x
მეტი
  • 06.05.2024
  • სტატია:134635
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508827
ნუგზარ ჯუღელი: "სოხუმი, ბათუმი, ფოთუმი" და სხვები...

image

დღევანდელ დღეს, 2019 წლის 1 სექტემბერს ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ 82 წლის ასაკში გარდაიცვალა ცნობილი კომენტატორი ნუგზარ ჯუღელი.იგი 1968 წლიდან მუშაობდა საქართველოს ტელევიზიის პირველ არხზე, ჯერ როგორც "მოამბის" წამყვანი, შემდეგ კი როგორც სპორტული კომენტატორი.ნუგზარ ჯუღელს არა ერთი მნიშვნელოვანი სპორტული ღონისძიება აქვს წაყვანილი.

image

ნუგზარ ჯუღელის რეპორტაჟების დროს ნათქვამი ფრაზები დღეს ანეკდოტებად არის ქცეული, თუმცა თავად ნუგზარ ჯუღელს არაერთხელ აღუნიშნავს, რომ ხშირად სხვის წარმოთქმულ ფრაზებს მას მიაწერდნენ, მოდით ჩვენ გამოვარჩიოთ ტყუილ მართალი და კიდევ ერთხელ გავიხსენოთ ის კურიოზული ფრაზები, რომელიც ნამდვილად ნუგზარ ჯუღელს ეკუთვნის:

image

"თბილისის „დინამოს“ შემადგენლობაში დღეს ორი ოთარი თამაშობს: ოთარ გაბელია და... ნუკრი კაკილაშვილი“.

"კაპუსტინი ახტა, მაგრამ ტკაჩენკოსთან ვერაფერი გააწყო და იძულებული იყო ისევ, ჩამომხტარიყო"

"მოედანზეა სანაქებო ქართველ კალათბურთელთა შემდეგი ხუთეული: მილოვიდოვი, ბოროდაჩევი, დერიუგინი, კაპუსტინი, დარსაძე“

"გუშინ სასტუმროს ერთ-ერთ ნომერში, თბილისელთა გუნდის მთავარ ბანაკში მთელი ღამე ენთო შუქი – ალიოშა კოტრიკაძე ფიქრობდა დღევანდელ მატჩზე!"

„ბურთი მეტოქე გუნდის ფეხბურთელმა აუტში მოიგერია, რომელსაც დინამოელები თავიანთი ნახევრიდან მოაწვდიან. მოაწოდეს, პასი წინ, ისევ აუტი. განაახლეს თამაში გვერდითი ხაზიდან, მეტოქის ნახევარზე გადავიდნენ და... ისევ აუტი. მოკლედ, შეიძლება ითქვას, რომ დინამოელები აუტ-აუტ მიიწევენ წინ.."

image

„მეტოქის საჯარიმო მოედანზე ჩვენი ხუთი ფეხბურთელი და მოწინააღმდეგეთა გუნდის ექვსი მცველი იმყოფება. პლუს მეკარე, რა თქმა უნდა. ეს, დაახლოებით ოცდაოთხი ფეხია."

"დარტყმა! არის! არის! ულამაზესი გოლი და აი, თქვენ ხედავთ, რომ სტადიონზე ბურთი ღელავს, ხალხი ბადეშია!..“

"თბილისის სპორტის სასახლეში ნამდვილი საკალათბურთო ამინდია. "

"1945 წელს.... უკაცრავად 19 საათსა და 45 წუთზე ....."

"ბურთითაა ასლან აბაშიძე (ასლან ბალაძე სინამდვილეში)"

"სოხუმი, ბათუმი, ფოთუმი"-თუმცა როგორც ბატონი ნუგზარ ჯუღელი ამტკიცებდა, ეს ფრაზა განზრახ წარმოთქვა პირდაპირ ეთერში და სანაძლეოში კარგი მსხვილი თანხაც მოიგო.

0
536
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
536
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0