x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
იშვიათი ისტორიული ფოტოები, რომლებიც თქვენს ყურადღებას იმსახურებს!

image


ცნობილი ადამიანების ათასობით ფოტოს შორის არის კადრები, რომლებიც ჩვენში განსაკუთრებულ აღფრთოვანებასა და აღტაცებას იწვევს, თუმცა ამავდროულად მწარე ნოსტალგიის განცდასაც გვიტოვებს. ეს ფოტოსურათები, რომლებიც სრულიად განსხვავებულ ისტორიებს მოგვითხრობს, ცნობილი ადამიანების ცხოვრების გარკვეულ მომენტებს ასახავს, როგორც ყოველდღიური ცხოვრებიდან, ასევე სამუშაო გარემოდან. თქვენ წინაშეა მსოფლიო ვარსკვლავებისა და საინტერესო მოვლენების ამსახველი კადრები, რომლებიც გულგრილს ნამდვილად არ დაგტოვებთ.


image



პროფესიონალი რესლერი და მსახიობი ანდრე გიგანტი მოდელ გოგონებთან ერთად, 1980-იანი წლები


image



ორი მამაკაცი, საფრანგეთი, 1932 წელი


image


საოჯახო ფოტო, სამხრეთ კაროლინა, 1912 წელი


image


ჯეიმს ბონდის შესახებ გადაღებული ფილმის "ჯაშუში, რომელსაც ვუყვარდი" ვარსკვლავები, ბარბარა ბაჰი და რიჩარდ კილი, 1977 წელი



image


105 წლის წინ, დეტროიტში შადრევანი ზამთრისთვის ჩართული დატოვეს, რის შედეგადაც აი, ასეთი 9 მეტრიანი ყინულის ქანდაკება ფორმირდა



image


იმპოზანტური მამაკაცი ციგურებზე სრიალისას, 1937 წელი


image


სილვესტერ სტალონე და შერონ სტოუნი ფილმ "სპეციალისტის" გადასაღებ მოედანზე, 1994 წელი



image



პირველი "Lexus" აშშ-ში ჩავიდა, 1989 წელი



image



ჩვიდმეტი წლის ელიზაბეტ ტეილორი თავის ოთხფეხა მეგობარს, ემის აბანავებს, 1949 წელი



image


ჯონ კენედი - უმცროსი მამის კაბინეტში თამაშობს, 1963 წლის 15 ოქტომბერი


image


სემუელ კლემენსის იგივე მარკ ტვენის სიკვდილამდე ორი წლით ადრე გადაღებული ფერადი ფოტო, 1908 წელი


image


ტოკიოს თევზის ბაზარი, 1964 წელი


image


ბრიუს უილისი, 1988 წელი


image


"წითელი არმიის" მიერ 1945 წლის 27 იანვარს გათავისუფლებული ოსვენციმის სიკვდილის ბანაკის პატიმრები


image


კამიკაძეების თავდასხმის შედეგად ავიამზიდ "ინტრეპიდზე" დაღუპული მეზღვაურების ზღვაში დაკრძალვა, 1944 წელი


image



ქუჩა ლათინურ კვარტალში სტუდენტებსა და პოლიციას შორის ღამის შეტაკების შემდეგ, პარიზი, საფრანგეთი, 1968 წლის მაისი


image



ახალაზრდა ტომ კრუზი, 1986 წელი


image


სპეციალური "მყნოსავი" ამოწმებს კასრების ხარისხსა და სისუფთავეს, მოგვიანებით მათ ლეგენდარული "Guinness"- ის ლუდით შეავსებენ


image


8 წლის პოლონური წარმომავლობის ამერიკელი ვუნდერკინდი, სამუელ რეშევსკი წარმოუდგენელ რამეს აკეთებს, 103 წლის წინ, ბიჭუნამ ერთდროულად 20 მოჭადრაკე დიდოსტატი დაამარცხა, 1920 წლის 16 მაისი


image


ბობი ლიჩი გახლავთ პირველი ადამიანი, ვინც 1911 წელს ნიაგარას ჩანჩქერში კასრით გადაეშვა და გადარჩა


image



ჰანოის მაცხოვრებლები საჰაერო თავდასხმის გაფრთხილების შემდეგ, ვიეტნამი, 1967 წელი


image


ვულკან საკურაშიმას ამოფრქვევა, იაპონია, 1914 წელი


image


ავტომობილ "Skoda 120 LS"-ის ტევადი საბარგული, 1978 წელი



image


ოდრი ჰეპბერნი და მისი იორკშირული ტერიერი "მისტერ ცნობილი", 1960 წელი, სწორედ ჰეპბერნმა შემოიტანა მოდა იორკშირელ ტერიერებზე როგორც შინაურ ცხოველებზე, ამ ჯიშის ძაღლი სახელად "მისტერ ცნობილი" მსახიობის პარტნიორი გახდა ფილმებში - "მხიარული სახე" და "ბავშვების საათი"


image


პარიზული მოდა, 1908 წელი


image


იტალიელი მაჩოები გოგონას მანქანის მიწოლაში ("Fiat 500") ეხმარებიან, იტალია, 1980-იანი წლები



image


ქალს არასათანადო (მეტისმეტად მოკლე) საცურაო კოსტიუმის გამო აკავებენ, აშშ, 1920-იანი წლები



image


ფრედი მერკური საკუთარ კატებთან ოსკართან და ტიფანისთან ერთად, 1985 წელი









0
491
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
491