x
image
ქეთი1988
Mediator image
როგორ ხდებოდა ჩასახვა იაპონიის მმართველებში?- შოგუნის "შორეული პალატების" საიდუმლოებები

image

მიუხედავად იმისა, რომ შუა საუკუნეებში იმპერატორი იდგა იაპონიის სათავეში, მე-12 საუკუნიდან ქვეყანაში ფაქტობრივი ძალაუფლება ეკუთვნოდა სამხედრო დიქტატორებს - შოგუნებს. ისინი იყვნენ ერთ-ერთი ძლიერი კლანის წარმომადგენლები, რომლებიც ხელმძღვანელობდნენ არმიას ომებისა და არეულობების ჩახშობის დროს. ამავდროულად, სამხედრო ლიდერს მონარქზე არანაკლებ და ზოგჯერ უფრო სრული ძალაუფლებაც ჰქონდა. შოგუნის ტიტული მამიდან შვილზე გადადიოდა. სავსებით აშკარაა, რომ მმართველს არ სურდა მისი ოჯახის ძალაუფლების დაკარგვა და ამის გამო შოგუნების ინტიმური ცხოვრება აბსურდამდე გართულდა.

შოგუნების დინასტიები საუკუნეების განმავლობაში მართავდნენ, ამიტომ კლანის მეთაურისთვის მნიშვნელოვანი იყო მემკვიდრე დაეტოვებინა. მაგრამ მცირედი ეჭვიც კი შთამომავლობის დაბადების კანონიერებასთან დაკავშირებით შეიძლება ეჭვქვეშ დაეყენებინა მისი ლეგიტიმურობა. შოგუნატის მემკვიდრეობასთან დაკავშირებულმა საკითხებმა გამოიწვია კონფლიქტი და სისხლიანი სამოქალაქო დაპირისპირება. უბედურების თავიდან ასაცილებლად, მმართველის ინტიმური ცხოვრება მკაცრ ჩარჩოში იყო ჩაწერილი.image

გასაკვირია, მაგრამ შოგუნი, რომელსაც ასიათასობით სიცოცხლის მეთაურობის უფლება ჰქონდა, თავის ინტიმურ ცხოვრებას ვერ აკონტროლებდა. მისი ნებისმიერი სექსუალური კონტაქტი იყო დაგეგმილი, შეზღუდული და დოკუმენტირებულიც კი. მმართველის ინტიმური სიამოვნებისთვის შოგუნის სასახლეს ამაგრებდნენ სპეციალური ოთახები, რომლებსაც უწოდებდნენ ოო-ოკუს ან „შორეულ პალატებს“. შოგუნის სექსუალური ცხოვრებისთვის გამოყოფილი სასახლის ფრთა შთამბეჭდავი ფართობის იყო. თავად საძინებელი, სადაც სასახლის მფლობელს ინტიმური კავშირი ჰქონდა, საკმაოდ პაწაწინა იყო. პალატის დანარჩენ ნაწილში განთავსებული იყო მთელი ოფისი, რომელიც ემსახურებოდა ამ ძალიან პირად პროცესს. მაშ როგორ ხდებოდა სექსი შოგუნსა და მის მეუღლეს ან ხარჭებს შორის?

