x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
ფაქტები, რომლებიც ნამდვილად გაგაოცებთ

image


ჩვენი სამყარო იმაზე საინტერესო და მრავალფეროვანია, ვიდრე გვგონია, ჩვენ გარშემო ყოველდღე ხდება რაღაც ისეთი გასაოცარი და წარმოუდგენელი მოვლენები, რომელთა დაჯერებაც ერთი შეხედვით, ძნელია. დღევანდელ სტატიაში წარმოგიდგენთ 10 უჩვეულო ფაქტს, რომელიც ნამდვილად გაგაოცებთ.


image


ჩირლიდერის ეფექტი - მეცნიერულად დადასტურებული ფსიქოლოგიური ფენომენია, რაც იმაში მდგომარეობს, რომ გოგონები ჯგუფებში გარეგნულად უფრო მიმზიდველად გამოიყურებიან, ვიდრე თითოეული ცალ - ცალკე.


image


ფირფიტულვაშა ხოჭოსებრნს კოსმოსში ორიენტირება იმ შემთხვევებშიც კი შეუძლიათ, როდესაც ირმის ნახტომის ან რამდენიმე კაშკაშა ვარსკვლავის გარდა რაიმეს დანახვა შეუძლებელია. ეს არის ერთადერთი მწერი ჩვენს პლანეტაზე, რომელსაც შეუძლია ააწყოს თავისი მარშრუტი გალაქტიკაში ციური სხეულების მდებარეობიდან გამომდინარე.


image


თავდაპირველად ტერმინს "ფეხბურთი" (foot+ball ითარგმნება როგორც ფეხი+ბურთი) ბურთის დარტყმასთან არანაირი კავშირი არ ჰქონდა. შუა საუკუნეების ევროპაში, არისტოკრატები სპორტულ თამაშებს ექსკლუზიურად მხოლოდ ცხენებით აღიარებდნენ, ხოლო ბურთის თამაში ცხენის გარეშე გლეხებისა და პლებეების გასართობად ითვლებოდა. ცნობისთვის, ფეხბურთის ცხენით თამაშს პუშბოლი ჰქვია)


image


2007 წელს "Facebook"-ის დამფუძნებელმა მარკ ცუკერბერგმა კომპანიის ოფისის კედლების მოსახატად მხატვარი დევიდ ჩო მიიწვია, მიუხედავად იმისა, რომ ჩოსთვის "Facebook"-ის ბიზნეს მოდელი სრულიად "აბსურდული და უაზრო" იყო, როგორც აზარტულმა მოთამაშემ ამჯობინა მისთვის ფულის ნაცვლად ახალგაზრდა კომპანიის აქციებით გადაეხადათ. ჩოს აქციები ამჟამად 200 მილიონ დოლარად არის შეფასებული.


image


1978 წელს 19 წლის პილოტი ფრედერიკ ვალენტიჩი ავსტრალიის თავზე გადაფრენისას, მელბურნის საჰაერო მოძრაობის კონტროლს დაუკავშირდა და საჰაერო ხომალდის ადევნების შესახებ შეატყობინა. პილოტის ბოლო მესიჯი ასეთი იყო: "ეს უცნაური ობიექტი კვლავ ჩემს ზემოთ დაეკიდა და კვლავ კიდია... და ის თვითმფრინავი არ არის", ამის შემდეგ ვალენტიჩის თვითმფრინავი უკვალოდ გაუჩინარდა, მის შესახებ არაფერია ცნობილი.


image


სლენგური გამონათქვამი "მაპატიეთ ჩემი ფრანგულისთვის", რომელსაც ჩვეულებრივ უხამსობის შემდეგ ამბობენ, მე-19 საუკუნეში გაჩნდა. იმ დროს ინგლისურად მოლაპარაკეები საუბრისას ხშირად წარმოთქვამდნენ ფრანგულ ფრაზებს მაღალი სოციალური სტატუსის საჩვენებლად. ამასთან, ისინი გამუდმებით იხდიდნენ ბოდიშს, რადგან მათი მსმენელთა უმეტესობა ამ ენაზე არ საუბრობდა. გარკვეული პერიოდის შემდეგ, ადმიანებმა ლანძღვის "შენიღბვა" ამ ფრანგული გამონათქვამით დაიწყეს.


image


ცნობილი სერიული მკვლელი რიჩარდ ჩეიზი, მეტსახელად "ვამპირი საკრამენტოდან", რომელიც მსხვერპლის სისხლს სვამდა, ხოლო ნარჩენებს კი ჭამდა თავის სასტიკ მკვლელობებს მხოლოდ იმ სახლებში ჩადიოდა, რომელთა შესასვლელი კარიც ღია იყო. ჩაკეტილი კარი მას იმის მტკიცებულებად მიაჩნდა რომ ის იქ არასასურველი სტუმარი იყო.


image


ზოგიერთ ჭიანჭველას საკუთარი თავის სარკეში ამოცნობა შეუძლია. ექსპერიმენტის დროს ისინი ამჩნევდნენ და ითვლიდნენ თავიანთ სხეულზე დატანილ ფერად წერტილებს, მაგრამ თუ წერტილები შეუიარაღებელი თვალით უხილავი იყო, მაშინ ჭიანჭველები მათზე არ რეაგირებდნენ.


image


სტივ ჯობსმა სამედიცინო რეგისტრაციის სისტემაში შეღწევით დონორის ღვიძლი საერთო რიგის გვერდის ავლით მიიღო, მიუხედავად იმისა, რომ ტრანსპლანტაციის აუცილებლობა არ იდგა, მას მაინც ჩაუტარდა ღვიძლის გადანერგვა იმ 16000 ადამიანზე უფრო ადრე, რომლებიც რამდენიმე წლის განმავლობაში გადანერგვის მოლოდინში იყვნენ.


image


შევარდენებს ზოგჯერ სექსუალური მიზიდულობა ადამიანების მიმართ აქვთ. ასეთ შემთხვევებში, გამშენებლები ამ მონადირე ფრინველებს ნებას რთავენ თავიანთ თავთან "კოპულირდნენ", მათ წინასწარ სპეციალურ ჯიბეებიან ქუდს ახურავენ სპერმის შესაგროვებლად.







0
316
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
316