x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
მონების უმძიმესი ხვედრი ძველ საბერძნეთში

image


ძველი საბერძნეთის ეპოქა სავსეა მრავალი წინააღმდეგობით. ერთის მხრივ, ოლიმპოს ღმერთები, მამაცი და თამამი ელინები, სწავლულები და მკურნალები, მეორეს მხრივ კი - მონები, რომლებიც თავიანთი ბატონების სრულ საკუთრებად ითვლებოდნენ. ბერძნულ საზოგადოებაში მონობა ნორმა იყო. მონები აბსოლუტურად უუფლებონი იყვნენ, მათ - ცოცხალ არსებებს უწოდებდნენ, აბუჩად იგდებდნენ და რამდენჯერმე ყიდდნენ. ღირსეული არსებობის უფლება მხოლოდ თავისუფალ მამაკაცებსა და ქალებს ჰქონდათ. მონად გახდომის რისკი კი იმ დროს ბევრს ემუქრებოდა.


image


მონები ხდებოდნენ დატყვევებული, გატაცებული და ნაყიდი ბავშვები, ასევე უცხოელები, რომლებმაც საბერძნეთის მოქალაქეობა უკანონოდ მიითვისეს. მონები მხოლოდ კაცები არ იყვნენ. ბაზარზე შესაძლებელი იყო სხვადასხვა გზით მონობაში ჩავარდნილი გოგონების ყიდვაც. მამას შეეძლო თავისი ქალიშვილის გაყიდვა თუ ის რაიმეს "შესცოდებდა". ბრძოლებში დატყვევებული უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალებიც მონები ხდებოდნენ. მშობლების მიერ მიტოვებული პატარა გოგონების ხვედრიც საბოლოოდ მონობა იყო.


image


მონა გოგონების ბედი იმაზე იყო დამოკიდებული თუ ვინ შეიძენდა მათ. ჯერ მათი ფიზიკური მონაცემები და ჯანმრთელობის მდგომარეობა ფასდებოდა, შემდეგ კი ვაჭრობაც იწყებოდა და მათ უკვე სამუშაო ადგილებზეც ამწესებდნენ. ხშირად ისინი ბატონის სახლში მძიმე სამუშაოს ასრულებდნენ, ვინც უფრო მარჯვე და მეგობრული აღმოჩნდებოდა, შეიძლებოდა დიასახლისის სამსახურშიც მოხვედრილიყო. ეს კი საუკეთესო ჯილდოდ ითვლებოდა. დიასახლისს შეეძლო გოგონას მოფერება ან სასტიკად დაესჯა. ყველაფერი განწყობაზე იყო დამოკიდებული.


image


გოგონას სახლში შეყვანა პატრონის ახირებების შესასრულებლადაც ხდებოდა. იმ დროს ეს სრულიად ნორმალური იყო, თუ სახლში ხანდაზმული ჯენტლმენი ცხოვრობდა, ითვლებოდა რომ გოგონას მოსავლელად იყვანდნენ, ხოლო თუ ოჯახში ახალგაზრდა ბერძენი იყო, მაშინ კი მას დროის ბევრად უფრო საინტერესოდ გატარება ელოდა. ასეთ გოგოებს "პალაკებს" უწოდებდნენ.

image


მოხუცს დაქვემდებარებულ ახალგაზრდა მონას უნდა ეზრუნა მასზე, მის სამოსზე, დახმარებოდა ბანაობაში, სტუმრების მომსახურებაში, თუმცა ამით მისი სამუშაო არ სრულდებოდა. ის ვალდებული იყო შეესრულებინა პატრონის ყველა ბრძანება, ასევე ვალდებული იყო მისი მითითებით იგივენაირად მომსახურებოდა ნებისმიერ მის სტუმარსაც. ითვლებოდა, რომ ეს მხოლოდ გოგონას სასიკეთოდ ხდებოდა, რადგან ის ამით გამოცდილებას იძენდა. ახალგაზრდა ბატონისადმი გაწეული მომსახურებაც იგივენაირი იყო, თუმცა უპირატესობა ის იყო, რომ მას არ სჭირდებოდა ისეთი მოვლა როგორც მოხუცს, და ახალგაზრდასთან მუშაობა გაცილებით უფრო სასიამოვნო იყო.


image


სტუმრის მომსახურება უფასო არ იყო. გოგონას საფასური ან გარკვეული ტარიფით წესდებოდა ან აუქციონი ეწყობოდა, თუ გოგონა ლამაზი და ჭკვიანი იყო, და ამასთან, მუსიკალურ ინსტრუმენტებზე დაკვრაც შეეძლო, მისი ფასი შეიძლება ცაშიც კი აფრენილყო. უძველესი პროფესიის შეესასწავლად მონებისთვის გარკვეული დაწესებულებები არსებობდა. მათ მიერ გაწეული მომსახურების საფასური მკაცრად რეგლამენტირებული იყო. დახურულ შენობაში ფასი ერთი იყო, მივარდნილ ვიწრო ქუჩაზე კი - მეორე.

image


გოგონების აბსოლუტურად მთელი ფული პატრონთან მიდიოდა, რადგან მათ არ ჰქონდათ რაიმე საკუთრების ქონის უფლება. სილამაზისა და ახალგაზრდობის ასაკი მარადიული არ არის, ჰოდა, როცა მონა მიმზიდველობას კარგავდა, ის უსარგებლო ნივთივით ხდებოდა. საარსებო წყაროს გარეშე დარჩენილ "უსარგებლო" გოგონებს სიკვდილისთვის წირავდნენ და სახლებიდან და სპეციალური დაწესებულებებიდან პირდაპირ ქუჩაში ყრიდნენ.









0
287
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
287