიჟა იმ მამაომ ეკლესიაში. გამოდის რო ქრისტესთვის უმნიშვნელო იყო ეს ამბავი და თქვენთვის რატომ არის მნიშვნელოვანი?
0 1 1