x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
„ნაციონალურ მოძრაობაში“ დავბრუნდი 2021 წელს და არსად წავსულვარ, არც ვაპირებ“ - გიგი უგულავა
image

.

გიგი უგულავა, რომელიც რამდენიმე წლის წინ აცხადებდა, რომ "ნაციონალური მოძრაობა" ჯართი იყო და სააკაშვილის გუნდს ხმაურით გამოეყო, ამჯერად აცხადებს, რომ ნაცმოძრაობაში დაბრუნდა და არსად წასვლას აღარ აპირებს.


"არ ვარ საქართველოში. შემოვიდა შეკითხვების კასკადი დაახლოებით ამ შინაარსის - ბატონო გიგი, წყარო გვიყვება რომ ნაც.მოძრაობაში ბრუნდებით. ამ თემაზე გვინდა რამდენიმე კითხვა დაგისვათ? ესაა ჩემი პასუხიმე ნაციონალურ მოძრაობაში დავბრუნდი 2021 წელს და მერე არსად წავსულვარ და არც წასვლას ვაპირებ. რაც შეეხება პარტიის მართვაში მონაწილეობას, არც წინა თავმჯდომარის და არც ახალი ადმინისტრაციის პირობებში, ჩემს გეგმებში არ შედის. მიმაჩნია ნაციონალური მოძრაობა მთავარ და ჯერ-ჯერობით ერთადერთ პოლიტიკურ პარტიად საქართველოში. მან უნდა შეასრულოს ავიამზიდის ფუნქცია სხვა ევროპულ პარტიებთან ერთად ივანიშვილის ბოროტების დამარცხებაში. და ეს ასეც იქნება.არ ვთვლი სწორ გადაწყვეტილებად დღეს პარტიიდან ვინმეს წასვლას. მე ეს გზა გავიარე და საკუთარი გამოცდილება მალაპარაკებს. ამასთანავე, მიმაჩნია, 2017 წლის და დღევანდელ შიდა პარტიულ დაპირისპირებას შორის, ფუნდამენტური განსხვავებაა. მაშინ მიშა ოდესის გუბერნატორი იყო, დღეს ივანიშვილის პოლიტპატიმარია. ვინც ამ განსხვავებას ვერ ხედავს, ჩემის აზრით, ადამიანობის ცნების ვერგაგების პრობლემა აქვს.ვთვლი რომ დღეს ყველა ნაციონალის იდენტობის ადამიანი (მიუხედავად იმისა აქვს თუ არა ჯიბეში ენმ-ს პარტბილეთი) უნდა გაერთიანდეს მიხეილ სააკაშვილის გარშემო. ცემენტი ნაცების ერთობის არის სააკაშვილი. ნაცმოძრაობის თავმჯდომარე არის სააკაშვილი. ამ ფაქტის არ/ვერ მიღების გამოა ამ პარტიაში 10 წლიანი დაპირისპირება. იცვლებოდა მხოლოდ სახელები. რაც მალე მივიღებთ ამ მოცემულობას ფაქტად, მით მალე მორჩება ეს დაპირისპირება და გადავალთ საქმეზე - რუსეთის მორიელებთან ბრძოლაზესაქართველო გაიმარჯვებს და იქნება ევროპული ოჯახის წევრი –– წერს გიგი უგულავა.


,

იგივე უგულავამ 2017 წელს გააკრიტიკა მიხეილ სააკაშვილი და განაცხადა, რომ ის არაა ნაციონალური მოძრაობის შემქმნელი, თუმცა პარტია მან დაშალა. თბილისის ყოფილმა მერმა ასევე თქვა, რომ სააკაშვილი "საკუთარი თავის პრობლემაა" და არა ქვეყნის. გიგი უგულავამ, ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი, რომელიც, მისი თქმით, ლიდერობას აღარ ასხივებს, მანქანას შეადარა:

.

"ჩვენ პოლიტიკოსები ყველანი ვართ მანქანებივით, რომლებიც გემსახურებით თქვენ, როცა ის მანქანა დაკარგავს თავის ფუნქციას, მაგრამ კიდევ გიყვარს, შეიძლება ის დააყენო, და მოუარო, როგორც ანტიკვარს და შემდეგ ოჯახის წევრები შაბათ-კვირას გაასეირნო, მაგრამ თუ ეს ანტიკვარად არ იქცა და თუ ეს მანქანა ისევ გაწუხებს, მაშინ სხვა გადაწყვეტილება შეიძლება მიიღო, მაშინ ეს მანქანა შეიძლება მოისროლო ჯართში".

0
71
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
71
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0