x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
ისტორიული კადრები ცხელი პლაჟიდან, რომელიც გულგრილს არ დაგტოვებთ
imageზაფხული უცებ მიილია და ბევრ ჩვენთაგანს ალბათ მდინარეში ბანაობის დროც კი არ ქონდა. რომ აღარაფერი ვთქვათ ზღვისპირას გატარებულ შვებულებაზე.


ამ შემთხვევაში, მოდით ვირტუალურად ვიმოგზაუროთ წარსულში ლაჟვარდოვან პლაჟებზე, რა დროსაც ბევრ საინტერესო ამბავს შეიტყობთ.


მაშ, ასე რომ, პირველ ფოტოზე, რომელიც 1898 წლით თარიღდება, ცურვის ინსტრუქტორი და მისი მორცხვი მოსწავლე ნიუ-იორკში, მიდლენდ ბიჩის პლაჟზე არიან. დააკვირდით, რომ გოგონას მხოლოდ სახე და ხელები აქვს ღია. მკლავები კი - იდაყვებამდე.დიახ, ოდესღაც ასეთი სიმკაცრე იყო.

image



1905 წლის შემდეგ ფოტოზე ქალი შვილებთან ერთად „ბანაობს“. კაბით და ქუდით მეჩხერ წყალს მიუყვება, თვით 5-7 წლის გოგონებსაც კი თითქმის მთლიანად დაფარული საცურაო კოსტუმები აცვიათ

image

ახლა გადავინაცვლოდ 1922 წელში. ვაშინგტონის პოლიციის ოფიცერი ბილ ნორტონი ამოწმებს, რომ მუხლსა და ქალის საცურაო კოსტუმს შორის 15 სანტიმეტრზე მეტი არ იყოს.დიახ, ასე ითხოვდა კანონი.

image

ამასობაში, გადავხედოთ საფრანგეთის დოვილის პლაჟს. 1925 წელია და სურათზე გამოსახული მადემუაზელი, როგორც ხვდებით, იმ დროსთვის უბრალოდ ძალიან თამამად ჩაცმული გამოიყურება!

image

დავბრუნდეთ აშშ-ში, 1938 წელს. და ესენი არ არიან საცურაო კოსტუმების პურიტანული მოდელები, არამედ პორტატული გამოსაცვლელი კაბინები პლაჟზე.

image

ხალხმრავალი სანაპირო ატლანტიკ სიტიში, ნიუ ჯერსი, 1908 წელი. ხედავთ, პლაჟზე რამდენი მთლიანად ჩაცმული ადამიანია?. მამაკაცები და ქალები კოსტიუმებსა და კაბებში.

image

ამბობენ ანაპაში პლაჟზე ისეთი ხალხმრავლობაა ნემსი არ ჩავარდებაო, მაგრამ როგორ მოგწონთ 1940 წლის კონი-აილენდის ეს სანაპირო?

image

ბიკინის გამოგონებამდე და მოდაში მის მასობრივ შემოღებამდე, ჯერ კიდევ შორია. მაგრამ . ოთხი მოდელი ფლორიდის სანაპიროზე უახლესი საცურაო კოსტუმების დემონსტრირებას ახდენს, 1950 წელია.


დღევანდელი სტანდარტებით, ისინი უფრო მინი კაბას წააგავს.

image

მაგრამ ახლა მოდით, ამ მოვლენებიდან 7 წლის შემდეგ, გადავინაცვლოდ იტალიაში, რიმინის სანაპიროზე.. ფოტოზე ვხედავთ, რომ სენიორ პოლიციელი ქალს ჯარიმას უწერს ბიკინის ჩაცმის გამო.

image

ცოტა რასიზმი ფლორიდის სანაპიროზე 1964 წელს.


ეს არის თეთრკანიანებისთვის გათვალისწინებული პლაჟი, სადაც პროტესტის გამოსახატავად შავკანიანები შეიჭრნენ, თეთრკანიანები კი მათ ზღვაში ბანაობის საშუალებას არ აძლევენ. აფროამერიკელებს იჭერენ და ნაპირზე ძალით გაყავთ.

image

შემდეგია ფრაგმენტები ფოტოგრაფ კეიტ მაკმანუსისგან. ეს კაცი 11 წლის განმავლობაში ფლორიდაში ერთსა და იმავე სანაპიროზე დადიოდა და საზოგადოების ეთიკურ ნორმებს აფიქსირებდა. წარმოგიდგენთ სამ ფოტოს:

image

image

შემდეგი ფოტო უბრალოდ შეუდარებელია. მასზე მაკმანუსმა აღბეჭდა პურიტანელი გოგონას პიკეტი დანარჩენი დამსვენებლების წინააღმდეგ, ძალიან მოღიავებული საცურაო კოსტუმების გამო.არა და 1985 წელია.


პოსტერზე წარწერა შეიძლება ასე ითარგმნოს, "თქვენ ჯოჯოხეთში მოხვდებით!“. ფოტო იმითააცაა საინტერესო, რომ პიკეტის მომწყობ გოგონას, სრულ იგნორს უკეთებენ აბსოლუტურად თანამედროვე საცურაო კოსტიუმებში გამოწყობილი გოგონები.

image

ეს არის ჯო ფორტესი; ვანკუვერის პირველი მაშველი. ფოტო გადაღებულია 1905 წელს ინგლისის ყურის სანაპიროზე. ოფიციალურად მას მიაწერენ 29 ადამიანის გადარჩენას.

image

1
716
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
716
  
2023, 1 სექტემბერი, 23:24
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სექსის გაცნობის საუკეთესო საიტზე --- www.Top24.pw
0 1 1