შოგუნს წინასწარ უნდა ეცნობებინა სექსუალური აქტის ჩატარების სურვილის შესახებ სულ მცირე, რამდენიმე საათით ადრე. ის იბარებდა ქალს, სახელად ო-ტოგი-ბოზუს, რომელიც სექსში ორგანიზაციულ საკითხებს ხელმძღვანელობდა. მმართველი მას ეუბნებოდა დროს და იმ ქალის სახელს, ვისთან ერთადაც დროის გატარება სურდა. ამის შემდეგ რჩეული გოგონა ოთახიდან გამოჰყავდათ, “შორეულ პალატებში" მიჰყავდათ, ტანსაცმელს ხდიდნენ, საგულდაგულოდ ამოწმებდნენ და შემდეგ თეთრ ტანისამოსს აძლევდნენ. სხეულისადმი ასეთი ყურადღება დაკავშირებული იყო არა მხოლოდ ჰიგიენისა და ჯანმრთელობის დაცვასთან, ხარჭას ამოწმებდნენ პალატაში შხამი ან რაიმე ბასრი იარაღი ხომ არ ჰქონდა შეტანილი. ფრთხილი ქვეშევრდომები ხარჭის თმიდან სამაგრებს და ქინძისთავებსაც კი იღებდნენ, მის ნაცვლად კი სავარცხელს აძლევდნენ.image
მთელი ამ რთული ინსპექტირების შემდეგ, როცა ყველაფერი მზად იყო, ქალი გვერდით ოთახში, საძინებლის მიმდებარედ გადაჰყავდათ. სადაც... ისევ ამოწმებდნენ მათ საგულდაგულოდ და შეეძლოთ ცოტა ხნით ადრე მიცემული სავარცხელიც კი შეეცვალათ ან საერთოდ წაერთმიათ. მხოლოდ ამის შემდეგ ჰქონდა უფლება ხარჭას შოგუნის საძინებელში შესულიყო და დალოდებოდა. სხვათა შორის, ის შეიძლება საერთოდ არ მოსულიყო, რადგან სახელმწიფო საქმეები ყოველთვის უფრო მნიშვნელოვანი გახლდათ, ვიდრე ინტიმური სიამოვნებები. თუ ყველაფერი რიგზე იყო, მაშინ შოგუნი თავის ხარჭასთან განმარტოვდებოდა, თუკი ამას რა თქმა უნდა განმარტოვება ერქვა. ვიწრო პალატაში ასევე იყვნენ ორგნიზატორი ო-ტოგი-ბოზუ და მისი ორი თანაშემწე. „შორეული პალატის “ სამი ქვეშევრდომი შოგუნის საწოლის მარჯვნივ და მარცხნივ ან მის ფეხებთან ისხდნენ ზურგშექცევით. თანაც იმის გამო არ ისხდნენ სადარაჯოზე, რომ ქალის თავდასხმის შემთხვევაში მმართველი თავად დაეცვათ. ამისთვის საწოლიდან სულ რაღაც მეტრში, ვერანდაზე ტიხრის მიღმა ერთგული სამურაის მცველები იკრიბებოდნენ.image
ო-ტოგი-ბოზუ და მისი თანაშემწეები ყურადღებით ისმენდნენ, თუ რაზე საუბრობდა წყვილი. მათ უნდა შეეჩერებინათ ქალის მცდელობები, დაეყოლიებინა შოგუნი, რომ მისი შვილი მემკვიდრე გამხდარიყო. მოვლენების ასეთი განვითარების ალბათობა უკიდურესად საეჭვო იყო. მაგრამ, მიუხედავად ამისა, "შორეულ პალატებში" მაინც თავს იზღვევდნენ. ვინ იცის, როგორ მოიქცევა სექსის შემდეგ დაკმაყოფილეული შოგუნი? რა მოხდებოდა მას პირობა რომ მიეცა რასაც შემდგომში ინანებდა და მთელ იმპერიას საფრთხეში ჩააგდებდა? მაგრამ რატომ იყო საჭირო ამდენი ქალი, თუ მხოლოდ ერთი იქნებოდა საკმარისი? ფაქტია, რომ შოგუნის სასახლეში ერთმანეთს არავინ ენდობოდა. მაშასადამე, ამ პროცესის დამკვირვებელი სამი ქალი იყო, რომელთაგან ერთი, სახელად ო-ტიურო სულაც არ იყო მსახური. ეს სახელწოდება ენიჭებოდა ხარჭას, რომელიც ერთ დროს მმართველის ფავორიტი იყო. უკეთესი დამკვირვებლის მოძებნა ფაქტობრივად შეუძლებელი იყო, ო-ტიურო ხომ როგორც წესი ვერ იტანდა ხარჭას, რომელმაც მისი ადგილი დაიკავა, შესაბამისად ყველანაირად შეუშლიდა ხელს მმართველის დაყოლიებაში, რომ მემკვიდრე სწორედ მათი შვილი უნდა გამხდარიყო.image

ო-ოკუს საძინებლის კომპლექსი მრავალი დანაყოფისგან შედგებოდა, რომელთაგან მეათედს მმართველის სამყოფელი იკავებდა.image
"შორეული პალატების" მთავარი გზა იყო "ოსუზუს დერეფანი", რომელსაც დიაგრამაზე ასო A აწერია. შოგუნი მასში შედიოდა B კარიდან, რომელზეც ეკიდა ზარი. ამ ზარის ჩამოკვრრა მხოლოდ იმას ნიშნავდა, რომ მმართველი მოდიოდა. ყველა სხვა ქვეშევრდომი ამ პალატებში სხვა კარიდან შედიოდა. ცენტრალური დერეფანი დუბლირებული იყო. ზუსტად მის ქვემოთ იყო კიდევ ერთი, სასწრაფო ევაკუაციისთვის. მისვლა შეუმჩნეველი კიბით შეიძლებოდა. თავად შოგუნის საძინებელი, ონ-ძედანი, აღნიშნულია ასო C-თი. ასო D აჩვენებს "20 ტატამის ოთახს", ერთგვარ დარბაზს. ასო E მიუთითებს "ვერანდაზე შესასვლელის მხარეს", სწორედ იქ, საძინებლიდან მსუბუქი ტიხრის მიღმა იკრიბებოდნენ შოგუნის მცველები.

ისიც უნდა დავამატოთ, რომ როდესაც შოგუნი საძინებელში თავის მეუღლესთან ერთად იყო, მათ ასე მკაცრად არ აკონტროლებდნენ, მაგრამ მეუღლეები მაინც არ რჩებოდნენ მარტო. მსგავსი წესები მოქმედებდა მე-19 საუკუნის შუა ხანებამდე, სანამ შოგუნატი გაუქმდა. სავსებით ნათელია, რომ იაპონიის ყველაზე ძლიერი მამაკაცის სექსუალური ცხოვრება არც თუ ისე უღრუბლო იყო. მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამ რანგის ადამიანები მთლიანად საკუთარ თავს არ ეკუთვნოდნენ. სექსი და ბავშვის შესაძლო ჩასახვა მაშინ პოლიტიკის ნაწილი იყო და ეს უნდა გათვალისწინებულიყო. იაპონიაში მე-20 საუკუნემდე სექსთან დაკავშირებული უცნაური ბრძანებები მეფობდა. გასაკვირი არ არის, რომ ახლა ამომავალი მზის ქვეყნის მკვიდრნი ასე გატაცებულნი არიან ყველანაირი გადახრით და ექსპერიმენტით.



0
444
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
444
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0