x
image
თამილა გურაშვილი
Mediator image
კოსმოსურმა ომმა შეიძლება კაცობრიობა საფრთხეში ჩააგდოს

image
აშშ-ის საჰაერო კოსმოსური ძალების მეთაური ამბობს, რომ კოსმოსურმა ომმა შეიძლება კაცობრიობა საფრთხეში ჩააგდოს.



თუ კოსმოსში ომი დაიწყება, კაცობრიობის არსებობა საფრთხის ქვეშ დადგება. ეს პროგნოზი აშშ-ის კოსმოსური ძალების მეთაურმა, ჩენს სოლცმანმა Newsweek-თან ინტერვიუში გააკეთა.


მან განმარტა, რომ თუ ობიექტი ხმელეთზე ან წყალში ჩამოვარდება, ის უბრალოდ ქრება საბრძოლო ზონიდან. კოსმოსში სიტუაცია განსხვავებულია: იქ განადგურებული თანამგზავრები ორბიტაზე ასობით წლის განმავლობაში დარჩებიან და მათი ნამსხვრევები პრობლემებს შექმნის.



„თუკი ასეთი არამიწიერი ომი ატყდება, ეს შეიძლება იყოს უფრო დამანგრეველი, ვიდრე ტრადიციული საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო ომის თეატრები და მას შეუძლია შეცვალოს ადამიანების ცხოვრება მრავალი საუკუნის განმავლობაში“, - თქვა ექსპერტმა.

0
65
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
65
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0