x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134560
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508620
რატომ უწოდებდნენ ალექსანდრე მაკედონელს ისკანდერ ორრქიანს?

ყველას, ვისაც აინტერესებდა ალექსანდრე მაკედონელის პიროვნება, თვალი მაინც მოუკრავს მისი უჩვეულო მეტსახელისთვის. ზოგიერთი აღმოსავლური წყარო მეფე ისკანდერ ორრქიანს ან ისკანდერ ზუ-ელ-კარნაინს უწოდებს. ცნობილია, რომ ძველ დროში ხშირად ამკობდნენ რქებით სხვადასხვა პიროვნებებს, მათ შორის დადებით პიიროვნებებსაც. მოსე წინასწარმეტყველსაც კი რქებით გამოსახავდნენ. მაგრამ თუ ყველაფერი მეტ-ნაკლებად ნათელია ძველი ებრაელების ლიდერთან, მაშინ როგორ მოიპოვა ალექსანდრე მაკედონელმა ასეთი მეტსახელი?image
შეიძლება ვიფიქროთ, რომ დამონებული ხალხების დამოკიდებულება ალექსანდრეს მიმართ, რომელმაც ძველი სამყაროს ნახევარი დაიპყრო, საუკეთესო არ იყო. მაგრამ სინამდვილეში აღმოსავლეთში მაკედონელს თითქმის ყველა კარგად მოიხსენიებდა, გარდა ზოროასტრიელებისა. ისინი მას უკავშირებდნენ ბოროტ დემონ აჰრიმანს.image


ისლამში „ორრქიანის“ მიმართ დამოკიდებულება დადებითზემეტია. მუსლიმთა წმინდა წიგნში, ყურანში, ამ მეტსახელის მქონე მეფე რამდენჯერმე მოიხსენიება, როგორც მართალი და ძლიერი. მან ააგო კედელი, რათა დაეცვა ისლამური სამყარო ველური ხალხებისგან იაჯუჯისა და მაჯუჯისგან, რომლებიც ბიბლიაში მოიხსენიება როგორც გოგი და მაგოგი. ეს მეომარი ხალხი ცხოვრობდა შორს აღმოსავლეთში, ეწეოდნენ აღვირახსნილი ცხოვრების წესს და ბილწავდნენ ყველაფერს, რასაც ეხებოდნენ. ბევრი თვლის, რომ "ორრქიანი მეფე" ალექსანდრე მაკედონელია.

მაგრამ მაინც, რატომ ორრქიანი და როდიდან გახდა ასეთი მეტსახელი დადებითი? ამის შესახებ რამდენიმე ჰიპოთეზა არსებობს. მათგან ყველაზე სსხალისო ამბობს, რომ მეფეს სინამდვილეში ორი პატარა რქა ჰქონდა თავზე. ალექსანდრე მათ საგულდაგულოდ მალავდა და მხოლოდ მისმა დალაქმა იცოდა მისი საიდუმლო. მაგრამ ერთ დღეს დალაქმა დალია და ეს საიდუმლო გასცა. უფრო მეტიც, მან სამეფო საიდუმლო არა ადამიანებს, არამედ... ლერწმებს უამბო. მაგრამ ლერწმისგან ფლეიტა დაამზადეს და როცა მასზე დაკვრა დაიწყეს, ფლეიტამ მთელს მსოფლიოს გაუმხილა ალექსანდრეს საიდუმლოება.image
მეორე ვერსია უფრო რეალურია. იგი ამბობს, რომ ალექსანდრე მაკედონელის მუზარადი ორი ოქროს რქით იყო დაგვირგვინებული. ისინი არა მხოლოდ ამშვენებდნენ სამეფო ჯავშანს, არამედ წარმატებით გამოიყენებოდა ბრძოლაში. მესამე ჰიპოთეზა ამბობს, რომ ალექსანდრეს მეტსახელად ორრქიანი შეარქვეს მისი დაპყრობების გამო. მეფის მიერ დატყვევებული მიწები იყო როგორც აღმოსავლეთში, ისე დასავლეთში. მაკედონელი ფლობდა ამ ორ „რქას“, ანუ მსოფლიოს მხარეებს.

მაგრამ თავად ახსნა დაკავშირებულია რელიგიასთან. ცნობილია, რომ ალექსანდრე მაკედონელი თავის თავს უკავშირებდა ზევსს, რომელსაც ახლო აღმოსავლეთში და ჩრდილოეთ აფრიკაში ამონს ეძახდნენ. თუ ევროპაში ზევსი ხარის სახით იყო გამოსახული, მაშინ უდაბნოში მცხოვრებმა ხალხებმა ზევს-ამონი ვერძთან გააიგივეს. ორივე ცხოველი, სხვათა შორის, რქიანია.image

ალექსანდრეს განსაკუთრებით შეუყვარდა ამონი მას შემდეგ, რაც ესტუმრა ამონის ორაკულს ძვ. წ. 331 წელს გაზაფხულზე . ღვთაების საკურთხეველი მდებარეობდა ლიბიის უდაბნოში, სივას ოაზისში. ამბობენ, რომ ორაკული მეფეს ღმერთის შვილად მოიხსნიებდა. ამის შემდეგ მაკედონელმა დაიწყო ლიბიის ამონის განსაკუთრებული კულტის გავრცელება- ვერძის რქებიანი ღმერთის.

1
216
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
216
  
2023, 9 სექტემბერი, 22:06
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1