x
მეტი
  • 06.05.2024
  • სტატია:134646
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508836
"ორსულად არის თუ მეჩვენება?"... "ქართველი მერილინ მონრო"-შორენა ბეგაშვილი ამჯერად თურქეთში ისვენებს
imageქართველი მოდელი, მსახიობი და ტელეწამყვანი შორენა ბეგაშვილი ამჯერად თურქეთში ისვენებს, ცნობილი სახე ეფექტურ ფოტო და ვიდეომასალას თეთრ კაბაში თეთრი ფერის იახტიდან აქვეყნებს.შორენას ამ ფოტოებს უამრავი გამოხმაურება მოჰყვა:

image

imageimage

„დასვენებაც ამას ჰქვია“


„ზღვას ამშვენებ ძან ამ თეთრი კაბით“

„როგორ მომწონს და რაღაცნაირად კარგ განწყობაზე მაყენებს ეს ბედნიერი მოგზაურობები ფოტოები და ა.შ ბედნიერებას გისურვებ“

„რა მაგარია ორსულად არის აშკარად“

„ორსულადაა თუ აშკარად მეჩვენება მუცელი?“

"როგორ მომწონს და რაღაცნაირად კარგ განწყობაზე მაყენებს ეს ბედნიერი მოგზაურობები ფოტოები და ა.შ ბედნიერებას გისურვებ"

"კარგია ცხოვრება?"

"ქართველი მერილინ მონრო"

- წერენ კომენტარებში.



მანამდე შორენა ბეგაშვილმა კიდევ ერთი ფოტო გამოაქვეყნა, სადაც ის ხასხასა მწვანე საცურაო კოსტუმშია გამოქვეყნებული.


image

როგორც ჩანს აგვისტოს მეორე ნახევარი შორენა ბეგაშვილმა მოგზაურობაში გაატარა, მანამდე მოდელმა ფოტოები საფრანგეთიდან გამოაქვეყნა.

image

image

ახალი საუკუნის ქართველი სექს-სიმბოლო შორენა ბეგაშვილი წელს ივლისში 41 წლის გახდა, ბეგაშვილი ყოველთვის ცდილობს იყოს ფორმაში და ამისთვის ბევრ ხერხს მიმართავს – იკეთებს ანტიცელულიტურ და გამამკვრივებელ მასაჟებს, სხვადასხვა აპარატურულ პროცედურებს, იკვებება დიეტურად და ფიზიკურ აქტივობასაც ეწევა და როგორც ხედავთ არც შინაარსიან დასვენებას იკლებს.


შორენას კარიერა პრაქტიკულად დაიწყო 2008 წლიდან, როდესაც ის გაშიშვლდა ქართულენოვანი „ფლეიბოისთვის“. ამის შემდეგ ბეგაშვილი თამაშობდა სხვადასხვა ეროტიკულ როლებს.

2009–2010 წლებში ჰქონდა საავტორო ეროტიკული ხასიათის გადაცემა „ღამე შორენასთან“ (იმედი TV). გადაცემას ბევრი კრიტიკა მოჰყვა, როგორც საზოგადოების მხრიდან, ასევე სასულიერო პირებისაგან.

„რუსთავი 2“-ის ეთერში ვანიკო თარხნიშვილთან ერთად მიჰყავდა გადაცემა „იღბლიანი ბორბალი“, რომელიც დაიხურა 2017 წელს.[1]

შორენა გახვეული იყო უამრავ სკანდალში, როგორც მისი საქმიანობის, ასევე მისი პირადი ცხოვრების გარშემო. ერთ-ერთი ყველაზე გახმოვანებული სკანდალი ეხება მისსა და საქართველოს სამეფო ტახტის მემკვიდრის დავით მუხრანელის რომანს.

2020 წლის სექტემბრიდან რუსთავი 2-ზე მიჰყავს გადაცემა „შორენას ეფექტი“.

შორენა ბეგაშვილი განქორწინებულია, ჰყავს ქალიშვილი ევა ბარბაქაძე, რომელიც ამჟამად 21 წლისაა.

0
447
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
447
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0